გრაფიკული დიზაინის კურსიდან JWT Metro-ში - ბარბარე რუხაძის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ნამდვილად არ მეგონა, რომ კურსის დასრულების შემდეგ, ასეთ მოკლე დროში მოვახერდებდი რამდენიმე დიდ კომპანიასთან თანამშრომლობას. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ცოდნამ და გამოცდილებამ, რაც კურსის განმავლობაში მივიღე“. – ბარბარე რუხაძემ Commschool-ში გრაფიკული დიზაინის კურსი წარმატებით გაიარა და ტოპ  კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა, რის შედეგადაც Alumni Club-ის ფარგლებში, JWT Metro-ში გარანტირებული სტაჟირება გაიარა.

რა არის Alumni Club? კლუბის ფარგლებში Commschool-ის კურსდამთავრებულები ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს იღებენ ისეთი პარტნიორი კომპანიებისგამ, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, JWT Metro, Redberry და სხვა. აქვე, შეგიძლია სხვა კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებიც იხილო.

ბარბარე ბლოგში თავისი კარიერული განვითარების შესახებ მოგვიყვება.

კურსის დასრულებიდან დღემდე, სრულიად შეიცვალა ჩემი ინტერესი და დამოკიდებულება გრაფიკული დიზაინის მიმართ. თავს უფრო კომფორტულად და მოტივირებულად ვგრძნობ ახალი პროექტის დაწყებისას. ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან ერთად ვიმუშაო, ვისგანაც გამოცდილების მიღებას შევძლებ“.

ბარბარეს პროექტით, პროგრამის დასრულების შემდეგ, Roniko Optics დაინტერესდა:

Commschool-ის კურსის საშუალებით, ჩემი ფინალური პროექტით დაინტერესდა ის კომპანია, რომლის რებრენდიგზეც ვიმუშავე, მათი მხრიდან მივიღე შემოთავაზება და დავიწყეთ თანამშრომლობა. გარდა ამისა, სხვა პროექტებზეც ვმუშაობ და მათ შორის არის “USAID”-იც“.

ბარბარესთვის ღირებული აღმოჩნდა განვლილი კურსი, რადგან მიღებული ცოდნით, სტაჟირების პერიოდში, ახალ გამოწვევებთან გამკლავება და გამოცდილების შეძენა შეძლო:

სტაჟირება გავიარე “JWT Metro”-ს არაჩვეულებრივ გუნდთან. მგონია, რომ იქ ყოფნით, თუნდაც დროებით, გამოვცადე, როგორია ყოველდღიური მუშაობის პროცესი კრეატიულ სააგენტოში. “Metro”-ში ერთი თვის განმავლობაში თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიცანი ის გუნდი, რომლის შექმნილი ქონთენთიც ყოველთვის მომწონდა”.

ბარბარე Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსით საბოლოოდ კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი თქმით, კურსისგან მიღებულმა შედეგებმა მისი პროფესიული წარმატება ნამდვილად განაპირობა.

ახლა ერთდროულად ვმუშაობ “ოპტიმისტთან”, “USAID”-ისა და “მეტროს” პროექტებზე, ასევე რამდენიმე ლოგოს შეკვეთაც მივიღე.

Commschool-თან კომუნიკაციას დღემდე ვაგრძელებ და ვგძნობ მათი მხრიდან მხარდაჭერასა და ყურადღებას
“.

Commschool-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამა 7 კვირას, ანუ 14 ლექციას მოიცავს. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან 
 Illustrator-სა და Photoshop-ში დამოუკიდებლად მუშაობას, ვიზუალის სტილისტურად, შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართვას, კურსის ბოლოს კი შეეძლებათ თავიანთი პორტფოლიო შეკრან. პროგრამა კი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს ინტერესი და სფეროს შესწავლის სურვილი.

თუ შენც გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, გინდა მიიღო ხარისხიანი ცოდნა პროფესიონალურ გარემოში და რეალური დასაქმების შესაძლებლობა, მაშინ გაიარე კურსზე რეგისტრაცია და თავადაც შემოგვიერთდი!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება