ელენე საბიაშვილის ფინალური პროექტი - Content Management-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

“თუ გინდა, რომ აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები, თუ გინდა, რომ გააფართოვო აზროვნების არეალი, გაიცნო საინტერესო ადამიანები, გყავდეს საუკეთესო ლექტორი და იფიქრო უფრო შემოქმედებითად, აუცილებლად გირჩევთ, გაიაროთ Content Management-ის კურსი!” – ელენე საბიაშვილი Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც  ფინალური პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის თემაზე კონტენტ კამპანია შექმნა და კონტენტი სხვადასხვა სოციალურ არხში ჩაშალა. 

ელენეს ფინალური პროექტისთვის შერჩეულ თემასთან, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორია აკავშირებს, რის გამოც, მისი მიზანი სწორედ კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაცია გახდა:

“ჩემი ფინალური პროექტის თემაზე დიდხანს არ მიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტე, ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე გამეკეთებინა კამპანია. კოვიდ-19-მა ძალიან ბევრი ოჯახის წევრი იმსხვერპლა. სამ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება უკვე ტრაგედიაა და არა სტატისტიკა! სამწუხაროდ, მეც დავკარგე მამა კოვიდის გამო. ჩემი მიზანი იყო, ამ კამპანიით თითოეულ ადამიანს უფრო აშკარად და ცხადად აღექვა ვაქცინაციის საჭიროება ინდივიდუალურ და გლობალურ დონეზე. უფრო გამჭვირვალედ გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ის ტკივილი, რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა გადავიტანეთ ახლობლის დაკარგვით. მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა მათთვის, ვინც საკუთარ თავში, ცრუ ინფორმაციის ზეგავლენით, ვაქცინის დემონიზირებას ახდენს”.

ელენეს თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა მისთვის, რა თქმა უნდა, ემოციური, მაგრამ ამავდროულად საპასუხისმგებლო და საინტერესოც იყო, რადგან პროცესში არანაირი შეზღუდვები არ არსებობდა:

“პირველ რიგში, თემიდან გამომდინარე, ჩემთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან ემოციური და მძიმე იყო, თუმცა სრულიად ვიაზრებდი ჩემს პასუხისმგებლობას და ვეცადე ემოციებს არ დავეჯაბნე. ამ სფეროში მუშაობა ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, მიყვარს ჩემი საქმე და თავს ძალიან ლაღად ვგრძნობ, როცა კონტენტზე ვფიქრობ და ვმუშაობ. თუმცა ორმაგად საინტერესოა, როცა არ არსებობს არანაირი შეზღუდვა და ჩარჩოები, რაც რეალურად კიდევ უფრო გაძლევს საშუალებას, აჩვენო შენი ინდივიდუალიზმი და პირადი სამყარო”.

ელენე გავლილი კურსით კმაყოფილია, რადგან მიღებული შედეგი მის შემოქმედებითობასა და თავდაჯერებულობაზე დადებითად აისახა:

“ყველგან ვიტყვი, რომ საუკეთესო კურსია, რაც ბოლო დროს გავიარე. დაღლილი დღის ბოლოს, როცა მეგონა, არაფრის ძალა არ მქონდა, სამსაათიანი ლექცია ისე მთავრდებოდა, დამშვიდობება მიძნელდენოდა. კურსის განმავლობაში დავიმუხტე დადებითი ენერგიებით, ვისწავლე ბევრი ახალი რამ და ბევრიც გავიხსენე. და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტიულად, შემოქმედებითად ვიგრძენი თავი და მომემატა პროფესიული თავდაჯერებულობა”.

ელენე კურსის განმავლობაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა საინტერესო და აქტიური ჯგუფელების გარემოცვაში, შესაბამისად, დროც ნაყოფიერად გადიოდა:

“აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის საინტერესო ადამიანები, ვისი წყალობითაც საუკეთესო ჯგუფი შევიკარით. თითოეული ჩემი ჯგუფელი ჩემთვის ინსპირაცია იყო. ძალიან საინტერესო და “cool” ადამიანების ვირტუალურ გარემოცვაში მომიწია ორი თვის გატარება და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ერთმანეთს პროფესიულადაც გადავეკვეთებით”.

ელენე კითხვას – რას ნიშნავს შენთვის “ქომსქულელობა” – ასე პასუხობს:

“ჩემთვის – იყო “ქომსქულელი” – პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რადგან ვხვდები, რომ ყოველთვის მეტს მოელიან Commschool-ის კურსდამთავრებულისგან. მეორე რიგში კი, რაღაც უდიდესი სიამაყის გრძნობაა, რომელსაც დამსახურებულად განიცდი”.

აქვე გეტყვით, რომ Commschool-ში Content Management-ზე სწავლისთვის შენგან მხოლოდ მოტივაციაა საჭირო. კურსი თოთხმეტ ლექციას მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ გეცოდინება, როგორ დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად. შეძლებ ბლოგის, ფოტო და ვიდეო მასალის დამოუკიდებლად შექმნას ბრენდისთვის. განსაზღვრავ, რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო, დაგეგმავ გადაღებებს დამოუკიდებლად; განსაზღვრავ, როგორ ეურთიერთო შენს აუდიტორიას, როგორ იმუშაო სწრაფად და ეფექტიანად და ა.შ.

Commschool-ში, ასევე, ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის წევრი კურსდამთავრებულები ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან იღებენ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Adjara Sport, Redberry, Space, Aptos, JWT Metro, ლიბერთი ბანკი. შეგიძლია, აქვე, Content Management-ის კურსდამთავრებულის, ანანო ჭელიძის, კარიერული განვითარების ბლოგი იხილო, რომელიც კურსის დასრულებისთანავე Redberry-ის გუნდს შეუერთდა.

ასე რომ, თუ შენც გაინტერესებს Content Management გაიარე კურსზე რეგისტრაცია და შემოგვიერთდი!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება