გრაფიკული დიზაინის კურსიდან Redberry-ში - მია ვერულაშვილის კარიერული განვითარება

blog-detail-img

მია ვერულაშვილი გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელიც ტოპ კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და სტაჟირება Redberry-ში გაიარა:

“კურსის დასრულების შემდგომ მივიღე რამდენიმე შეთავაზება სხვადასხვა სარეკლამო კომპანიიდან სტაჟირებაზე. უპირატესობა მივანიჭე ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო კომპანიას, რომელთან თანამშრომლობაც შემომთავაზა Commschool-მა როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულს. ასევე ვმუშაობ რამდენიმე კერძო პროექტზეც.” – ამბობს მია.

გარდა იმისა რომ ამ კურსებმა მომცა საჭირო ცოდნა, ხელი შემიწყო ამ ცოდნის რეალიზებაში. ამ სასწავლებლის მთავარი ბენეფიტი მიღებული ცოდნის გარდა არის მომდევნო ეტაპი, სტაჟირება, რაც სამომავლოდ ამ სფეროში დასაქმებისათვის აუცილებელი წინაპირობაა

 

მიამ სტაჟირება Alumni Club-ის ფარგლებში დაიწყო. იმისთვის, რომ Alumni Club-ის წევრი გახდე, საკმარისია, წარმატებით დაამთავრო Commschool-ის ნებისმიერი კურსი. როგორც Almuni Club-ის წევრს, შენ წვდომა გექნება ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე. ამ კომპანიებს შორის კი ისეთებს იპოვი, როგორიც, მაგალითად, Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro არიან.

ახლა კი ფინალურ პროექტზე. გრაფიკული დიზაინის პროგრამის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც ქართული ბრენდისთვის ლოგოსა და სტილის რედიზაინს გულისხმობს.

უმთავრესი, რაც ამ კურსმა მომცა, ბიძგია თავისუფალი აზროვნებისკენ და ის უნარები რომლებიც ლექტორმა ჩემში გამოამუშავა და ამით თავდაჯერება შემძინა

მიამ თავისი ფინალური ნაშრომისთვის ქართული ავეჯის კომპანია “შნოს” რედიზაინი გადაწყვიტა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა:

“შნო” ბაზარზე ხისა და ლითონის ავეჯითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ კომპანიაში უკვე ორი წელია ვმუშაობ და ობიექტურად მომწონს ჩვენი პროდუქცია, ამიტომ ფინალური თემის არჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია.”

მიას შეფასებით, კურსის ფინალური დავალება მას საკუთარი უნარების დახვეწაში დაეხმარა:

მსგავს პროექტზე აქამდე არასდროს მიმუშავია და ვეცადე, ეს გამოწვევა ნაყოფიერ გამოცდილებად მექცია ე.ი. გამომემუშავებინა და დამეხვეწა ჩემი უნარები. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა

მიას თქმით, Commschool-მა ნამდვილად გაუმართლა იმედები, მაგრამ ერთ საკითხში კურსისადმი მისი მოლოდინები და რეალობა ნამდვილად ასცდა ერთმანეთს…

“როცა არჩევანი გრაფიკული დიზაინის კურსზე შევაჩერე, ვფიქრობდი,რომ ჩვენი სასწავლო პროცესი პროგრამების ტექნიკურ შესწავლას არ გასცდებოდა და ნაკლებად მქონდა შემოქმედებითობის მოლოდინი, თუმცა პირიქით მოხდა.”

ლექტორის მიდგომა, თანაბრად ემუშავა სტუდენტების ტექნიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, მიასთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა:

ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მხოლოდ პროგრამების ტექნიკურ დონეზე სწავლა. სწავლების პროცესი ლექტორმა მრავალფეროვანი და სრულიად შემოქმედებითი გახადა

 

მიას შეფასებით, ლექტორი მას მთლიანად გრაფიკული დიზაინის სფეროს მიმართ ახალი ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა:

“ლექტორის დახმარებით გრაფიკულ დიზაინს სხვა თვალით შევხედე – მივხვდი, რომ ეს არის ძალიან დიდი თავისუფალი სივრცე, სადაც მონდომების შემთხვევაში, აუცილებლად იპოვი შენს ნიშას.”

ლექტორთან ერთად, მიას აზრით, Commschool-ის ადმინისტრაციის დამოკიდბულებამაც დიდი წვლილი შეიტანა მის მოტივაციაში:

“ლექტორისა და კოორდინატორის იდეალურად შეთანხმებულმა მუშაობამ და სტუდენტებთან გულწრფელმა, უშუალო დამოკიდებულებამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს მოტივაციაზე.”

და ბოლოს, მიასთვის “ქომსქულელობა”, აი, ამასთან ასოცირდება:

იყო "ქომსქულელი" ნიშნავს, შეიძინო ცოდნა და სწორი ხედვები შენს მიერ არჩეულ პროფესიაში. გულით ვურჩევდი Commschool-ს ყველას, ვისაც ეს სფერო აინტერესებს და განვითარება სურს

თუ შენც გინდა, რომ ასეთი ქომსქულელი გახდე და გრაფიკულ დიზაინში განვითარდე, გეტყვით, რას უნდა ელოდე ჩვენი კურსისა და საკუთარი თავისგან კურსის ბოლოს:

შენ შეიძენ Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკურ ცოდნას; შეძლებ სკეჩებისა და დრაფტების შესრულებას. მაგრამ ამასთან ერთად დიზაინის სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვასა და ბრენდინგის პრინციპების დაცვით ვიზუალის შექმნასაც დაეუფლები. დამკვეთთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებსაც აქ შეიძენ.

რაც მთავარია, კურსი დამწყებთათვის არის განკუთვნილი და არავითარი წინასწარი ცოდნა არ გჭირდება.

ამდენად, თუკი საკმარისი მონდომება და შრომის სურვილი მოგეპოვება (გაითვალისწინე – უამრავი პრაქტიკული დავალება გელის!) და თან ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული, აქვე ბმული.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება