Commschool-დან Burtula-ში - თეო ზარიძის კარიერული განვითარება

blog-detail-img

უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, ტექნიკური თვალსაზრისით კი, ვფიქრობ, შემიძლია არაფრისგან რაღაც ღირებული შევქმნა

კონტენტის შექმნა ყველგან და ყველაფრისგანაა შესაძლებელი, თუმცა იმისათვის, რომ შენ მიერ შექმნილი კონტენტი და კონტენტ კამპანია ციფრულ მედიაში იყოს ეფექტური, ალბათ გეცოდინება, რომ თითოეულ სოციალურ არხს მისთვის დამახასიათებელი კონტენტის ტიპების ცოდნა და მენეჯმენტი სჭირდება.

ამ ბლოგში კი მინდა Content Management-ის კურსდამთავრებული, თეო ზარიძე გაგაცნო, რომელიც ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვა და Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას Burtula-ში გადის. 

თეო ქომსქულში კურსდამთავრებულთა რეკომენდაციებით მოხვდა და გვიზიარებს, რომ სილაბუსის ნახვის შემდეგ თავადაც დარწმუნდა, რომ მისი ადგილი აქ იყო. ამიტომ, თვითონაც იგივეს ურჩევს ყველას, ვისთვისაც კომფორტული და მეგობრული გარემო, პროფესიონალი გუნდი და ბევრი გამოწვევა მნიშვნელოვანია.

ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე. გადავინაცვლე სხვა, ახალ ეტაპზე და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც ჩემს ყოველდღიურობაში და გარშემო ისედაც იყო, უბრალოდ ახლა რადიკალურად სხვა თვალით შევხედე.

პრაქტიკაზე დაფუძნებული 14 ლექციის შემდეგ, თეომ, მისი თქმით, ყველაფერს ახალი თვალით შეხედა და ახლა შეუძლია, ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად არაფრისგან რაღაც ღირებული შექმნას. 

თეო ლექტორის შესახებაც გვიამბობს:

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლექტორის პროფესიონალიზმი და მისი ძალიან მეგობრული და უშუალო სწავლების მეთოდი, რომელიც პროცესს უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალური პროექტის ფარგლებში მათთვის სასურველი ბრენდის კონტენტ კამპანიაზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც თეომ კაფე ‘დროზე’ იმუშავა. 

Previous slide
Next slide

თეო ფინალურ პროექტზე მუშაოაბს იხსენებს და აღნიშნავს, რომ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ხედავდა როგორ გარდაიქმნებოდა ასოები სიტყვებად, სიტყვები კი – წინადადებებად. 

ასე რომ, თუ მზად ხარ Content Management-ის კურსი იყოს ის სპექტრი, რომლის საშუალებითაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებს დაინახავ, შემოგვიერთდი! 25 თებერვალს კონტენტ მენეჯმენტის კურსს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება