UX Research & Design – ირაკლი ბერიძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

მომხმარებელზე მორგებული, გამორჩეული პროდუქტებისა და მომსახურების შესაქმნელად საჭიროა კარგად გვესმოდეს თუ ვინ არიან ისინი, რა საჭიოებები აქვთ და რა პრიორიტეტები გააჩნიათ. UX კვლევა და დიზაინი სწორედ ამ პროცესის წარმართვაში გვეხმარება – მისი მიზანია, პროდუქტთან ინტერაქცია მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მარტივი და ინტუიციური იყოს.

ამიტომ, თუ დაინტერესებული ხარ UX Research & Design-ით, სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ UX Research & Design-ის კურსდამთავრებულს – ირაკლი ბერიძეს, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

ვფიქრობ ყველა UX დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია, ესმოდეს რისერჩის ყველა ეტაპი, რა ინფორმაციის მიღება შეუძლია მომხმარებლისგან და როგორ შეიძლება, რომ მიღებული შედეგებით მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი შექმნას

Commschool-ში მოსვლამდე ირაკლის მხოლოდ UI/UX დიზაინში ჰქონდა გამოცდილება, თუმცა მიხვდა, რომ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შექმნისთვის UX კვლევის ცოდნაც დასჭირდებოდა.

UX Research & Design- ის სალექციო კურსი ინტერაქციული და ინტენსიურია. სტუდენტებს თეორიული მასალის გარდა, ლექციებზე ჰქონდათ პრაქტიკული დავალებებიც. კურსის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ მათივე არჩეულ პროექტზე, რომლისთვისაც ეტაპობრივად იყენებდნენ ლექციებზე მიღებულ ცოდნას. სტუდენტების პროექტებს მუდმივად ადევნებდნენ თვალყურს ლექტორები და შესაბამის უკუკავშირს აძლევდნენ. თეორიული ცოდნისა და პრეზენტაციების გარდა, სტუდენტებს მიეწოდებოდათ რეალური ქეისები,რომლებიც ეხმარებოდათ გაეგოთ, თუ რა ფორმითა და სტრუქურით უნდა წარედგინათ ფინალური ნამუშევარი.

კურსის გავლის შემდეგ უკვე შემიძლია, რომ ჩავატარო კვლევა პროდუქტისთვის, დავამუშავო მონაცემები, შევქმნა დიზაინი ამ მონაცემებზე დაყრდნობით და შემდეგ ჩავატარო ტესტირება

ქომსქულის კურსები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკაზე დაფუძნებული ლექციებით  სტუდენტებს პიროვნული/კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს. ირაკლისთვისაც ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა პროექტზე მუშაობა. მისი თქმით:ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებისას გზადაგზა ახალ პრობლემებს ვაწყდებოდი, რომლის გადაჭრის პროცესშიც საჭირო უნარები შევიძინე.”

ირაკლის აზრით UX კვლევა და დიზაინი აუცილებელი პირობაა ხარისხიანი, ინტუიციური და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შესაქმნელად

შენ კი თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდი, რომ ეს სფერო გაინტერესებს, ირაკლი გირჩევს, რომ: არ გაჩერდნენ ერთ ადგილას, ყოველთვის ისწავლონ ახალი რამ, რაც განავითარებთ მათ როგორც დიზაინერებს ან მკვლევარებს, იკითხონ ქეის სთადები, და თვალყური ადევნონ ახალ ტენდენციებსა და მიდგომებს, რადგან ეს სფერო მუდმივად ვითარდება და არ ჩამორჩნენ.”

ასე რომ, თუ ეს სფერო გაინტერესებს, მზად ხარ განვითარებისთვისა და წარმატებისთვის, გელოდებით! 6 მარტს UX Research & Design-ის კურსს ვიწყებთ, შემოგვიერთდი, ისწავლე და შეძელი მსგავს პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობა.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება