5 მიზეზი რატომ უნდა დაიწყო პროგრამირების სწავლა Python-ით

blog-detail-img

Python არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი პროგრამირების ენა მომხმარებელთა აქტიური, მუდმივად მზარდი თემით. Python შესანიშნავი საწყისი წერტილია ყველასთვის, ვინც ცდილობს კარიერა, კოდირების საშუალებით, ტექნიკურ სამყაროში გადაიტანოს. მისი სწავლა შედარებით მარტივი და წარმოუდგენლად მრავალმხრივია; გამოიყენება სხვადასხვა სფეროში – მონაცემთა მეცნიერებაში, მანქანურ დასწავლაში, თამაშის დიზაინში და ა.შ.

ცოტა ტექნიკური მხრიდან რომ შევხედოთ, Python არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რაც ნიშნავს, რომ JavaScript-ისგან, HTML-ისა და CSS-ისგან განსხვავებით, მისი გამოყენება შეიძლება ვებ-განვითარების მიღმა, მაგალითად – აპლიკაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 30 წელია არსებობს, მხოლოდ ახლახანს გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა და წარმატებით აგრძელებს ზრდას

ამ ბლოგში მოგიყვებით 5 მიზეზის შესახებ, თუ რატომ უნდა ისწავლოთ Python-ით პროგრამირება და ამის შემდეგ, განთვითარების რა პერსპექტივები არსებობს.

1. დამწყებთათვის მეგობრულია

როგორც იცი, ახალ საქმესთან შეჭიდება ყოველთვის რთულია. დამწყებთათვის კოდირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ახალი ენის შესწავლაა, რომელიც სულაც არ ჰგავს იმას, რასაც ისინი რეალურ ცხოვრებაში კითხულობენ და წერენ. თუმცა, Python მოიცავს ინგლისურ სინტაქსს, რომელიც შექმნილია ისე, რომ იყოს ლაკონური და ადვილად წასაკითხი – ეს კი მას სხვა ენებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

Python არის ინტერპრეტირებული პროგრამირების ენა, რაც ნიშნავს რომ კოდის თითოეული ხაზის წერის დასრულებისთანავე, შეგიძლია შეამოწმო იგი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალო. რაც  დამწყებთათვიის ძალიან ხელსაყრელია როგორც დროის მენეჯმენტისთვის, ისე – ეფექტურობისთვის. 

2. მრავალმხრივია

Python-ის მრავალმხრივობაში იგულისხმება, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მცირე, ისე – რთულ ამოცანებში. მას იყენებენ სხვადასხვა ინდუსტრიებში: დაწყებული მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სფეროდან, დასრულებული მობილური აპლიკაციების შემუშავებით, ხელოვნური ინტელექტითა და მანქანათმცოდნეობით. ეს მრავალმხრივი გამოყენება განპირობებულია პითონის ბიბლიოთეკების ფართო სპექტრით (125000-ზე მეტი). ეს ბიბლიოთეკები არის წინასწარ დაწერილი კოდების კრებულები კონკრეტულ ენაზე, რომლებზეც ყველას შეუძლია წვდომა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგებ პითონის საფუძვლებს,  შეძლებ გაიგო და გამოიყენო სხვა პროგრამისტების მიერ შემუშავებული კოდების დიდი რაოდენობა.

Python-ის მრავალფეროვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პროგრამირების სხვა ენებთან მუშაობის უნარი. მისი მოქნილობის რამდენიმე მაგალითია: Jython (Python ინტეგრირებული Java-სთან) და CPython (Python ინტეგრირებული C-თან). და ბოლოს, Python გთავაზობთ ქროს-პლატფორმულ ფუნქციონირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამართულად იმუშავებს Windows-თან, Linux-თან თუ macOS-თან.

3. დეველოპერებზე მაღალი მოთხოვნაა

Python-ს იყენებენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა: DropBox, Netflix და Facebook; ამიტომაც მის დეველოპერებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. სამსახურის ძებნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმის, Indeed-ის მიხედვით, Python დეველოპერების საშუალო ხელფასი 108,391 დოლარია, რაც მას პროგრამირების ენების რიგში, მეოთხე ადგილზე აყენებს – Ruby ($120,174), C++ ($114,000) და JavaScript ($111,623) შემდეგ. აქვე გეტყვი, რომ საქართველოში Python დეველოპერის საშუალო თვიური ხელფასი 4300 ლარია. 

4. ჰყავს მხარდამჭერი საზოგადოება/თემი

როდესაც სწავლობ პროგრამირების ახალ ენას, დაწმუნებული უნდა იყო, რომ გყავს პროგრამისტების საზოგადოება, რომელსაც შეგიძლიათ მიმართო კითხვებით, როდესაც პრობლემა წამოიჭრება. სწორედ ძლიერი და მზრუნველი თემია Python-ის ერთ-ერთი უპირატესობა, რასაც მოწმობს 1,5 მილიონი GitHub საცავი, რომელიც  პლატფორმის სიდიდით მეორე ადგილასაა.

Python-ს ასევე აქვს სოციალური ფორუმების საკუთარი ქსელი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ განიხილონ ყველაფერი – სამუშაო პროცესიდან დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით დასრულებული.  და ისინი ასევე ხშირად აწყობენ შეხვედრებს მთელს მსოფლიოში – საზოგადოებისა და ცოდნის ბაზების შესაქმნელად.

5. Python არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამირების ენა

თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდი Python-ის უპირატესობაში, იმედია რიცხებს მაინც დაუჯერებ. რადგან პროგრამირების ენების პოპულარობის ინდექსის (PYPL) მიხედვით, Python არის ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა ინტერნეტში – და როგორც ჩანს, დიდხანს გაგრძელდება ასე. TIOBE-მ მას 2020 წლის პროგრამირების ენის ჯილდო მიანიჭა, რადგან მან პოპულარობა სხვა ენებზე სწრაფად მოიპოვა. 

მანქანათმცოდნეობის, მონაცემთა მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სფეროების ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა პითონთან დაკავშირებულ უნარებზე. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ თუ შენ ეძებ პროგრამირების ახალ ენას, ან ეძებ საწყის წერტილს პროგრამირების სფეროში – Python გონივრული არჩევანია.

python



რისი გაკეთება შეგიძლია Python-ით: ტოპ 3 გამოყენება

  • მონაცემთა მეცნიერება – Kaggle-ის, მონაცემთა მეცნიერების ონლაინ საზოგადოების გამოკითხვის თანახმად, Python არის ამ სფეროში ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამირების ენა. გარდა მისი ბიბლიოთეკებისა, რომელიც ძალიან ბევრ დროს ზოგავს, ენის უნარი, ძალიან სწრაფად გააანალიზოს მონაცემთა დიდი რაოდენობა და განახორციელოს განმეორებითი ამოცანები, მის პოპულარობას ლოგიკურსა და გარანტირებულს ხდის.
  • Web Development – როგორც ვახსენე, Python არის ძალიან მოქნილი პროგრამირების ენა, აქედან გამომდინარე, ის ამარტივებს კომპლექსურ საიტზე მუშაობს. Python-ის სხვადასხვა ვებ ჩარჩოები (frameworks) განსაკუთრებით სასარგებლოა, მაგალითად – Django, რომელსაც შეუძლია გაადვილოს და დააჩქაროს როგორც სერვერების, ასევე კლიენტის მხარის ფუნქციონალობის შექმნა.
  • App Development – Python იდეალური ენაა პროტოტიპირებისთვის, მისი განვითარების ნაკლები დროისა და ძალისხმევის გამო. Web Development-ის მსგავსად, App Development-იც გამარტივებულია Python-ის კროს-პლატფორმული შესაძლებლობებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მისი ძლიერი სტრუქტურისა და რეალურ დროში ტესტირების წყალობით, Python ახლახან გახდა პოპულარული ბლოკჩეინისა და სათამაშო აპლიკაციების განვითარების სწრაფად მზარდ სექტორებში.

ასე რომ, თუ მზად ხარ რომ კოდების სამყაროში შეაბიჯო, შემოგვიერთი! Python მომდევნო მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია

თუ ჯერ კიდევ არ იცი რამდენად შეესაბამება Python-ის პროგრამა შენს მოთხოვნებსა და უნარებს, გაიარე კონსულტაცია

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება