გურამ ჯიბლაძის ფინალური პროექტი - Angular-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

Angular-ის კურსის ფინალურ ნაშრომად სტუდენტები Angular ტექნოლოგიის გამოყენებით ფილმების, მუსიკის ან წიგნების კატალოგისთვის ვებ-აპლიკაციას აწყობენ. ამაში მათ კურსზე დაგროვილი გამოცდილება ეხმარებათ, რითაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.


“ქომსქულელობა ჩემთვის კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯსა და დეველოპერული პროცესის სხვა კუთხით დანახვას ნიშნავს” 

გურამ ჯიბლაძე, Angular-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ კარიერული შემოთავაზებები მიიღო:

“პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესება მქონდა კომპანია Sweeft digital-გან. გასაუბრების შემდეგ Angular-ის გამოყენებით ქვიზ აპლიკაციის აწყობა დამავალეს, რასაც თავი წარმატებით გავართვი”

Sweeft Digital-ისგან დაინტერესება კი Commschool-ის Almuni Club-ის ფარგლებში მოხდა. რამდენიმე სიტყვით ამის შესახებ გეტყვით.

ჩვენი ნებისმიერი კურსის წარმატებული კურსდამთავრებულები Alumni Club-ში ავტომატურად წევრიანდებიან, ეს კი მათ Commschool-ის პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აძლევს წვდომას. ამ კომპანიებს შორის ისეთებსაც იპოვი, როგორიც, მაგალითად, Sweeft Digital, Space, Adjara Sport, Omedia, ლიბერთი ბანკი თუ GPI Holding არიან. ახლა დროა, გურამის ფინალური პროექტი გაგაცნოთ.

გურამმა ფილმების კატალოგის ვებ-აპლიკაცია შექმნა, გამართა ფუნქციონალი და პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები განივითარა:

“ჩემი ფინალური დავალება ფილმების კატალოგის შექმნა იყო. კატალოგს, იუზერისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, შეენახა უკვე ნანახი და მომავალში სანახავი ფილმები. ასევე, დაეწერა მცირე შეფასება და მიეცა რეიტინგი კონკრეტული ფილმებისთვის.”

როგორც გურამი აღნიშნავს, კურსის ფორმატი მისთვის ეფექტური აღმოჩნდა:

“სალექციო პროცესში მასალის სიღმისეულად გადმოცემას გამოვარჩევდი. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო კი უშუალოდ არქიტექტურული პატერნების გაცნობა იყო”

საერთო ჯამში, გურამის აზრით, Commschool-ში მიღებული ცოდნა მის კარიერულ განვითარებას დაეხმარება, ეს კი ის ფაქტორია, რის გამოც ის სხვებსაც ურჩევდა სკოლასა და Angular-ის კურსს:

“კურსზე მიღებული ცოდნა სიღრმისეული იყო, ამდენად, ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დამეხმარება. ამ ნაბიჯების გავლას ვურჩევდი ყველას, ვინც Angular-ით არის დაინტერესებული”

ცოდნა, რომელსაც გურამი ახსენებს, 20 სამსაათიანი ლექციისა და 10 კვირის განმავლობაში შეგიძლია მიიღო. Angular-ის კურსზე შენ ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. TypeScript-საც სიღრმისეულად გაეცნობი:

კურსის ბოლოს TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ მუშაობას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS). საერთო ჯამში, კურსის ბოლოს Angular-ის გამოყენებით single-page ვებ-აპლიკაციებს დამოუკიდებლად ააწყობ და Angular-ში დამოუკიდებლად განვითარების უნარებიც გექნება.

თუ front-end-ის საბაზისო ცოდნა(HTML, CSS, JavaScript) ჯერაც არ გაქვს, Angular-ის კურსამდე, ალბათ, აჯობებდა Introduction to Front-end Development-ის კურსი მოგენახულებინა. მაგრამ თუ ამაში უკვე ერკვევი, თან Angular-ის მიმართულებით დაინტერესდი და კარიერული წინსვლის შანსიც გხიბლავს, მაშინ გეტყვით, რომ Angular-ის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება