UX Research & Design - ნინა აბდუშელიშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

იმისათვის რომ საიტზე ინტერაქცია შენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და მარტივი იყოს უამრავი ადამიანი მუშაობს, მათ შორის კი ერთ-ერთი UX დიზაინერია, რომელიც თვალს ადევენებს თანამედროვე ტენდენტიების, შეისწავლის არსებულ მოთხოვნებსა და რეალობას და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ქმნის დიზაინს, რომელიც გვიმარტივებს ონლაინ როტაციას.

ამიტომ თუ UX Research & Design-ით ხარ დაინტერესებული, გეტყვი რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, ნინა აბდუშელიშვილი გაგაცნო, რომელმაც ფინალური პროექტის ფარგლებში SmartCafe-ის აპლიკაციაზე იმუშავა.

კურსის განვალობაში გავიარე პროდუქტის შექმნის სრული პროცესი, იდეიდან პროდუქტის შექმნამდე და გატესტავმდე

ნინას დიზაინის მიმართულებით ცოდნა უკვე ჰქონდა, მაგრამ UX research– თან შეხება არ ჰქონია, თუმცა ფიქრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო პროდუქტის შექმნისთვის, ‘თავიდან ჩემი ძალებით დავიწყე სწავლა, მაგრამ მივხვდი, რომ იმ ცოდნას ვერ ვიღებ რაც საჭიროა და გადავწყვიტე Commschool-ში მესწავლა ეს მიმართულება.

SmartCafe არის აპლიკაცია, რომელიც ნინას თქმით ისეთ ადამიანებზე გათვლილი, რომლებსაც ყავის შეკვეთის რიგში დგომის დროც კი არ აქვთ. 

პროექტის ფარგელბში ნინამ რეალურ პროექტზე მუშაობის მსგავსად რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევასთან ერთად კლიკებადი პროტოტიპის ტესტირებაც ჩაატარა, შეაფასა კონკურენტული ბაზარი და შედეგები ვიზუალურად წარმოაჩინა.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო UX კვლევა, კერძოდ კი პოტენციურ მომხმარებლებთან ინტერვიუების ჩატარება, ამ პროცესში ვისწავლე ადამიანებზე დაკვირვება.

Previous slide
Next slide

გარდა ამისა, ნინამ კვლევაზე დაყრდნობით მომხმარებლის პერსონაჟი შექმნა და მისი გზაც შეადგინა.

შემდეგი ნაბიჯი მომხმარებლის გზის მიხედვით გვერდების მოქაფების შექმნა და ნახაზების მიხედვით პროტოტიპის შექმნა  იყო.

ნინა ლექციებსაც იხსენებს და ფიქრობს, რომ:

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ლექციების მოსმენა. ლექტორები კარგად გადმოცემდენ  მასალას, ასევე გვიზიარებდნენ თავის გამოცდილებასაც, რაც ვფიქრობ ძალიან დამეხმარა

შენ კი თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდი, რომ ეს სფერო გაინტერესებს, ნინა გეუბნება, რომ:

იყავით ღია ფიდბექებისთვის, მუდმივად გააუმჯობესეთ თქვენი უნარები და თვალი ადევნეთ სიახლეებს

მე კი გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი
  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება
  • პროტოტიპის შექმნა
  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა
  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება