Content Management-ის კურსიდან Maverik-ში - მარიამ ზარქუას კარიერული განვითარება

blog-detail-img

ამ ბლოგში მარიამ ზარქუას კარიერულ განვითარებაზე მოგიყვები. მარიამი Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელიც Commschool-ში მოქმედი Alumni Club-ის ხელშეწყობით, ახალახანს Maverik-ის გუნდის წევრი გახდა.

Alumni Club ყველა კურსდამთავრებულს კარიერულ განვითარებაში ეხმარება – სთავაზობს ექსკლუზიურ ვაკანსიებს და აძლევს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას წამყვან პარტნიორ კომპანიებში.

"Alumni Club-ის მეშვეობით სწავლის დასრულებისთანავე შემოგვთავაზეს ჩვენთვის საინტერესო ვაკანსიები. Commschool-ის მიერ გაწეული რეკომენდაცია და ის ცოდნა რაც კურსის ფარგლებში მივიღე, დამეხმარა ძალიან მალე Maverik-ის გუნდის წევრი გავმხდარიყავი."

ახლა კი ერთი კითხვა მაქვს შენთან. გახსენდება ვინმე კონკრეტული სახელწოდებით „გორიალა“?

დიდი ალბათობით, შენი პასუხი უარყოფითია. ვინ გორავს.. სად გორავს..

მარიამის უპირველესი მიზანი იყო, საშუალება მიეცა „გორიალასთვის“ ხალხში გარეულიყო. როდესაც მასზე იკითხავდნენ, ყველას სცოდნოდა ვინ და როგორი მეგობრული, თავგადასავლების მოყვარული იყო..

„გორიალა“ სულ ახალი სტარტაპია, რომელზეც, როგორც უკვე ვახსენე, მარიამი თავის ფინალურ ნაშრომს აგებს Content Management-ის ფარგლებში. 

 Content Management  Commschool-ის პროგრამაა, რომლის ეძებს, აღმოაჩენს და უნარების უკეთ განვითარებაში ეხმარება ამჟამინდელ ან მომავალ შემოქმედებს.

მისი გავლის შემდეგ, შეძლებ:

  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო შენი აუდიტორიისთვის
  • დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად და ჩაშალო სხვადასხვა მედია არხში
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის – გაიაზრო ყოველ ნაბიჯზე რა სჭირდება შენს კონკრეტულ საქმეს

„გორიალა“-ზე მუშაობა მარიამისთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

„პროცესის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმეა რისი კეთებაც მიყვარს."

მარიამს ეძლევა საშუალება საყვარელი საქმე მომავალშიც აკეთოს. 

იკითხავ,

„გარდა მიღებული ცოდნისა, გვერდით ის ადამიანები შემოვიკრიბე, რომლებიც ძალიან აქტიურად მიდგანან მხარში და საჭირო დროს რჩევა-დარიგებებს არ იშურებენ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ლექტორსა და პროგრამის კოორდინატორს იმ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის რაც ამ თვეების განმავლობაში მივიღე.“

კითხვაზე, ურჩევდა თუ არა სხვებსაც Commschool-ში ჩაბარებას, იგი დადებით პასუხს იძლევა და ამატებს, რომ სწორედ ჩვენთან დაიწყო მისი დიდი თავგადასავლი Content Management-ის მიმართულებით.

Commschool-ში ჩაბარება ჩემთვის დიდი თავგადასავლის დასაწყისი აღმოჩნდა. კურსის გავლას ვურჩევდი ყველა კონტენტით დაინტერსებულ ადამიანს და განსაკუთრებით მათ ვისაც, ამ სფეროში საკუთარი ძალები ჯერ არ გამოუცდია.

თუ შენც გაინტერესებს, როგორი იქნებოდა შენი თავგადასავალი Commschool-თან ერთად, WE ARE READY WHEN YOU ARE, რომ დაგეხმაროთ მის კრეატიულ დასაწყისში.

მანამ კი რას იტყვი, ხომ არ..

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება