გაიცანი Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებული მარიამ მარიამიძე

blog-detail-img

კურსმაც და ფინალურ პროექტზე მუშაობამაც მეტი თავდაჯერებულობა, მოტივაცია და ინტერესი შემძინა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღო და განვვითარდე

თუ შენც გაინტერესებს ვებ დეველოპმენტი, მოგწონს საიტებზე მუშაობა და ამ კუთხით კარიერიერული განვითარება გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Intro to Front-end Development-ის N1 კურსდამთავრებული, მარიამ მარიამიძე გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებულ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

ალბათ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ მარიამი ვებ-დეველოპმენტში შემობიჯებამდე ადამიანური რესურსების მენეჯერი (HR) იყო, თუმცა ამ სფეროსადმი ინტერესისა და კურსების ძიების შემდეგ Commschool-ის კურსს შემოუერთდა და ყველაფრის სწავლა 0-დან დაიწყო:

კურსის დაწყებამდე ამ მიმართულებით მხოლოდ ინტერესი მქონდა, ამიტომ ყველაფრის სწავლა 0-დან დავიწყე

თუ არ იცი გეტყვი, რომ Intro to Front-end Development-ის კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: საიტის აწყობა და გასაუბრების სიმულაცია.

სწავლის პროცესი და პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და თან აზარტული იყო. უპირველეს ყოვლისა, სასიამოვნა განცდაა დასაწყისიდან დღემდე მიღებული ცოდნის პროგრესს რომ ხედავ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობამ მეტი თავდაჯერებულობა, მოტივაცია და ინტერესი შემძინა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღო და განვვითარდე

გასაუბრების სიმულაციაზე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ის კითხვები და დეტალები რაც რეალურ გასაუბრებაზე შესაძლოა დახვდეთ:

გასაუბრებაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მნიშვნელოვანი საბაზიო ცოდნა მივიღე კურსის განმავლობაში

ასე რომ, თუ შენც ფიქრობ, რომ 0-დან გსურს პროგრამირების შესწავლა და კონკრეტულად ფრონტის ნაწილით გსურს განვითარება, გეტყვი, რომ  Intro to Front-end-ის კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

გადადგი პირველი ნაბიჯი და გაეცანი Intro to Front-end Development-ის პროგრამას 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება