Data-Driven მარკეტინგის მოგზაურობა: როგორ შეიძინა სანდრომ ახალი უნარები და გამოცდილება

blog-detail-img

თანამედროვე სამყაროში წარმატებული მარკეტინგული კამპანიების შესამუშავებლად ყველაზე ღირებულ მასალას თავად მომხმარებლებისგან მიღებული მონაცემები წარმოადგენს. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, Data-Driven მარკეტინგი ეფუძნება ფაქტებს და არა ვარაუდებს. მომხმარებელთა ქცევის ანალიზი მარკეტერებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება  მათ შეუძლიათ, სწორად განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია და მათთვის შესაბამის სტრატეგიები შეიმუშაონ. 

თუ გაინტერესებს, როგორ უნდა მიიღო საუკეთესო მარკეტინგული გადაწყვეტილებები, ამ ბლოგს გაეცანი. სანდრო ბაბუნაშვილი, Data-Driven მარკეტინგის კურსდამთავრებული, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებს.

სანდრო Tsur Group-ში ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელია. მისი ძირითადი საქმიანობა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და შესრულებაა.  ყოველდღიური ამოცანები და მოვალეობები კი მოიცავს მონაცემთა ანალიზს, შინაარსის შექმნას, სოციალური მედიის მართვას, SEO ოპტიმიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ჰოლდინგში შემავალი 7 ბრენდის განსავითარებლად.

თანამედროვე მარკეტინგის სფეროში მონაცემთა ღირებულების აღიარება და ანალიზი მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სწორედ მსგავსი ასპექტების გამო გამიჩნდა Data-Driven მარკეტინგისადმი ინტერესი.

კურსის გავლა სწორედ მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. სანდროს თქმით, Commschool-ში სწავლის პროცესი გამორჩეულად საინტერესო და ინფორმაციული იყო. ლექტორის მხრიდან საკუთარი გამოცდილებისა და უახლესი ტენდენციების გაზიარება კი განსაკუთრებულად ფასეული და უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა.

Data-Driven მარკეტინგი - კურსის შესახებ

როგორც სანდრო აღნიშნავს, კურსმა მის მოლოდინებს გადააჭარბა. პროგრამის ფარგლებში თეორიული ცოდნის გამდიდრებასთან ერთად პრაქტიკული უნარების განვითარებაც შეძლო. კურსის განმავლობაში შეიძინა მონაცემთა ანალიზის, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და შედეგების ეფექტურად შეფასების უნარები. ასევე უფრო მეტად გაიუმჯობესა კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

ყველაზე ღირებული ნაწილი მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები იყო, რამაც რეალური მონაცემების გამოყენებით მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის უნარი გამიძლიერა.

Data-Driven მარკეტინგის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ სწორად გაანალიზო მონაცემები და გამოიყენო ისინი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისას. ასევე შეიძენ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვის უნარებს. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით გაიუმჯობესებ რბილ უნარებსაც, რომელიც არანაკლებ საჭიროა ამ სფეროში პროფესიული წარმატებისთვის.

ფინალური პროექტი

ფინალური პროექტი Commschool-ის კურსების ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია. მის ფარგლებში სანდრომ Pea.nut Store-ზე იმუშავა. ეს კომპანია წარმოადგენს მისი ოჯახის სტარტაპს და მისი მარკეტინგული და ფინანსური ანალიტიკის მხარე მთლიანად სანდროს აქვს ჩაბარებული. Pea.nut Store აწარმოებს ქართული მიწის თხილისა და ნუშის კარაქს. აღნიშნული პროექტის განვითარების პროცესში დიდი თეორიული და სტატისტიკური ინფორმაციის ბაზა ჰქონდა დაგროვებული, რაც ფინალური პროექტის ასაგებად ყველაზე საინტერესო მასალად ჩათვალა. პრეზენტაციის შექმნის პროცესში საკმაოდ გამოადგა ის ხელსაწყოები და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც კურსის განმავლობაში შეიძინა და გაიუმჯობესა.

მიღებული ცოდნის შედეგად შევძლებ, რომ ანალიტიკური ხელსაწყოები კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენო მიზანმიმართული და მომგებიანი მარკეტინგული კამპანიების საწარმოებლად.

მიღებული ცოდნასა და გამოცდილებას სანდრო უკვე წარმატებით იყენებს რამდენიმე მარკეტინგულ კამპანიაში. შედეგად, უფრო მეტად გააუმჯობესა რეკლამების ხარისხი და რაც მთავარია, მონაცემების დამუშავება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

მათ, ვინც Data-Driven მიდგომით და მისი შესწავლით ხართ დაინტერესებული, სანდრო გირჩევთ, ყოველთვის იყოთ ცნობისმოყვარეები და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. ეს მიმართულება მუდმივად ახალი უნარების შეძენასა და ტექნოლოგიების ათვისებას მოითხოვს. ამისთვის კი გიზიარებთ სანდროს რეკომენდაციებს:

პოდკასტები:

  • Marketing Over Coffee
  • The Data Skeptic Podcast

ბლოგები:

  • Neil Patel’s Blog
  • HubSpot Blog

ასე რომ, თუ გსურს, მეტი შეიტყო თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების პროცესზე, ეს კურსი შენთვისაა. დეტალურად გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება