Commschool-დან Redberry-ში - დიმიტრი ამირეჯიბის კარიერული განვითარება

blog-detail-img

ალბათ გეცოდინება, რომ ვიზუალურად გამართული და ხარისხიანი რილსების, ვიდეოების, სატელევიზიო გადაცემებისა თუ შოუების უკან ყოველთვის მოუშენ გრაფიკოსი დგას, რომელიც კონტენტს ყურებადს ხდის.

შენ კი თუ Motion Design გაინტერესებს და ერთხელ მაინც გიცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში, მასალის დამუშავება, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან მინდა ამ ბლოგში Motion Design-ის კურსდამთავრებული დიმიტრი ამირეჯიბი გაგაცნო, რომელიც Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას ჩვენს პარტნიორ კრეატიულ სააგენტო, Redberry-ში გადის. 

აქვე გეტყვი, რომ Alumni Club-ის ფარგლებში საუკეთესო კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების პროგრამა ჩვენს პარტნიორ კომპანიებში (Maverik, Burtula, Redberry) კვლავ მოქმედებს.

დიმიტრიმ სხვა სტუდენტების მსგავსად კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც  დამოუკიდებლად შექმნა აპლიკაციის ფრომოუშენი.

დიმიტრი გვიამბობს, რომ ფინალური პროექტის თემებიდან არჩევანი მედიტაციის გიდზე შეარჩია:

მოწოდებული დავალებებიდან ორივე მათგანი აპლიკაციის პრომოუშენის შექმნას ისახავდა მიზნად. ერთი აპი ველოსიპედისტების, მეორე კი მედიტაციის გიდის როლს ასრულებდა. ჩემთვის მედიტაციის თემა უფრო საინტერესო და მომხიბვლელი იყო

ფინალურ პროექტზე მუშაობა დიმიტრისთვის საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე, რამაც ახალი ცოდნა შესძინა Motion-ის კუთხით:

პროექტში როგორც დამწყები გრაფიკოსი, საკმაოდ მრავალფეროვან ტექნიკურ გამოწვევებს წავაწყდი და ბევრი ახალი რამეც ვისწავლე. პროცესი ძალიან ჩამთრევი და საინტერესო აღმოჩნდა. ყოველი პატარა შედეგის დანახვა მუშაობის ხალისს მიორმაგებდა

დიმიტრი იხსენებს, რომ პირველ ეტაპზე დიდი დრო დაუთმო ანიმაციაზე მუშაობას და გამოუცდელობის გამო ხშირად ბუნდოვანი იყო მისთვის შემდგომი ნაბიჯები, თუმცა, რაც მთავარია, გამბედაობისა და მონდომების წყალობით მოახერხა დაეთრგუნა შიში და შეექმნა სრულყოფილი ფინალური პროექტი:

სირთულემ არ უნდა შეგაშინოს, რადგან ის სულ მცირე გამოცდილებასთან ერთად გაქრება. ნელ-ნელა ამ პროცესში იმაზე იფიქრებ, თუ რას გააკეთებ მოცემული მასალებისგან, რაც ერთის მხრივ ამაღელვებელია და მეორე მხრივ კიდევ უფრო ამარტივებს მომდევნო საქმეს

დიმიტრის მთავარი დავალება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შეგდებოდა: ლოგო, აპლიკაცია, პერსონაჟები და მათი გარემო, მან კი გადაწყვიტა დამატებით შეექმნა ისეთი აპლიკაციის დიზაინი, რომელიც ღილაკის დაჭერის სურვილს აღძრავდა მომხმარებელში და ინტერესს გამოიწვევდა. ამის გარდა, დიმიტრიმ ხმა და მუსიკა დაურთო აპლიკაციას, რამაც  ერთგვარად ხორცი შეასხა დიზაინს:

ამ ვიდეოს შექმნამ დამარწმუნა იმაში, რომ ეს საქმე გამომივა და ყოველი პროექტი ახალი შესაძლებლობებით გამიშვებს მომდევნოსკენ, რაც ძალიან სასიამოვნო გრძნობაა

ასე და ამგვარად, თუ გინდა, რომ კარიერული განვითარება Motion Design-ის მიმართულებით განაგრძო, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაეცანი Motion Design-ის პროგრამას სრულად.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება