გიორგი ბარამიძის კარიერული განვითარება - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

blog-detail-img

გიფიქრია, როგორ გამოიყურება წარმატების გზა გრაფიკული დიზაინის 0-დან შესწავლიდან ფრილანს პროექტებზე მუშაობის დაწყებამდე?  – ბლოგში გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, გიორგი ბარამიძის კარიერულ განვითარებაზე მოგიყვები. 

გიორგი ამჟამად გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს GITA-ს (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) პროექტზე სახელად: 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამა. თუმცა სანამ სხვადასხვა შეთავაზებას მიიღებდა, გიორგი Commschool-ის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტი იყო. 

კურსის დასრულების შემდეგ Upwork-ზე ვცადე საკუთარი თავი. მერე რამდენიმე თვე ვიმუშავე სარეკლამო სააგენტო Creative Culture-ში. შემდეგ დამიკავშირდნენ COMMSCHOOL იდან ICT-ს პროექტზე სამუშაოდ

გრაფიკული დიზაინით დაინტერესებული პირებისთვის გიორგის რჩევა აქვს –შემოუერთდნენ Graphic Design for Beginnersის კურსს:

კურსი დამეხმარა ბევრად გამეღრმავებინა ცოდნა პროგრამებში. ასევე მივიღე სასარგებლო კარიერული რჩევები ლექტორისგან და რაც მთავარია მომემატა თავდაჯერებულობა დიზაინის კეთებაში

კიდევ სხვა მიზეზების გამოც: 

ყველა მსურველს ვურჩევდი, რომ ჩააბარონ Commschool-ში, რადგან ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: ძალიან მაგარი ადმინსიტრაცია, რომელიც უყურადღებოდ არ დაგტოვებთ; ძალიან მაგარი ლექტორები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი კვალიფიკაცია თავიანთ სფეროში და სხვა მრავალი.

გიორგი ასევე ამატებს, რომ „Commschool მუდმივად აქცევს ყურადღებას თავიანთი სტუდენტების დასაქმებას და სთავაზობს პარტნიორ კომპანიებში გასაუბრების შესაძლებლობებს“.

როგორ? Commschool-ში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ. კლუბის ფარგლებში, Commschool უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების მხარდაჭერას კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც მოიცავს პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს.

ერთ-ერთი მათგანია თამარ მოსაშვილი, Graphic Design for Beginners-ის კურსდამთავრებული, რომელმაც Alumni Club-ის ფარგლებში 
JWT Metro-ში კურსის დასრულებისთანავე სტაჟირება გაიარა. ასევე მია ვერულაშვილი, რომელიც ტოპ კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და სტაჟირება Redberry-ში გაიარა – თუ გინდა, რომ შენც შემდეგი იყო, პროგრამის დეტალებზე მოგიყვები.

Graphic Design for Beginners-ის კურსის ფარგლებში სტუდენტი გაივლის სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობა ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლის გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

მისი გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა;

  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა;

  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა;

  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა;

  • ლოგოს სკეჩების და დრაფტ ვერსიების გაკეთება;

  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება;

  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა;

  • ბრიფის სწორად გაანალიზება;

  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით.

თუ გიორგის წარმატების ისტორიამ შენც მოგცა ახალი ნაბიჯის გადადგმისათვის მოტივაცია, შემოგვიერთდი.




ავტორი: თამარ ბასიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება