UX Research & Design - ნიკა გოგუაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსის განმავლობაში მივიღე ზუსტად ის, რაც მსურდა, რომ ჩემი კარიერული წინსვლისთვის შემეძინა

ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარება მუდმივ სიახლეებს გვთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ისე ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე ადამიანებს, რათა ჩვენი, როგორც მომხმარებლების გამოცდილება ონლაინ სივრცეში უფრო და უფრო დახვეწილი და სასიამოვნო ხდება. 

UX დიზაინერი კი არის ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს თანამედროვე ტენდენციებს, შეისწავლის არსებულ მოთხოვნებსა და რეალობას და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ქმნის დიზაინს, რომელიც გვიმარტივებს ონლაინ როტაციას. 

ახლა კი დროა ნიკა გოგუაძე გაგაცნო, რომელმაც UX კვლევისა და დიზაინის კურსი იმიტომ აიჩია, რომ კვლევების, ინფორმაციული არქიტექტურისა და ზოგადად UX ნაწილის ნაკლებობას განიცდიდა პრაქტიკაში:

ამ სფეროში მესამე წელია რაც ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში გამივლია სხვა კურსებიც, მიმუშავია სხვადასხვა პროექტზე როგორც ფრილანს, ასევე კომპანიის დაკვეთით. კურსის გავლა კი მინდოდა იმიტომ, რომ ზუსტად მცოდნოდა, რას მოიცავდა UX პროცესები, შემეძინა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა

UX Research and Design-ის კურსი პრაქტიკული დავალებებითაა სავსე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინალური პროექტია, სადაც სტუდენტები ქმნიან პროტოტიპს საიტისთვის/აპლიკაციისთვის. ნიკამ კი არჩევანი ფილმების საიტზე შეაჩერა და Cineman-ის პროტოტიპი შემოგვთავაზა.

საერთო ჯამში ფინალურმა პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა. პოტენციური დამსაქმებლების პერსპექტივიდანაც რომ შევხედოთ, ძალიან დახვეწილი ნამუშევარი შეემატა ჩემს პორტფოლიოს

ვიცი, რომ დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, ამიტომ ნიკა გირჩევს, რომ აიმაღლო თვითშეფასება, არ შეუშინდე სირთულეებს, რადგან ეს ნამდვილად ის მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფეროა, რომელიც მრავალფეროვანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება!

ვინაიდან ეს სფერო ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და გრაფიკული დიზაინერების უმეტესობა ცდილობს შეიცვალოს პროფილი და განაგრძოს პროდუქტის დიზაინერად მუშაობა, ვურჩევდი დაიწყონ Commschool-ის კურსით, რადგან ამ მხრივ განვითარება ჯობს სტრუქტურითა და ლოგიკის მხრივ დაიწყონ, ხოლო ინტერფეისის მხარეზე ანუ UI-ზე, პრაქტიკით და ბევრი მუშაობით დაიხვეწონ

როგორც ხედავ, კურსი გათვლილია როგორც დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.), ასევე გრაფიკული დიზაინერებისთვისაც, რომლებსაც სხვა პროფილით სურთ განვითარება.

თუ შენი თავი რომელიმე მათგანში ამოიცანი გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი

  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება

  • პროტოტიპის შექმნა

  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა

  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ასე რომ, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება