commschool - გამოჩნდი ციფრულ პროფესიებში

blog-detail-img

commschool უკვე 5 წელია, რაც განათლების სფეროში ოპერირებს. განათლების სფერო კი ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ერგება. იმის მიხედვით, თუ რა ცოდნასა და უნარებს მოითხოვს შრომის ბაზარი ადამიანისგან, იცვლება საგანმანათლებლო მიმართულებებზე მოთხოვნის დინამიკაც. კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები არჩევანს იმ უნარების შეძენაზე აკეთებენ, რომლებიც მათ სხვა კანდიდატებს შორის გამოარჩევს და უფრო მეტად მოთხოვნადს გახდის. ამიტომ, აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაცია ამ ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირდეს და მომხმარებლებს მათთვის სასურველი სასწავლო პროგრამა თუ სხვა სახის სერვისი შესთავაზოს. სწორედ ამ გზით ვითარდება Commschool. ჩვენ ვქმნით პროგრამებს, რომლებიც სტუდენტებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის ამზადებს.

ერთად გადავავლოთ თვალი, თუ როგორი იყო 2023 წელი Commschool-სთვის, რა სიახლეები დავნერგეთ და რომელი პროექტები განვახორციელეთ. ამასთან ერთად, გაგაცნობ ჩვენს ახალ კამპანიას “გამოჩნდი”.

2023 წელი Commschool-ისთვის

2023 წელი საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში გვყავდა:

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წელს შესაძლებლობა გვქონდა, განათლება უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა მათთვის, ვისაც ამისთვის საკუთარი სახსრები არ გააჩნია. კერძოდ, 9 სოციალურად დაუცველ ტალანტს სწავლა სრულად დაუფინანსდა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი კურსდამთავრებულების კმაყოფილების მაღალი დონე კვლავ შევინარჩუნეთ – 2023 წელს CSAT 97%-ს შეადგენს.

Commschool Do IT in Georgia-ს 5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაში შექმნის დღიდან აქტიურადაა ჩართული. ამ პროექტის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილი Commschool-ის პროგრამებს ანიჭებს უპირატესობას. 2023 წელს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტებზეც ვიმუშავეთ. ლიბერთი ბანკის თანამშრომლებისთვის IT ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით ტრენინგები დავაორგანიზეთ. ასევე ვახორციელებთ სტარტაპ ინკუბატორის 2.0 პროგრამას ერთდროულად საქართველოს 8 რეგიონში.

2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი უნარები

შრომის ბაზარსა და განათლების ინდუსტრიას ცვლილებების გარეშე 2023 წელსაც არ ჩაუვლია. აღმოჩნდა, რომ ადამიანები უფრო მეტად კონცენტრირდებიან კონკრეტული უნარის შეძენაზე და განვითარებაზე, ვიდრე ზოგადად პროფესიის შესწავლაზე. ახალი ცოდნის მიღების მთავარი მოტივაცია კი მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. და არა მხოლოდ – მათთვის პრიორიტეტული გახდა ისეთი ციფრული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. ეს ტენდენციები ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანია.

ჩვენი დაკვირვებით, ტექნოლოგიურ სფეროში ამ დრომდე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება პროგრამირება იყო. სტუდენტების უმეტესობა არჩევანს კოდის წერის შესწავლაზე აკეთებდა. 2023 წელს კი იგი მონაცემთა მეცნიერებამ ჩაანაცვლა და გაიზარდა მოთხოვნა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონაცემთა ანალიტიკა და მონაცემთა ინჟინერია. ამ ტენდენციის საპასუხოდ Commschool-ში ექსკლუზიური მიმართულებები შეიქმნა, რომლებიც სტუდენტებს მონაცემების სწორად დამუშავებისა და შედეგების ეფექტურად წარდგენის უნარებს უვითარებს. ესენია მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ინჟინერია. ამგვარად, ამ გამოწვევამ გვიბიძგა საინტერესო პროგრამების შექმნისკენ და მონაცემებთან მუშაობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისკენ.

commschool: კამპანია "გამოჩნდი"

მიმდინარე ტექნოლოგიური და ციფრული რევოლუციის კვალდაკვალ იზრდება კონკურენცია, რომელიც ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებას მოითხოვს. მომავლის პროფესიების დაუფლება კი ადამიანებს საშუალებას აძლევს, უპასუხოს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და მარტივად დაიმკვიდროს თავი შესაბამის დარგში. დღეისათვის ყველაზე მზარდ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებს დიზაინი, მარკეტინგი და ტექნოლოგიები წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიმართულებების შესწავლა შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გხდის და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს გთავაზობს.

სწორედ ეს არის Commschool-ის გზავნილი ადამიანებამდე – რომ გამოჩნდნენ ციფრულ და ტექნოლოგიურ პროფესიებში და მზად იყვნენ ცვალებად გარემოში კარიერული გზის გასაკვალავად. აღიჭურვონ ციფრული უნარებით და თავდაჯერებულები შეხვდნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. დაეუფლონ ახალ, მომავლის პროფესიას ან შეიძინონ ის საჭირო უნარები, რომლებიც უკვე არსებული პროფესიისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ.

აღმოაჩინე საკუთარი თავი დიზაინში, მარკეტინგში, ციფრულ თუ ტექნოლოგიურ სფეროში. გამოჩნდი და ყველას აჩვენე, რა შეგიძლია!

გამოჩნდი ციფრულ პროფესიებში

commschool

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება