გზამკვლევი კარიერაში: გახდი IT ბიზნეს ანალიტიკოსი

blog-detail-img

ბიზნესის კეთების პრინციპები სწრაფად იცვლება და მუდმივად ვითარდება. დღეს კი, უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს, რომ მოერგოს არსებულ სიტუაციას და ადაპტირდეს ახალ გარემოში. ამ დიდი ცვლილებების ცენტრში კი, სწორედ რომ ბიზნეს ანალიტიკოსი დგას. ა საერთოდ, ვინ არის ბიზნეს ანალიტიკოსი?

ბიზნესი ანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად აფასებს ორგანიზაციას და ბიზნეს პროცესების მართვის პრინციპებს, ეძებს პრობლემების გადაჭრის გზებსა და ახალ შესაძლებლობებს, განსაზღვრავს სარგებლისა და დანახარჯის შეფარდებას. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიას ცვლილებების მართვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი. 

თუ გსურს, რომ გახდე ბიზნეს ანალიტიკოსი, მაშინ გამოიყენე ეს გზამკვლევი და გაიგე ყველაფერი მომავალი პროფესიის შესახებ.

1. ისწავლე ბიზნეს ანალიტიკის საფუძვლები​

ყოველი კარიერის საწყის ეტაპზე, პირველ რიგში, ამ პოზიციის მოვალეობებს და ზოგადად, სფეროს უნდა გაეცნო. ბიზნეს ანალიტიკის ძირითადი ფუნქცია ბიზნეს საჭიროებებისა და ამოცანების განსაზღვრა და კომპანიისათვის მათი ხელსაყრელ შესაძლებლობებად გარდაქმნაა. პრობლემური საკითხების მხრივ კი, ბიზნესები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ მიზეზით ბიზნეს ანალიზის უნარები არაერთ პოზიციაზე მოითხოვება: სისტემის ანალიტიკოსი, პროდუქტის მენეჯერი, ხარისხის მართვის მენეჯერი, მონაცემთა მეცნიერი და სხვა. თუ მათ ეს უნარები არ აქვთ, ბიზნეს ანალიტიკოსთან ერთად მუშაობენ.

ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი მოვალეობებია:

  • ბიზნეს საჭიროებების განსაზღვრა და მათი გამოყენება კომპანიის სასარგებლოდ
  • ბაზრის კვლევა ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად
  • მონაცემთა მოდელირება
  • ბიუჯეტის გაწერა და პროგნოზირება
  • IT სტრატეგიის, კომუნიკაციების, HR და ტრენინგების, მიწოდების ჯაჭვის, პროცესების მართვისა და სხვა პროცესების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი და დასკვნების გამოტანა

გირჩევ, რომ კარგად გაეცნო ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობასა და მუშაობის პრინციპებს. ეს დაგეხმარება საჭირო ტექნიკური უნარების შესწავლის პროცესში, რადგან გეცოდინება, სად და როგორ გამოიყენო ისინი ამ მოვალეობების შესასრულებლად.

IT ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა
7 კვირა | 14 ლექცია | 42 საათი

2. იმუშავე პროექტებზე და დახვეწე შეძენილი უნარები

ბიზნესის სფეროს გაცნობისა და მონაცემთა ანალიზის ტექნიკის შესწავლის შემდეგ, დაიწყე შენი შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოცდა. იმუშავე რეალური პრობლემების გადაჭრაზე და გაიუმჯობესე ანალიტიკური უნარები. ამოარჩიე ისეთი პროექტები, რომლებიც მოიცავენ მონაცემთა ანალიტიკის ყველა იმ პროცესს, რომელიც ბიზნესის ზრდაში გეხმარება: კონკურენციის შესწავლა და ბაზრის კვლევა, საჭირო მონაცემების განსაზღვრა, შეგროვება, გაწმენდა, დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა ალგორითმის გამოყენებით.

მართალია, ბევრი ბიზნეს ანალიტიკოსი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის, სტატისტიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების განხრით სწავლობდა, რაც მათი კარიერული გზის განვითარებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. თუმცა, მაინც შესაძლებელია, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლებმაც წარმატებულად აითვისონ ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ბიზნეს ანალიტიკის სფეროში გამოადგებათ.

შენი კარიერული მიზნების გათვალისწინებით, პროექტები არა მარტო განსხვავებული ტიპის ბიზნეს გადაწყვეტილებებს უნდა მოიცავდეს, არამედ მრავალფეროვან მონაცემებსაც: სტრუქტურირებული მონაცემები, ტექსტი, ფოტოსურათები, აუდიო თუ ვიდეო მასალა. ამასთანავე, იმუშავებ ისეთი რბილი უნარების განვითარებაზეც, რომლებიც ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე დაგჭირდება:

  • გადაწყვეტილების მიღება და ალტერნატიული გზების შეფასება
  • სოციალური და კომუნიკაციის უნარები
  • დროის მართვა და ორგანიზებულობა
  • დამაჯერებლობა და პროფესიონალიზმი

3. განივითარე მონაცემთა ვიზუალიზაციისა და წარდგენის უნარები

მონაცემთა ანალიზი არაფერია, თუ არ შეგიძლია შენი მიგნებების ეფექტურად გადმოცემა სხვებისთვის. ამიტომ, გარდა წერითი კომუნიკაციის უნარისა, ბიზნეს ანალიტიკოსი მიმართავს მონაცემთა ვიზუალიზაციას გრაფიკების, ცხრილების, რუკების, ინტერაქციული დაფებისა და სხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენებით.

ამ პროცესში არაერთი პროგრამის გამოყენება შეგიძლია. მაგალითად, Tableau, PowerBI, Bokeh, Plotly, Infogram. ეს ხელსაწყოები მოგცემს საშუალებას, შეარჩიო საუკეთესო ფორმატი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ეფექტურად გადმოსაცემად და უკეთ აღსაქმელად. ამიტომ, ეს პროგრამები დიდ დახმარებას გაგიწევენ.

4. შექმენი პორტფოლიო

როცა ყველა საჭირო უნარს აითვისებ და პროექტებზე მუშაობითაც პრაქტიკულ გამოცდილებას დააგროვებ, აუცილებლად დაიწყე პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნა. შეგიძლია ამისთვის GitHub პლატფორმა გამოიყენო, სადაც შენს ნამუშევრებს ატვირთავ. აჩვენე მთლიანი პროცესი, რომელიც პროექტებზე მუშაობის დროს გაიარე: როგორ შეაგროვე ინფორმაცია, გაანალიზე და გამოიყენე იგი პრობლემის გადასაჭრელად. პორტფოლიო კარგად წარმოაჩენს შენს შესაძლებლობებს, ამიტომ, იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამსახურის ძიების პროცესში.

5. შეიტანე განაცხადი ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე

ბიზნეს ანალიტიკოსის როლი შესაძლოა სხვადასხვა დასახელებით შეგხვდეს. მაგალითად, მონაცემთა ანალიტიკოსი, კვლევის ანალიტიკოსი, IT პროექტების კოორდინატორი, პროდუქტის მენეჯერი, პროექტების მენეჯერი. თითოეული პოზიცია ბიზნეს ანალიტიკოსის უნარებს მოითხოვს. ამიტომ, სამსახურის ძიების პროცესში მოერგე შენს ინტერესებს. გამოიკვლიე, რა ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს ესა თუ ის პოზიცია, რა სფეროს წარმოადგენს თავად კომპანია და რა მიზნები აქვს, რამდენად ეხმიანება ისინი შენს კარიერულ გეგმებს.

ამგვარად, თუკი მონაცემებთან მუშაობა გიზიდავს და გაინტერესებს როგორ შექმნა და მართო ციფრული პროდუქტები, ამასთანავე მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლება გსურს, მაშინ ბიზნეს ანალიტიკა ერთ-ერთი კარგი არჩევანია ახალი კარიერული გზისთვის და შეგახსენებ, რომ Commschool-ში მისი შესწავლის შესაძლებლობა გაქვს. IT ბიზნეს ანალიტიკის კურსი მოგცემს იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარება. 

ასე რომ, თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, შემოგვიერთდი IT ბიზნეს ანალიტიკის პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება