UX კვლევისა და დიზაინის კურსიდან UX/UI დიზაინერობამდე - ანი ქარდავას კარიერული განვითარება

blog-detail-img

ბევრი ადამიანისთვის პროფესიის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და ვფიქრობ, ძალიან მაგარია, როდესაც ზუსტად იცი, რისი გაკეთება მოგწონს.

UX (User Experience) Designer ფაქტობრივად, გვევლინება ფსიქოლოგისა და სოციოლოგის როლში, სწავლობს შენს გამოცდილებას და ამის მიხედვით კვალავს გზას, როგორ იყოს აპლიკაცია უფრო მარტივად გამოსაყენებელი, ესთეტიურად სასიამოვნო და ინტერაქციული. მაგალითად, სად განლაგდეს ღილაკები, რა რაოდენობით იყოს ინფორმაცია ციფრულ პროდუქტში, რა შესაძლებლობები უნდა შემოგთავაზოს აპლიკაციამ/ვებგვერდმა და ა.შ. 

ამიტომ თუ UX Research & Design-ით ხარ დაინტერესებული, გეტყვი რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, ანი ქარდავა გაგაცნო.

სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის კვლევისა და უამრავი გამოცდილების შემდეგ, ანიმ იპოვა UX დიზაინი, რომელიც ნამდვილად აინტერესებდა. თავდაპირველად ის საკუთარი ძალებით ცდილობდა დიზაინის შესწავლას, რისთვისაც სხვადასხვა ონლაინ კურსებსა და სტატიებს იყენებდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ვალიდური კვლევისა და მენტორის დახმარების გარეშე, სწორ პროდუქტს ვერ შექმნიდა. ამიტომ, აირჩია ქომსქულის UX Research & Design-ის კურსი.

UX კვლევა და დიაზაინი

21 ლექცია | 63 საათი | 11 კვირა

UX დიზაინის პროცესში კვლევის გარეშე კარგი პროდუქტის შექმნა შეუძლებელია, მეც გადავწყვიტე ამ კურსის გავლა. თან მსურდა, ყველა ის ცოდნა, რაც თავში ქაოტურად მქონდა, რაღაცნაირად დამელაგებინა.

კურსმა ანის მოლოდინები 100%-ით გაამართლა, რადგან მისი თქმით, ამ კურსში მიიღებ ცოდნას დიზაინის პროცესის ყველა ეტაპზე, დაწყებული კვლევიდან, დასრულებული ტესტირებით და საბოლოო დიზაინით. მისი გამოცდილებით, კურსში ყველაზე მნიშვნელოვანი ლექტორების პროფესიონალიზმი და სტუდენტებისადმი დამოკიდებულება იყო, რადგან თეორიისა და პრაქტიკული ნაწილის გარდა, ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ფიდბექებს უზიარებდნენ.

ლექციები იმდენად საინტერესოა, რომ სამი საათის განმავლობაში სრულად ჩართული ხარ და ყველა ფრაზა იმდენად ღირებულია, რომ არ გინდა რაიმე მცირე დეტალიც კი გამოგრჩეს.

ფინალური პროექტის ფარგლებში ანიმ შექმნა სოციალური ქსელის ტიპის აპლიკაცია, სადაც ბევრი ფუნქციონალია ინტეგრირებული. საწყის ეტაპზე კი ჩაატარა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, შექმნა მომხმარებლის გადაადგილების რუკები, storyboard-ები, user flow, task flow, sitemap, wireframe-ები და mockup-ები. გამოყენებადობის ტესტირების საფუძველზე კი შექმნა საბოლოო პროდუქტი.

მთელ ამ პროცესს დიდი დრო დავუთმე და მუდმივი უკუკავშირის შედეგად შევქმენი ჩემი პირველი პროექტი. ყველა ჩვენგანმა საოცარი ემოციებით და შთაბეჭდილებებით დავასრულეთ კურსი.

ანის აზრით, ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია დისციპლინა და საკუთარი თავის მუდმივი განვითარება, სხვანაირად, წარმოუდგენელია გახდე კარგი დიზაინერი, მომხმარებლებს პროდუქტთან ურთიერთქმედების სასიამოვნო გამოცდილება შეუქმნა და დაეწიო იმ ტემპს, რა ტემპითაც ეს სფერო ვითარდება. ამიტომაც ვინც UX დიზაინითაა დაინტერესებული, ანი COMMSCHOOL-ს ურჩევს, სადაც დაგხვდება საოცარი გარემო, საოცარი დამოკიდებულება და ძალიან, ძალიან მაგარი ლექტორები!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ Commschool ჩვენზე ზრუნავდა, მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტები და მათი განვითარება.

ასე რომ, თუ ეძებ კურსს, სადაც არა მხოლოდ შეისწავლი მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფუძნებული დიზაინისა და კვლევის შექმნას, არამედ რეალურ გარემოში შეგეძლება შენივე ცოდნის გამოყენება, გადადგი პირველი ნაბიჯი და შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება