ამბები IT Business Analysis-ის კურსიდან - ლიზა ინასარიძე და ნინო ცუცქირიძე

blog-detail-img

პირველივე ლექციაზე მიღებული გამოცდილება დამეხმარა ჩემი მიმდინარე პროექტის დამკვეთისთვის უფრო დამაჯერებლად წარდგენაში

რადგან Commschool შემოიხედე ვფიქრობ, ისეთი პროფესია გინდა აირჩიო, რომელიც სხვადასხვა მხარეს მოგზაურობის შესაძლებლობას მოგცემს. IT Business Analysis კურსი კი სწორედ ასეთია, ამაში დასარწმუნებლად კი მინდა ჩვენი კურსდამთავრებულების ამბზები გაგიზიარო. თუმცა, ვიდრე ამბებზე გადავიდოდე, მინდა ორიოდე სიტყვით გაგაცნო ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი.

ციფრული პროდუქტების შექმნაში IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. IT ბიზნეს ანალიტიკოსი განსაზღვრავს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს, შემდეგ კი დეველოპერებს მათთვის გასაგებ ენაზე უთარგმნის ამ მოთხოვნებს. ვრცლად IT ბიზნეს ანალიტიკოსის პრფესიას შეგიძლია გაეცნო აქ.

ახლა კი დროა ჩვენი კურსდამთავრებული ლიზა ინასარიძე გაგაცნო, რომელიც ვრცლად გვიამბობს საკუთარი გამოცდილებებისა და კურსით დაინტერესების მიზეზების შესახებ:

იქედან გამომდინარე რომ ტექნოლოგიების სამყროში ვცხოვრობთ, ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელივანია არამხოლოდ ჩემი პროფესიის შესწავლა, არამედ ჩემი ძალებისა და რესურსის გამოყენება, ამას ხელი შეუწყო იმან რომ მსოფლიოში იზრდება ციფრული პროდუქტის შექმნის საჭიროება, ამიტომ სურვილი გამიჩნდა, ჩემი თავი ამ მიმართულებითაც გამომეცადა.

ლიზას კურსის გავლამდე არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა IT ბიზნეს ანალიტიკის სფეროში, დღეს კი თავისუფლად ართმევს თავს ამ პროფესიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

კურსის გავლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ვისწავლე სწორი კომუნიკაცია, ამასთან ერთად უკვე შემიძლია დავგეგმო სხვადასხვა პროცესები, ვმართო რისკები, გავაკეთო სხვადასხვა პროდუქტის ანალიზი, ვაწარმოო დოკუმენტური მონიტორინგი და სხვა

მართალია ჩვენი კურსი ბევრ პრაქტიკულ დავალებას გთავაზობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინალური პროექტია, სადაც სტუდენტები ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობენ. ლიზა კი ფინალურ პროექტზე მუშაობას ასე იხსენებს: 

"ფინალური პროექტი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მაღალი პასუხისმგებლობით მივუდექი და ჩემი უკვე ნასწავლი უნარები მაქსიმალურად ჩავდე საქმეში, რაც იმდენად ღირებული იყო ჩემთვის, რომ ვფიქრობ ამ საქმისადმი შრომა ნამდვილად ღირდა!

ლიზა ასევე ფიქრობს, რომ ბევრი საჭირო უნარი შეიძინა, რაც წარმატებული ადამიანისთვის “Must have” არის:

ახლა უკვე როცა მეც ერთერთი მათგანი ვარ, ჩემთვის მნიშვნელივანია, ირგვლივ მყავდეს ადამიანები რომლებთან ერთადაც ვისაუბრებ მსგავს თემებზე და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებებს, რაც განვითარებაში დაგვეხმარება

არ გეგონოს, რომ ჩვენი სტუდენტური ამბები ამით სრულდება,რადგან ჯერ ნინო ცუცქირიძე უნდა გაგაცნო,რომელსაც კურსის პირველივე ლექცია დაეხმარა დამაჯერებლად წარედგინა დამკვეთისთვის პროექტი!

ნინო ნიკორას HR Administration, Reporting & Development Unit-ის ჰედია. ამიტომ, საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევდა დეველოპერებთან ურთიერთობა, რამაც გადააწყვეტინა რომ IT ბიზნეს ანალიტიკოსის კურსზე შემოეტანა განაცხადი.

ნინო ფიქრობს, რომ გამოციდლება, რომელიც პირველივე ლექციიდან მიიღო, დაეხმარა მიმდინარე პროექტის დამკვეთისთვის უფრო დამაჯერებლად წარდგენაში:

კურსის დაწყებამდე გარკვეული წარმოდგენა მქონდა სილაბუსზე, თუმცა არ მეგონა ასეთი პრაქტიკული მაგალითებით თუ წარიმართებოდა სწავლება. პრაქტიკული დავალებების დახმარებით ვისწავლე თუ როგორ უნდა მართო პროდუქტი და როგორ უნდა დაამოტივირო გუნდის წევრები ისე, რომ მეტად ჩართულობი იყვენენ პროცესში

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ის ნინოსთვისაც საჭირო გამოცდილება აღმოჩნდა:

ფინალური პროექტი ცოტა შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პროდუქტის განვითარების სრული ციკლი გავიარე და პრაქტიკაში გადმოვიტანე. ნამდვილად ვურჩევდი ამ პრაქტიკას ყველას, ვისაც უნდა დაეუფლოს ამ პროფესიას, ან უკვე მუშაობს ამ მიმართულებით და სჭირდება ცოდნის გაღრმავება

IT Business Analysis - კურსის შესახებ

ასე და ამგვარად, თუ შენც გაქვს შეხება ან/და გაინტერესებს ციფრული პროდუქტის შექმნა და მისი მართვის პროცესი, ან თუ უშუალო შეხება გაქვს IT პროექტების მენეჯმენტთან, ჩართული ხარ ბიზნეს პროცესებში ან ახლა იწყებ ამ სფეროში გადმოსვლას, გეტყვი, რომ IT ბიზნეს ანალიტიკოსის კურსის შემდეგ შეგეძლება:

  • ბიზნეს ანალიზის პროცესის დაგეგმვა
  • ბიზნეს მოთხოვნების და საჭიროებების განსაზღვრა და მათი დამუშავება
  • დეველოპმენტ გუნდის და სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი და მათთან ეფექტური კომუნიკაცია
  • ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბება / user story-ს შექმნა და ყველა საჭირო ტექნიკის შემუშავება
  • ტექნიკური დოკუმენტის მომზადება აღსრულებისთვის, მონიტორინგი და გაშვება
  • ფუნქციონალური და არაფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა
  • პროდუქტის ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება

ასე რომ, თუ შენც გინდა, რომ ისწავლო  IT ბიზნეს ანალიტიკა 0-დან და გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი, შემოგვიერთდი! IT Business Analys-ის შემდეგ მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება