UX Research & Design - დათო თაბორიძე

blog-detail-img

ქომსქულმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დამანახა და ახლა შემიძლია design thinking-ის ნებისმიერი ფაზა დამოუკიდებლად გავიარო, კვლევის ჩატარებიდან პროდუქტის Prototyping-მდე

დიჯითალ საუკუნეში ცხოვრებისას ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, ამიტომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ადამიანების მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე. UX მკვლევარი/დიზაინერი კი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლიც საიტზე ინტერაქციას მაქსიმალურად სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. 

ამ ბლოგში კი მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, დათო თაბორიძე. 

დათოს თქმით ის ციფრული პროდუქტების დიზაინმა თავისი ესთეტიკით მიიზიდა, თუმცა როცა მას გაეცნო უფრო საინტერესო, ჩახლართული და ინტერდისციპლინარული აღმოჩნდა; მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის სფეროში მას გამოცდილება ჰქონდა, ამ კურსში მისთვის ბევრი სიახლე და გამოწვევა აღმოჩნდა.

კვლევის ნაწილი ძალიან საინტერესო იყო: თეორიულად სუფთა ფილოსოფია, პრაქტიკულად - კიდევ უფრო ინტენსიური და არაპროგნოზირებადი

კურსის ბოლოს ისევე როგორც სხვა სტუდენტებმა, დათომაც იმუშავა მობილურ აპლიკაციაზე, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა კვლევა, მიღებული შედეგების ინსაითებზე დაყრდნობით შეიმუშავა პროდუქტის კონცეფცია და დიზაინი, შექმნა პროტოტიპი.

ქომსქულმა მომცა საშუალება, მემუშავა ისეთ პროექტზე, რომელიც ესთეტიკურადაც და ფუნქციონალურადაც დამაკმაყოფილებდა.

Previous slide
Next slide

უნდა აღვნიშნო ლექტორების ჩართულობაც, რომლებიც სწორ და დროულ ფიდბექებს მაძლევდნენ როგორც კვლევის, ისე პროტოტიპირების დროს.

დათოს თქმით მისთვის სასიამოვნო იყო ქომსქულში არსებული ხალგაზრდული გარემო პროგრესული და კომპეტენტური მენტორებით, უდიდესი თეორიული და პრაქტიკული რესურსით და ძალიან ძალიან ყურადღებიანი ადმინისტრატორით. ლექტორის მიერ მიღებული ფიდბექები მას დაეხმარა ფინალური პროექტის შეკვრაში. 

დიზაინის ზოგადი პრინციპებით მოვედი და ციფრული პროდუქტის ნაწილობრივ შექმნის პრაქტიკით მივდივარ, რაც კარგი ამბავია. ახლა მგონია, რომ შემიძლია მომხმარებელზე მორგებული და მეტად ფუნქციონალისტური დიზაინის შექმნა, რომელიც ჩემთვის ხელოვნების ბევრად უფრო გასაგები სახეა.

ასე რომ, თუ მზად ხარ UX კვლევისა და დიზაინის შესწავლით მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტები შექმნა, აირჩიე, UX Research & Design

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება