ვაჟა დავითულიანის ფინალური პროექტი - UX Research & Design

blog-detail-img

თუ მომხმარებლის პრობლემების გადაჭრა გსიამოვნებს და თან დიზაინთაც დაინტერესებული ხარ, მაშინ User Experience (UX) Design, შესაძლოა, შენთვის საინტერესო მიმართულება იყოს. ამ ეტაპზე UX Research & Design-ის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ვაჟა დავითულიანის, ფინალური ნაშრომის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც პროექტად Crowdfunding აპლიკაციის პროტოტიპი შექმნა; როგორც თავად აღნიშნავს, პროექტზე მუშაობისას კურსის ფარგლებში მიღებულ თეორიას იყენებდა, რაც მისი პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას აძლევდა:

“პროექტზე მუშაობამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომცა; ეს ფუნდამენტური ცოდნა სწორედ კურსის ფარგლებში მივიღე, თან მოტივაციაც გამიჩნდა, რომ დამატებითაც გავცნობოდი მასალას სხვადასხვა ვებგვერდზე.”

აქვე, გაეცანი ვაჟას ნამუშევრებს:

ვაჟა დავითულიანი

პროტოტიპის შექმნამდე ვაჟამ UX კვლევა ჩაატარა; უშუალოდ კვლევის ჩატარების პროცესი მისთვის, გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო, გამოწვევებსაც გულისხმობდა:

“კვლევის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო, პირველ რიგში, საკვლევი პრობლემის აქტუალურობის გამო იყო. ასეთ დროს არ გჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ მომხმარებლის პრობლემა გაითავისო – შენთვისაც ასე თუ ისე ნაცნობია. თუმცა აქ ბალანსირებაც საჭიროა, რომ პრობლემის გადაწყვეტის ძიებისას საკუთარი გამოცდილებების ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე, რაც ვფიქრობ, შევძელი.”

ვაჟა დავითულიანი

თეორიის გარდა, ის უნარები, რომელიც ვაჟამ კურსის ფარგლებში მიიღო, პირადად მისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა; ერთი მხრივ – მკვლევრის პოზიციიდან ობიექტურობის შენარჩუნება, მეორე მხრივ – პრაქტიკაში ცოდნის გამოყენება:

ეს კურსი დამეხმარა ქაოტური ცოდნის დალაგებაში, თან მივხვდი რომ გარკვეული მეთოდები რომელსაც ადრე სკეპტიკურად ვუყურებდი, მართლაც მუშაობს.”

ვაჟა დავითულიანი

საერთო ჯამში, ვაჟა მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკას უკვე იყენებს UX დიზაინერის პოზიციიდან:

“ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ პროექტზე, სადაც აქტიურად ვიყენებ მიღებულ გამოცდილებას; თანაც, პარალელურად კიდევ უფრო ვიღრმავებ ცოდნას. ესეც Happy end.

აქვე, გეტყვი, რომ UX Research & design-ის პროგრამა სრულად განახლდა, 24 ლექციას მოიცავს, თითო ლექცია კი 3 საათი გაგრძელდება, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა პრაქტიკული დავალებითა და სავარჯიშოთი. კურსის ბოლოს კი შენც შეგეძლება, ვაჟას მსგავსად, კვლევა ჩაატარო და პროტოტიპი ააწყო.  შემოგვიერთდი 👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება