Commschool-ში დაწყებული წარმატების ისტორიები - გიორგი ძირკველიშვილი React

blog-detail-img

გიორგი ძირკველიშვილი React-ის კურსდამთავრებულია, რომელიც პროგრამის გავლის შემდეგ, Commschool-ის მხარდაჭერით, Epam System-ის გუნდს შეუერთდა. 

Commschool-მა ჩემი კარიერის განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, რადგან კურსის დასრულების შემდეგ მათი რეკომენდაციის შედეგად დამიკავშირდნენ Epam System-დან. კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე კომპანიისგან მივიღე შემოთავაზება მაგრამ საბოლოოდ არჩევანი Epam System-ზე გავაკეთე.

გიორგის კურსზე მიღებული გამოცდილება პირველ რიგში ტექნიკური გასაუბრების წარმატებით გავლაში დაეხმარა, დაგროვებული უნარები კი ეხმარება პროფესიულ საქმიანობაში – კურსზე მიღებულ გამოცდილებას სამსახურში ყოველდღიურად იყენებს.

კურსზე მიღებულ ცოდნას ყოველდღიურად ვიყენებ თასქების შესრულებაში. რაც შეეხება ლექტორს, მისი გამოცდილება და რჩევები ძალიან გამომადგა, კურსის განმავლობაში მსგავს ლექტორთან შეხება დიდი პლიუსია დამწყები დეველოპერისთვის.

თუ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა შენც გინდა, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო,  შენთვის საინტერესო ამბავი შეიძლება გვქონდეს. Commschool-ში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ. კლუბის ფარგლებში, Commschool უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების მხარდაჭერას კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც მოიცავს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს ისეთი პარტნიორი კომპანიებიდან, როგორიცაა Space, Sweeft Digital, Omedia და სხვა.

თუ React-ის დეველოპერობა შენთვისაც საინტერესოდ ჟღერს, გეტყვი, რომ Meta-ს (Facebook) მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოქნილად შევქმნათ მასშტაბირებადი სამომხარებლო ინტერფეისები. 2019 წელს ჩატარებული Stack Overflow-ის გამოკითხვის მიხედვით, React-ია ყველაზე სასურველი ტექნოლოგია დეველოპერების 74.5%-ისათვის.

ბოლო წლებში, იგი საკმაოდ პოპულარული გახდა მისი სიმარტივისა და მოქნილობის გამო. კვლევების თანახმად, დღესდღეობით ReactJS-ს 94000-ზე მეტი საიტი იყენებს. ბევრი მას ვებ განვითარების მომავლადაც კი მოიხსენიებს, ამიტომ ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ მას აქტიურად მოიხმარენ Facebook, Netflix, Twitter, Airbnb, Uber  და სხვა კომპანიები.

React-ის მოთხოვნადი სფერო მაღალ ანაზღაურებასაც გულისხმობს – React დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 3500 ლარია, თუმცა მოთხოვნასთან ერთად მაღალია ბაზარზე კონკურენციაც, რის მომზადებისთვის როგორც Hard, ასევე Soft უნარების განვითარება დაგჭირდება.

როგორ ისწავლო React 0-დან? როგორ შექმნა შენი პირველი დამოუკიდებელი პროექტი, რომელსაც პორტფოლიოში ჩაიწერ? როგორ შეიძინო საჭირო უნარები წარმატებულ დეველოპერად ჩამოყალიბებისთვის და საერთოდ, როგორ გააგრძელო განვითარების გზა კურსის დასრულების შემდეგ? – Commschool-ის 2 თვიანი პროგრამა ამ გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარება.

დეტალები რომ გითხრა, React-ის 16 ლექციანი პრაქტიკული პროგრამა მოგცემს ცოდნას / გამოცდილებას, გასწავლის ეფექტურ / სწორ მიდგომებს და ასევე, განგივითარებს ისეთ უნარებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებლად მუშაობისთვის. 

პროგრამა ნებისმერი ადამიანისთვისაა, ვისაც აქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში (იგულისხმება HTML CSS და Javascript -ის საწყისები), იცის ინგლისური ისეთ დონეზე, რომ შეძლოს გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია და რაც მთავარია, აქვს მოტივაცია, ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკულ მაგალითებზე.

კურსის დამთავრების შემდეგ თავისუფლად შეგეძლება:

ინტერნეტში არსებული უამრავი რესურსის ფონზე, ცოდნის თანმიმდევრულად მიღება უფრო და უფრო რთული ხდება. გიორგისთვის ამ გამოწვევაზე პასუხი ჩვენი კურსის გავლა აღმოჩნდა:

Commschool-ში ჩაბარებას რამდენიმე მიზეზის გამო ვურჩევდი: გამოცდილი ლექტორი, კარგი ადმინისტრაცია და გამართული სილაბუსი.

გიორგის თქმით, დასაფასებელია ის ფაქტიც რომ, კურსის დასრულების შემდეგ კომუნიკაცია არ წყდება – Commschool-ის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული კურსდამთავრებულთა სამომავლო დასაქმების უზრუნველყოფაში.

მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი გამართულია, რაც კურსს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. რაც შეეხება პროგრამის კოორდინატორს, კურსის განმავლობაში მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია და ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად.

კარიერული თუ პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარები, გამოცდილება და შესაძლებლობები შენს არსენალში სულ რაღაც ორ თვეში შეიძლება აღმოჩნდეს. რეგისტრაციისთვის ქვემოთ ბმულს გიტოვებ!


ავტორი: თამარ ბასიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება