ერეკლე სოსელიას ფინალური პროექტი - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

ერეკლე სოსელია Commschool-ის Motion Design-ის კურსდამთავრებულია. მან ფინალური პროექტი რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით “travelguide.ge”-თვის მოამზადა.

რეკლეს, ფინალური პროექტის შესრულებისას, პრაქტიკულად, motion-ის მიმართულებით აზროვნების დიაპაზონიც გაუფართოვდა:

"ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თითქმის ყველა იმ საკითხის გავლა გიწევს გონებაში, რაც აქამდე გისწავლია. იხსენებ, ფიქრობ, როგორ მიუდგე, როგორი სტილით გააკეთო. იყოს ძალიან მარტივი და სადა თუ დატვირთო მოძრაობებით. პირველ რიგში, საკუთარ თავთან გამოცდა ფინალურის კეთება იყო, თუ რამდენად დაკვირვებით და კარგად ავითვისე და მახსოვს, თითოეული საკითხი რამდენად საფუძვლიანად გამოვიყენე"

ერეკლესთვის რეალურ ბრიფებზე მუშაობა საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა:

“ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვასწავლა, რას ნიშნავს სრულყოფილ პროექტზე მუშაობა და რეალური დამკვეთებისგან რას უნდა ველოდოთ. ეს პროცესი კი ჩემთვის ძალიან საინტერესო, დაძაბული და სტაბილურად მშვიდი აღმოჩდა”.

ერეკლეს თქმით, იმისთვის, რომ კურსი ხარისხზე მეტყველებდეს, მნიშვნელოვანია ლექტორი და მისი დამოკიდებულება იმ საკითხებზე, რაშიც ცოდნა უნდა გაუზიაროს სტუდენტებს და, როგორი სირთულისაც არ უნდა იყოს, მან უნდა მოძებნოს ხერხები, რომ გაამარტივოს გაგება და გააზრება მსმენელთათვის:

"ვფიქრობ რომ ამ საკითხებს, უმაღლეს დონეზე გაართვა თავი როგორც ლექტორმა, ასევე ადმინისტრაციამ. არ ყოფილა მომენტი და დრო, სადაც მარტო ვიგრძნობდი თავს. მუდმივად მაქსიმუმს დებდნენ დასახმარებლად, რა დროც არ უნდა ყოფილიყო"

საერთო ჯამში, ერეკლე კურსისგან მიღებული ცოდნითა და შეძენილი უნარებით კმაყოფილია და რეკომენდაციას უწევს Commschool-ს:

“ვისაც აინტერესებს სამომავლოდ განვითარდეს იმ პროფესიებში, რასაც Commschool სთავაზობს თავის პოტენციურ მომხმარებლებს, ყველას ვურჩევდი, რომ თავიანთი ინტერესის სფეროს დაუფლება აუცილებლად Commschool-ში მოესინჯათ. ვფიქრობ, რომ უკმაყოფილოს არავის დატოვებს”.

თუ Commschool-ით შენც დაინტერესდი, Motion Design-ის კურსის გავლის შემთხვევაში, სკოლისგან ბევრ ძალიან კარგ სარგებელსაც ნახავ, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ პროფესიონალი ლექტორების დახმარებით პრაქტიკაზე ორიენტირებული ლექციების შედეგად, საბოლოოდ, ხარისხიან ცოდნას მიიღებ. 

კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 15 ლექციას, რაც ჯამში 45 საათს უდრის. 

Motion Design-ის კურსის გავლის შემდეგ კი შენ შეძლებ: ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას; ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effect-ში; სარეკლამო რგოლების შექმნას; პროექტების სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას; შეეჩვევი ორგანიზებულად მუშაობას და დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Commschool-ში  ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის წევრებსაც სკოლა კარიერულ განვითარებაში ეხმარება. კურსის ბოლოს კი გექნება შესაძლებლობა გაიარო სტაჟირება Commschool-ის პარტნიორი კომპანიებიდან ერთ-ერთში: Maverik, Burtula, Redberry.

თუ მზად ხარ Motion Design-ის სფეროს შესასწავლად გეტყვით, რომ  რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, შემოგვიერთდი 


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება