გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ელენე ტატუნაშვილის წარმატების ისტორია

blog-detail-img

ამ ბლოგში ელენე ტატუნაშვილის შესახებ გიამბობ, რომელიც  “გრაფიკული დიზაინი დამწყებებისთვის” პროგრამის კურსდამთავრებულია და ფინალური პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა და Alumni Club-ის ფარგლებში Watergunz-ში სტაჟირების შესაძლებლობა მიიღო

ელენემ ფინალური პროექტის ფარგლებში ავერსის რებრენდინგზე იმუშავა, რომელზე შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს:

არჩევანი ფარმაცევტულ კომპანიაზე კერძოდ კი ავერსიზე შევაჩერე. ამოცანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ნამუშევარი არამხოლოდ ტექნიკურად გამართული უნდა ყოფილიყო, არამედ ვიზუალურად დახვეწილი და რელევანტური. თან ბრენდის რედიზაინზე მანამდე არასდროს მიმუშავია, სამუშაო პროცესმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

Previous slide
Next slide

ელენე ამბობს, რომ Commschool-ში მოსვლა პროექტის ერთ-ერთმა წევრმა ურჩია. Სწორედ მისი რჩევით მოხვდა გარემოში, რომელიც მაქსიმალურად სწავლაზეა მორგებული, თანაც იმგვარად, რომ ეს სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილებაა.

მისი აზრით, კურსის მთავარი ღირებულება გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, კურსის ინტენსიურობაცაა. პროგრამა სამ მნიშვნელოვან ნაწილად იყოფა, ესენია: ფოტოშოპისა და ილუსტრატორის შესწავლა, ბოლოს კი რებრენდინგზე მუშაობა. 

ამასთან, კურსის გასავლელად არაა აუცილებელი გქონდეს შემოქმედებითი უნარები, როგორიცაა ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სხვ.

ელენე განსაკუთრებული გულისხმიერებით თავის საყვარელ ლექტორს იხსენებს. მისი თქმით, მას თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა და მაქსიმალურად იყო ჩართული ნამუშევრების განხილვისას. 

ლექტორი ყოველთვის გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, რაც დიდი ენერგიითა და მოტივაციით მავსებდა.

Previous slide
Next slide

ამგვარად, თუ შენც გინდა, რომ მიიღო პრაქტიკული ცოდნა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და თან კარიერულად განვითარებაც გსურს, შემოგვიერთი გრაფიკული დიზაინის კურსზე

ავტორი: რუსუდან გოჩიტაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება