გზა გრაფიკული დიზაინის კურსიდან კრეატიულ სააგენტოებში: TOP კურსდამთავრებულების წარმატების ისტორია

blog-detail-img

თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებთ, და ორთვიანი ინტენსიური კურსის გასავლელი დროც მოგეძებნებათ, მაშინ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის გავლაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ. Სწორედ კურსის გავლის შედეგად, ტოპ კურსდამთავრებულებმა, სალომე გვარამიამ, თამთა გვალიამ, თორნიკე გორდეზიანმა და ალექსანდრე უფლისაშვილმა, კრეატიულ სააგენტოებში ერთთვიან გარანტირებული სტაჟირების გავლა დაიწყეს.


ალბათ, გახსოვთ, რომ ფინალური გამოცდის ნაშრომზე დაყრდნობით, სამი საუკეთესო სტუდენტი ამოირჩევა;
თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტაჟირება საბოლოოდ ოთხმა TOP კურსდამთავრებულმა შეძლო: კურსის დასრულებისთანავე ალექსანდრეს, კუს ტბის რედიზაინის ავტორს, კრეატიულ სააგენტო ABK-დან მოუვიდა სტაჟირების შემოთავაზება. Შედეგად, კი მისი ადგილი კიდევ ერთმა გამორჩეულმა კურსდამთავრებულმა, თორნიკე გორდეზიანმა დაიკავა: თავისი ნამუშევრის, მოლაშქრეთა კლუბ “მამბერის” რედიზაინის საფუძველზე, მან JWT Metro-ში დაიწყო სტაჟირება. რაც შეეხება სალომე გვარამიას, “ბრიკორამას” რედიზაინის ავტორს, – ის სტაჟირებას Holmes & Watson-ში შეუდგება, თამთა გვალია კი – “ლუტეციას” რებრენდინგის ავტორი – Windfor’s-ში. 

Მიუხედავად ფინალურ ნაშრომში ჩადებული ძალისხმევისა, როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, საუკეთესოებს შორის მოხვედრა და Სტაჟირების შესაძლებლობის მიღება, მათთვის მაინც მოულოდნელობა იყო. Მათი შეფასებით, ჯგუფი იმდენად ძლიერი იყო, რომ TOP სტუდენტებში მოხვედრას არ ელოდნენ:

თამთა გვალია

“კურსზე საკმაოდ ძლიერი ნაკადი აღმოჩნდა და, დიდი იმედის მიუხედავად, საკმაოდ მოულოდნელი იყო ტოპ სტუდენტებში მოხვედრა.”  (ალექსანდრე)

“როდესაც Commschool-დან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ ტოპ სტუდენტებში მოვხვდი, ვერ დავიჯერე. სიხარულისგან ისე დავიბენი, რა ვუპასუხე აღარც მახსოვს.”(თამთა)

თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ Commschool-ის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები მხოლოდ სააგენტოებში TOP სტუდენტების სტაჟირების შანსით არ მთავრდება. სკოლაში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი ავტომატურად ირიცხება. კლუბის წევრებს ექსკლუზიური წვდომა აქვთ Commschool-ის პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე, რომელთა შესახებ მეტ ინფორმაციას შემდეგ ბლოგებში მოგაწვდით.

Საერთო ჯამში, სტუდენტები თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსს კარიერული განვითარების შესაძლებლობების გარდა, უშუალოდ კურსზე დაგროვებული გამოცდილების გამოც უწევენ რეკომენდაციას. Პირველ რიგში, იმიტომ, რომ კურსი მათთვის გრაფიკული დიზაინის ტექნიკურ უნარებზე მეტის მიმცემი იყო:

ალექსანდრე უფლისაშვილი

ეს კურსი, გრაფიკულ დიზაინს მხოლოდ ხელობის დონეზე არ ასწავლიდა. არამედ სტუდენტებს მაქსიმალურად აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაეგოთ, რას ნიშნავს, იყო გრაფიკული დიზაინერი რეალურ სამყაროში – როცა გიწევს კლიენტთან ურთიერთობა. შესაბამისად, კურსზე ჩაბარებას ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა აინტერესებს.” (ალექსანდრე)

გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სწავლებას არანაირი პრობლემა შეუქმნია:

თორნიკე გორდეზიანი

კურსები ინტერნეტშიც დევს, მაგრამ აქ გუნდი სხედხართ, ერთმანეთის აზრს აზიარებთ, თუ რა არის კარგი და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ. შესაბამისად, ნამუშევარს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებ, რაც გაცილებით მეტის მომტანია.”(თორნიკე)

Ამასთან, მისგან მიღებული ცოდნა კარგი ბაზისია იმისთვის, რომ სამომავლოდ სასურველი მიმართულებით განვითარდე:

სალომე გვარამია

“პროექტმა პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემძინა და სწორი მიმართულება მომცა, რომელსაც სამომავლოდ პროფესიულად გამოვიყენებ.”(სალომე)

და, ბოლოს: 

Commschool არის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი. გუნდის თითოეული  წევრი არის მოწესრიგებული, ორგანიზებული და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში მზად არის, დაგეხმაროს.”(თამთა)

ამ ოთხი ადამიანის ამბის ბოლოს შეგახსენებთ, რომ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი ახალ სტუდენტებს, ახალ TOP-ებს ელოდება. შემოგვიერთდი 👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება