ვინ არის React-ის N1 კურსდამთავრებული, რომელსაც სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდა

blog-detail-img

Commschool-ში ტექნოლოგიური მიმართულებით კურსებზე Intro to Front-end Development, Flutter, Introduction to Programming, Angular და React თუ N1 კურსდამთავრებული გახდები, სწავლის გადასახადი სრულად დაგიბრუნდება უკან!

ლუკა კილაბერიძე React-ის N1 კურსდამთავრებულია. ნომერ პირველ კურსდამთავრებულობა ლუკას ცოდნასა და ახლად შეძენილ უნარებში უფრო მეტი თავდაჯერებულობის ქონის საბაბს აძლევს. როგორც თავად ამბობს:

ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ რაც მგონია რომ ვიცი, ნამდვილად ვიცი. ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას მალევე აქციო მიღებული ინფორმაცია რეალურ ცოდნად, გამოიმუშაო ერთგვარი რუტინა და მიეჩვიო ინდუსტრიის რეალურ ტემპს.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყება, როცა React-ის კურსს შემოუერთდები: ისწავლი და პრაქტიკაში განიხილავ Javascript – ის იმ ასპექტებს, რომელიც საჭირო იქნება React -ის შესასწავლად. ამის შემდეგ გაეცნობი React-ის კონცეფციებს, ნიუანსებს, არქიტექტურულ ნაწილებს და ყველა იმ საჭირო უნარებს, რომელიც დამწყებ React დეველოპერს სჭირდება. 16 ლექციაში შენ კი უკვე გეცოდინება:

კურსი არის ნებისმერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში, იგულისხმება HTML CSS და Javascript -ის საწყისები. აქვს ინგლისურის საკმარისი ცოდნა, რათა თავისუფლად შეძლოს წაიკითხოს და გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია. და რაც მთავარია, აქვს მოტივაცია, ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკულ მაგალითებზე.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ კურსმა მომცა, არის ის, რომ უკვე ვიცი, ზოგადად რა ფუნქციას ასრულებენ სხვადასხვა პროგრამირების ენები, რა ღირებულებებზე და იდეებზეა დაფუძნებული მათი ფუნქციონალი და არქიტექტურა... საკმაოდ ღირებული იყო ლექტორის მიერ გაზიარებული პირადი გამოცდილებაც.

ფინალური პროექტი – პირველი სრულყოფილი დავალება, ლუკასთვის გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა:

სხვა დავალებებისგან განსხვავებით, ფინალურ პროექტში ერთი დიდი და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონდე ვებ აპლიკაციის შექმნა დაგვევალა, რაც თავის მხრივ უდიდესი გამოწვევა გამოდგა, რადგან ეს ჩემთვის პირველი რეალური სრულყოფილი პროექტი იყო.

როგორც ამბობს, პროექტზე მუშაობისას თითქოს თავიდან ისწავლა კურსის განმავლობაში გავლილი ხელსაწყოები და მათი ცალცალკე და კომბინაციებში გამოყენება. უშუალოდ კოდის წერამდე აპლიკაციის არქიტექტურაზე მუშაობა ბევრ ფიქრსა და ფურცელზე ხატვას მოიცავდა. თუმცა ბოლოს ყველაფერი ერთი დიდი წარმატებით დასრულდა:

პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ ჩემი ინდივიდუალური კოდის წერის სტილსაც მივაგენი, რომელიც მიადვილებს სპონტანურად მოსული ახალი იდეის განხორციელებას.

ლუკას წარმატებები, შენ კი, როგორც პოტენციურ ნომერ პირველს, იმ დაპირებულ სიხარულს გიტოვებ. შეათვალიერე კურსი და შემოგვიერთდი!


ავტორი: თამარ ბასიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება