ამბები Content Management-ის კურსიდან - გვანცა ჭიღიტაშვილი

blog-detail-img
content management gvantsa chighitashvili blog cover (1)

ბიზნესის წარმატებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას Content Management წარმოადგენს. იგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ გაზარდოს საკუთარი ცნობადობა, სამიზნე აუდიტორიისთვის იყოს მოწინავე კონკრეტულ სფეროში და შეიძინოს ერთგული მომხმარებლები. ამისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი და ეფექტური კონტენტის შექმნა და შენარჩუნება. 

თუ მარკეტინგის სფერო გაინტერესებს და კონტენტის შექმნა შენთვის სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. გვანცა ჭიღიტაშვილი, კონტენტ მენეჯმენტის კურსდამთავრებული, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვიამბობს.

გვანცამ პროფესიის შეცვლა 27 წლის ასაკში გადაწყვიტა. მას ძალიან იზიდავდა კონტენტ კრეატორობა, ამიტომ, ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა და copywriting შეისწავლა. თუმცა მაინც დანაკლისს განიცდიდა და სურდა მეტი ცოდნა და უნარები შეეძინა. სწორედ ასე აღმოაჩინა გვანცამ კონტენტ მენეჯმენტის კურსი Commschool-ში.

Copywriting დასრულებული არ მქონდა, რომ ლექციაზე ვიკითხე, სად შემეძლო, გამევლო კონტენტ მენეჯმენტი. იმდენი დადებითი რამ მოვისმინე ამ აკადემიის შესახებ, განსაკუთრებით კი ლექტორზე, ბევრი აღარ მიფიქრია და საქმეს შევუდექი.

Commschool-მა გვანცას იმედები გაამართლა და სწავლის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქცია. ეს ლექტორისა და კოორდინატორების ჩართულობამ და ყურადღებამ განაპირობა. ლექტორი სრულად იხარჯებოდა ლექციებზე და არც ერთ თემას არ ტოვებდა ამოუწურავს. სწორედ ამგვარი მიდგომების გამო სულაც არ სურდა, რომ კურსი ოდესმე დამთავრებულიყო.

პროგრამის განსაკუთრებით გამორჩეული ნაწილი მისთვის WARC-ის პლატფორმასთან ულიმიტო წვდომის შესაძლებლობა იყო. თუ არ იცი, გეტყვი, რომ გლობალურ მონაცემთა ეს ბაზა თითქმის ყველა ინდუსტრიიდან მოიცავს სხვადასხვა ქეისებს, სტატიებს, მონაცემებს, ტრენდებს, ვებინარებს, მინი კურსებსა და რეპორტებს. მასთან წვდომა კი სწორედ Commschool-ის კურსის გავლის შემთხვევაში გექნება. გვანცას მისი საშუალებით ძალიან გემოვნებიანი და საინტერესო კამპანიების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა.

რას მოიცავს Content Management-ის კურსი?

ის, რაც Commschool-ის კურსებს გამორჩეულს ხდის, არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები არაერთ საინტერესო დავალებაზე მუშაობენ, კურსის ბოლოს კი ფინალურ პროექტს ასრულებენ. ეს საშუალებას აძლევთ, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და საჭირო უნარები კიდევ უფრო გაიუმჯობესონ.

"მე ამისგან შევქმნი"

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

კონტენტის მართვის კურსიც მრავალი ასეთი პრაქტიკული დავალებითაა დატვირთული. გვანცასთვის მათი შესრულება განსაკუთრებით სახალისო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. როგორც იხსენებს, პირველი დავალება ბასკინ რობინსის ადამიანად ქცევა და მისი წვეულებაზე გაშვება იყო. სახალისო ჩანს, არა? ამ კურსზე მსგავსი საინტერესო სავარჯიშოები ნამდვილად არ მოგაკლდება.

ფინალური პროექტი - მინი კონტენტ კამპანია

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, გვანცასთვის შთაგონება მენტალური ჯანმრთელობა იყო. ასე იხსენებს ის მუშაობის პროცესს:

მუშაობის პროცესი იყო იმდენად საინტერესო, მეგონა რეალურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. წარმოდგენილი მქონდა, თუ როგორი ემოციები მოჰყვებოდა ფართო აუდიტორიაში გაზიარებისას.

პროექტის წარმატებით შესრულებაში ძალიან დაეხმარა ლექტორი, რომელმაც იდეა მოიწონა, რამაც მისცა დიდი თავდაჯერებულობა და მოტივაცია. საბოლოო ჯამში კი, ასე აფასებს კურსის გავლის შედეგად მიღებულ გამოცდილებას:

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსმა საკუთარი თავი მაპოვნინა.

საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და შესაბამისი უნარების შეძენის შემდეგ, გვანცა ახალი გამოწვევებისთვის მზადაა. სურს, რომ დაიწყოს მუშაობა ახალი პროფესიით და მოუთმენლად ელის რეალურ ქეისებს.

მომავალ სტუდენტებს, გვანცას თქმით,  წინ ძალიან სასიამოვნო და შემეცნებითი  თვე-ნახევარი ელოდებათ. ამიტომ, თუ შენც გსურს, რომ ამ თავგადასავლის ნაწილი გახდე, აუცილებლად შემოგვიერთდი Commschool-ში!

კურსები მარკეტინგის მიმართულებით:

content management gvantsa chighitashvili blog cover (1)
გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება