COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები: ამბები გრაფიკული დიზაინის კურსიდან

blog-detail-img

ამბობენ, წიგნი ყდით არ უნდა განსაჯოო. მაგრამ თუ ღრმა აზრებს გვერდით გადადებ და კარგად დააკვირდები, პირველ რიგში სწორედ ყდას ვაფასებთ, გრაფიკული ნაწილი იქცევს ყურადღებას და შემდეგ გადავდივართ შინაარსზე. რეალურადაც, თითქმის ყველა პროდუქტთან, ბრენდთან შეხებისას ასე ვიქცევით – პირველი შთაბეჭდილების მიხედვით ვსაზღვრავთ, გვსურს ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა.

ამ „ჰო“-ს და „არა“-ს შორის არჩევნის გაკეთებისას გადამწყვეტი როლი სწორედ გრაფიკოს დიზაინერებს აქვთ. გრაფიკული დიზაინი არ წარმოიდგინო, როგორც მხოლოდ ესთეტიკა – ესაა კომუნიკაციის საუკეთესო ფორმა მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის. რაში სჭირდებათ ეს? გემოვნებით აწყობილი ვებ-გვერდი, დახვეწილი ლოგო და ზედმიწევნით შერჩეული დიზაინი გადამწყვეტია, რათა პირველ რიგში დააინტერესო პოტენციური მომხმარებელი. განსაკუთრებით ამ პერიოდმა, როდესაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი წილი ციფრულ სივრცეშია მოქცეული, გრაფიკოსი დიზაინერების მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. 

როგორ ფიქრობ, რა დრო გჭირდება იმისთვის, რომ სრულიად ნულიდან გრაფიკოს დიზაინერად იქცე? რა დრო დაგჭირდება, რომ არსებულ ბრენდებს გაუკეთო გემოვნებიანი რებრენდინგი?

ამდენი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, მეც ზუსტად ამის თქმა მეჩქარებოდა: ზუუსტად 2 თვეში შეგიძლია ჩვენთან სულ, სულ 0-დან შეისწავლო გრაფიკული დიზაინი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა ამ სფეროში.

კურსის განმავლობაში გაივლი სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობი ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. სწავლის პროცესს განსაკუთრებით ეფექტურს ის ხდის, რომ ის მიმდინარეობს ინტერაქციული, პრაქტიკული ლექციების რეჟიმში, სადაც მუდმივად ხდება ლექტორთან კომუნიკაცია, რჩევების მიღება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მეტიც – კურსის ბოლოს კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტს ქმნიან – სასურველი ქართული ბრენდის რედიზაინს, რაც მოიცავს მისი ლოგოს, მოქაფების შექმნასა და მათ სოციალურ ქსელში განთავსებას.

შექმნილი ნამუშევრები გამართული და დახვეწილია იმდენად, რომ მისი პორტფოლიოში გამოყენება და პოტენციური დამსაქმებლისთვის ჩვენებაა შესაძლებელი. 

რამდენი რამ დამიწერია და ჯერ კიდევ მთავარ უპირატესობებზე არაფერი მითქვამს; არ მიპასუხია, შეიძლება ითქვას, უმთავრეს კითხვაზე – რა პერსპექტივა გაქვს კურსის დასრულების შემდეგ? როგორ შეძლებ კარიერულ განვითარებას?

ის, რომ ყველა კურსდამთავრებული Alumni Club-ში ჩაირიცხება, ხომ იცი? კლუბი ყოველ მათგანს ეხმარება მიიღონ სასურველი სამუშაო / სტაჟირების შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებიდან.

გარდა ამისა, გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა:

ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო სამი კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის ისეთი წამყვანი კრეატიული სააგენტოებიდან ერთ-ერთში, როგორიცაა JWT Metro, Redberry, Maverik, Socialsharks და Watergunz.

Commschool-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ ყოველი ჩვენი შემოთავაზებული პირობა ზედმიწევნით სრულდება. ამას კი სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები საკუთარი კარიერული წარმატების ისტორიით ადასტურებენ.

მაგალითად, Alumni Club-ის ფარგლებში მიიღო სტაჟირების შემოთავაზება თამარ მოსაშვილმა. ის ჯერ Commschool-ის გუნდს, შემდეგ კი კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს შეუერთდა.

“კურსის დასრულების შემდეგ Commschool-გან შემოთავაზება მივიღე გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და დაუფიქრებლად დავთანხმდი. ერთი თვე არ იყო გასული, როდესაც მივიღე მეორე შემოთავაზება JWT Metro-დან და დავიწყეთ თანამშრომლობა. ამ სამუშაოსაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე და დიდი სიყვარული ვიგრძენი ჩემი საქმისადმი.”

თამარმა რედიზაინისთვის კაფე “ანტრეს” ლოგო შეარჩია, რომელიც, მისივე თქმით, მიეხმარა თავისი ცოდნისა და უნარების შეჯამებასა და გაერთიანებაში:

Commschool-დან დაწყებულ კარიერულ გზაზე ალექსანდე უფლისაშვილიც გეტყოდა ორიოდე სიტყვას. მან „კუს ტბის“ რებრენდინგზე იმუშავა, რის შემდგომაც გახდა ტოპ 3 კურსდამთავრებულიდან ერთ-ერთი და გაიარა სტაჟირება ABK -ში.

„კურსი ძალიან კარგი გზამკვლევი აღმოჩნდა გრაფიკული დიზაინის საწყისებში. ყოველი ლექცია არამარტო სილაბუსით გათვალისწინებულ ცოდნას გვაძლევდა, არამედ ერთგვარი case study გამოდიოდა; სტუდენტები ლექტორისგან სხვადასხვა ქეისებს ისმენდნენ, რაც შესაბამისი დისკუსიით გრძელდებოდა.”

აქვე თვალი შევავლოთ, როგორ გამოიყურება დღეს კუს ტბის ლოგო და რად აქცია ის ალექსანდრემ:

გრაფიკული დიზაინის კურსის ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა ნინა სარიაშვილიც, რომელმაც „არტ გენის“ რედიზაინზე შეაჩერა არჩევანი. რაც შეეხება მის კარიერულ განვითარებას –  Freelance პროექტებზე მუშაობის შემდეგ მას გაუჩნდა მოტივაცია გამხდარიყო დიზაინერი. Commschool-ში ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, შედეგმაც არ დააყოვნა და KTW Group-ის დიზაინ გუნდს შეუერთდა –

კურსის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად განვვითარდი: ვისწავლე დიზაინის შექმნის პროცესის სწორად წარმართვა – აქამდე ეს პროცესი ქაოტური იყო. ძალიან კომფორტულია, როდესაც თავისუფლად შეგიძლია დასვა ნებისმიერი კითხვა და მიიღო მასზე ამომწურავი პასუხი, სწორი ფიდბექი, რომელიც განვითარებაში გეხმარება.

ნინამ პროექტისთვის “არტ გენის” ფესტივალის ლოგო შეარჩია. მისი ინსპირაციის წყარო ქართული ორნამენტები აღმოჩნდა, რომლებიც ბრენდის იდენტობას მოარგო:

აქვე თორნიკე გორდეზიანზეც გეტყვი, რომელმაც Mamber-ისთვის ლოგოს სრულიად ახალი ვერსია შეიმუშავა, კურსის ტოპ 3 კურსდამთავრებულში მოხვდა, რის შემდგომაც სტაჟირება გაიარა JWT Metro-ში. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა Commschool-თან მიღებულ გამოცდილებას, თორნიკემ უპასუხა:

“კურსები ინტერნეტშიც დევს, მაგრამ აქ გუნდი სხედხართ, ერთმანეთის აზრს აზიარებთ, თუ რა არის კარგი და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ. შესაბამისად, ნამუშევარს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებ, რაც გაცილებით მეტის მომტანია.”

 

აქვე გაჩვენებთ თორნიკეს ფინალურ პროექტს, რომელიც მისი წარმატების ისტორიის სტარტი გახდა:

დასასრულისთვის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: ზოგიერთ ჩვენს კურსდამთავრებულს დასაწყისში ვერც კი წარმოედგინა, თუ საბოლოოდ შედეგი ამდენად შთამბეჭდავი გამოვიდოდა.

სწორედ ამიტომ, თუ კი მოგწონს გრაფიკული დიზაინი და გინდა შენს სამომავლო პროფესიად აქციო, გახსოვდეს, რომ შენც შეძლებ!  

აქვე კი ბმულს დაგიტოვებ, ნუღარ დააყოვნებ, ადგილები ლიმიტირებულია. 

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება