Commschool-დან Redberry-ში - ქეთა ჭკუასელის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფინალურ პროექტზე მუშაობა აღმოჩნდა

ამ ბლოგში ქეთა ჭკუასელზე და მის ფინალურ ნაშრომზე, კენარის რებრენდინგზე მოგიყვები, რომელზეც Graphic Design-ის კურსის ფარგლებში იმუშავა. ქეთა ფინალურის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ტოპ 3 სტუდენტს შორის მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას ჩვენს ერთ-ერთ პარნიორ სააგენტოში, Redberry-ში გაივლის.

Previous slide
Next slide

თუმცა, ვიდრე უშუალოდ ფინალურ ნაშრომზე გადავიდოდე, მინდა ქეთას იმ დანაკლისის შესახებ გიამბო, რომელსაც კარიერის დაგეგმვის დროს განიცდიდა, რის გამოც კონკრეტულ ეტაპზე მარკეტერობა აირჩია და ცხოვრება ხელოვნებას არ დაუკავშირა. საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების რეალიზება კი მან Commschool-ში მოახერხა. 

ვფიქრობ, რომ ამ დანაკლისის შესავსებად გრაფიკული დიზაინის შესწავლა იდეალური გამოსავალია ჩემთვის, რადგან საჭიროა მარკეტინგში და ასევე ნაწილია ხელოვნების.

ქეთასთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებულად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან ფერებთან და ფორმებთან მუშაობა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ასევე ფიქრობს, რომ პროექტზე მუშაობამ უდიდესი გამოცდილება მისცა. 

ლოგოზე მუშაობის ყოველი წუთი და ეტაპი ძალიან სახალისო და საინტერესოა, მხოლოდ ის, რომ მე ვქმნი ჩემს საკუთარ ნამუშევარს, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და თავდაჯერებულობას მმატებს.

ქეთა Commschool-ში ჩაბარებას ყველას ურჩევს, ვისაც გრაფიკული დიზაინის სფერო აინტერესებს. 

Commschool-ში ჩაბარებას ვურჩევ ყველას, ვისაც გრაფიკული დიზაინის შესწავლა სურს, რადგან ამ სკოლაში არიან პროფესიონალები, რომელთა დახმარებით ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე და ხარისხიანი ცოდნა მივიღე.

კითხვაზე – თუ რამ გადააწყვეტინა Commschool-ში მოსვლა, პირველ რიგში, დასაქმების შესაძლებლობა დაასახელა მიზეზად:

თავდაპირველად, როდესაც ეს კურსი შემხვდა, სწორედ ამ მიზნით ჩავაბარე ამ სკოლაში, რომ მოვხვედრილიყავი საუკეთესო სტუდენტებს შორის და შემდგომ ჩემი კარიერული განვითარება დამეწყო წამყვან კომპანიაში. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე და სტაჟირებას გავივლი კომპანია Redberry-ში Commschool-ის დახმარებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამ სკოლის გუნდს და ჩვენს ლექტორს.

კურსი, რომელზეც ქეთა საუბრობს, განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. ამასთანავე, კურსის გასავლელად არაა აუცილებელი გქონდეს შემოქმედებითი უნარები, როგორიცაა ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სხვა.

გრაფიკული დიზაინის კუსის დასრულების შემდეგ კი, შეძლებ: 

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა
  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა
  • ლოგოს სკეჩებისა და დრაფტ ვერსიების გაკეთება
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა
  • ბრიფის სწორად გაანალიზება
  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით

თუ შენც გინდა, რომ 14 ლექციაში გახდე გრაფიკული დიზაინერი და Alumni Club-ის ფარგლებში მოიპოვო დასაქმების შესაძლებლობა, შემოგვიერთდი Graphic Design-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება