Intro to Front-end Development - მარი ხორბალაძე

blog-detail-img

Front-end Development მოიცავს ვებ-გვერდებისა და ვებ-აპლიკაციების შექმნას ისეთი ენების გამოყენებით, როგორებიცაა HTML, CSS და JavaScript. პროგრამული უზრუნველყოფის ეს მიმართულება ქმნის ვებ-სერვისების დიზაინსა და ფუნქციონალებს, რასთან შეხებაც უშუალოდ უწევთ მომხმარებლებს. ამიტომ Front-end Developer-მა მათთვის მორგებული ინტერფეისი უნდა შექმნას, რათა შესაბამისი ვებ-გვერდისა თუ ვებ-აპლიკაციის გამოყენება მარტივი და კომფორტული იყოს.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად მუდმივად იზრდება მოთხოვნა ამ სფეროს სპეციალისტებზე. ამიტომ, თუკი შენს კარიერაში სიახლის შეტანა გსურს, სწორედ ახლა არის კარგი დრო, ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას დაეუფლო. მანამდე კი Commschool-ის კურსდამთავრებულს, მარი ხორბალაძეს გაგაცნობ, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

Intro to Front-end Development - მარი ხორბალაძე

მარის პროგრამირების სფეროში გამოცდილება არ ჰქონია. მისი პირველი ნაბიჯები Front-end Development-ის სამყაროში Commschool-იდან დაიწყო. ამ მიმართულების შესახებ მცირე ინფორმაცია ჰქონდა. კურსის სილაბუსის გაცნობამ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია Web Development-ის მიმართ და გადაწყვიტა, უკეთესად გაეცნო იგი.

ამ კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა. ბევრი ახალი რამ გავიგე არამარტო Front-end-ის შესახებ, არამედ ზოგადად პროგრამირებაზე. ყველაზე ღირებული ჩემთვის ლექტორის ცოდნა და დამოკიდებულება იყო, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და მისი ჩართულობაა.

კურსის გავლის შემდეგ მარი Front-end Development-ით უფრო მეტად დაინტერესდა. ამიტომ გეგმავს, რომ კარიერა აუცილებლად ამ მიმართულებით გააგრძელოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვჯეროდეს საკუთარი თავის და ჩვენი შესაძლებლობების. ვისწავლე, რომ დიდი მონდომებითა და შრომით ყველაფერი გამომივა. მთავარია, რომ არასდროს დავნებდეთ.

რას ისწავლი Intro to Front-end Development-ის კურსზე?

პროგრამის განმავლობაში ძირითადად აქცენტი გაკეთდება HTML-ისა და CSS-ის შესწავლაზე, ასევე, JavaScript-ის სიღრმისეულ მიმოხილვაზე. საბაზისო ცოდნა სტუდენტებს მისცემს მიმართულებას შემდგომი განვითარებისთვის. კურსის დასასრულს შეძლებ, რომ ააწყო მცირე და საშუალო ზომის ვებ-გვერდი, გამოიყენო Visual Studio Code, ისწავლო ახალი ტექნოლოგიების, framework-ების დამოუკიდებლად შესწავლა და გამოყენება.

ეს ყველაფერი არ არის. Commscool განათლებასთან ერთად შენს კარიერულ განვითარებაზეც იზრუნებს. პარტნიორი კომპანიების დახმარებით საშუალება გექნება, მიიღო ექსკლუზიური სამუშაო შეთავაზებები და სტაჟირებები. წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარება ჩვენი გუნდი. მარისთვისაც Commschool-ში მიღებული გამოცდილება ღირებული აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად ამბობს: კურსმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე მოველოდი.

ფინალური პროექტი - ვებ-გვერდის შექმნა

ინდივიდუალური პროექტი კურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. მის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პროგრამის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გააერთიანონ. ეს გამოცდილება კი კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.

Intro to Front-end Development-ის კურსის შემთხვევაში, სტუდენტებს ტექნიკურად სრულად გამართული ვებ-გვერდის აწყობა ევალებათ. მარიმ თემატიკად ვაკანსიების განსათავსებელი საიტი აირჩია. მის შექმნაზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა. ეს პროცესი უფრო მეტად სასიამოვნო გახადა ლექტორის უკუკავშირმა. ის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა სტუდენტებს, ამხნევებდა და უპასუხოდ არ ტოვებდა მათ შეკითხვებს. საკუთრივ პროექტზე მუშაობა კი, მარის აზრით, საკუთარი შესაძლებლობის გამოცდისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო.

პროგრამა ყველანაირად საინტერესოა, ყოველ ახალ ეტაპზე უფრო და უფრო მეტს იგებ.

ასე რომ, თუკი უკვე დაინტერესდი Front-end Development-ის მიმართულებით, მარი გირჩევს:

ვფიქრობ, ვისაც ოდნავ მაინც მოსწონს ფრონტ ენდი, აუცილებლად უნდა სცადოს და მიჰყვეს ბოლომდე. ამ კურსის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეს ისწავლის. მთავარია მონდომება, შრომა და რომ არასდროს დანებდეთ.

მზად ხარ, ფეხი აუწყო ტექნოლოგიურ განვითარებას და დაეუფლო მომავლის პროფესიას? მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება