ცხოველების "ტინდერი" - UX Research & Design-ის კურსდამთავრებულის, ირაკლი ჭუმბურიძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

კატების “ტინდერის” შესახებ თუ გსმენია რამე? Commschool-ის UX Research & Design-ის კურსდამთავრებულმა, ირაკლი ჭუმბურიძემ თავის ფინალურ ნაშრომად სწორედ ეს იდეა აქცია ციფრულ პროდუქტად.

“ჩემს მეგობრებს ერთხელ კატისთვის დასჭირდათ პარტნიორის მოძებნა და ხუმრობით აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა, კატების „ტინდერი“ რომ არსებულიყო…”

ირაკლიმ UX Research & Design-ის კურსზე იდეის რეალობად ქცევისთვის სრული UX პროცესი გაიარა – ჩაატარა კვლევა, პროტოტიპი ააწყო და ბოლოს Usability Testing გააკეთა:

“გადავწყვიტე, ფინალურ ნაშრომად გამეკეთებინა გაცნობის აპლიკაცია, რომელიც მეპატრონეებს დაეხმარება, თავიანთი ცხოველისთვის იპოვონ შესაჯვარებელი პარტნიორი. საკმაოდ რთულია არსებულ სიტუაციაში ამის გაკეთება და მართლაც დგას საჭიროება, თან სახალისოც იქნებოდა და საკითხსაც ღრმად გამოვიკვლევდი.”

პროტოტიპი:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ირაკლისთვის მარტივი გამოცდილება არ ყოფილა. ერთ-ერთ პირველ სირთულედ ის კვლევის ჩატარების პროცესს იხსენებს:

“დიდი გამოწვევა იყო მომხმარებლებთან ინტერვიუები, რადგან არასდროს ჩამიტარებია და ცოტა ფეხსაც ვითრევდი თავიდან. მახსოვს ჩემი გაოცება პირველი საცდელი ინტერვიუს შემდეგ, როცა ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ რესპონდენტს თავად ვუბიძგებდი პასუხებისკენ და ვერ დავიცავი ობიექტურობა”

 

თუმცა, ირაკლის აზრით, ფინალურ პროექტზე მუშაობის სირთულეები მას, რეალურად, საკუთარ შეცდომებზე სწავლასა და დახვეწაში მიეხმარა:

“პროექტმა მასწავლა, რომ ერთგან დაშვებული შეცდომა - კვლევის არასწორად ჩატარება, პერსონების ან User flow-ს ცუდად შედგენა (რაც მე დამემართა), შემდგომში აგრევს. შეცდომის გამო პროტოტიპის გაკეთებასაც მეტი დრო მოვანდომე. მაგრამ ფინალური პროექტი ჯამურად კარგი გამოცდილება იყო - გზად სწავლობ შენსავე შეცდომებზე”

Commschool-ის UX კურსის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ირაკლისთვის სწორედ ფინალური პროექტია – ნაშრომი, რომელშიც სტუდენტს მთელი UX პროცესი პრაქტიკაში გადმოაქვს:

“ამ კურსში მთავარი ვფიქრობ ისაა, რომ ერთი პროექტის ყველა ეტაპს თავიდან ბოლომდე გადიხარ ისე, როგორც ჩვეულებრივ გადის UX მკვლევარი/დიზაინერი. იღებ პროფესიულ რჩევებს და უფრო ადვილია სირთულეების თავის გართმევა. ხედავ, საიდან იწყებ და სად მიდიხარ"

Usability Testing

ირაკლის აზრით, UX პროცესების ერთიანი სურათის დანახვაში მას კურსის სტრუქტურაც ძალიან მიეხმარა:

“ასეთ მოკლე კურსზე კარგად დალაგებული სილაბუსი იშვიათობაა. ახლა უკვე მშვიდად ვარ, თითქოს ჩონჩხის აგება მასწავლეს და დანარჩენს ჩემით უნდა შევასხა ხორცი. დანარჩენი, ვფიქრობ, პრაქტიკაში მოვა.”

მიუხედავად იმისა, რომ თავად დიზაინერია, ირაკლისთვის ყოველი ლექცია ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო:

“UX კურსის მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ სხვა ყველაფერი გადადონ და კურსი პრიორიტეტად აქციონ, რადგან საკმაოდ ინტენსიური მასალაა. ყველა გაკვეთილი ახალი ინფორმაციით დახუნძლული იყო ჩემთვის, იმისდა მიუხედავად, რომ დიზაინერი ვარ და ნაწილობრივ საკითხებში ვერკვევოდი”

საბოლოოდ, ირაკლის შეფასებით, კურსისგან ცოდნასთან ერთად მრავალი სარგებელი მიიღო:

“კურსმა მომცა ალღო, თუ როგორ განვავითრო ჩემი შესაძლებლობები პრაქტიკაში. დიდი პლიუსია ნაცნობების გაჩენა და კომუნიკაცია ერთი და იმავე საკითხით დაინტერესებულ ხალხთან და ლექტორებთან, რომლებიც პრაქტიკული რჩევებითა და დღევანდელობასთან შესაფერისი თეორიული მასალით გამარაგებენ.”

ირაკლის აზრით, კურსი ისეთ ადამიანებსაც დაეხმარება, რომლებიც ჯერ ზუსტად ვერ გამორკვეულან, რისი კეთება სურთ:

“თუ თავიდან ჩამოყალიბებული არ ხარ, არც ეგაა პრობლემა, ეს კურსი იმაშიც გეხმარება, გაერკვე, გინდა თუ არა და სად გინდა. მე ბევრი კითხვის ნიშანი გამიქრა - გავერკვიე პროცესებში, როლებში. გავიგე ვის რა ფუნქცია-მოვალეობა აკისრია და როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი A-დან B-მდე”

 

Commschool-ის კურსებზე თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კარიერულად განვითარების საშუალებაც გეძლება. ჩვენთან Alumni Club ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერი კურსდამთავრებული ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებს წვდომას. მათ შორის კი Adjarabet-ს, Redberry-ს, Space-ს, GPI Holding-სა და სხვა წამყვან კომპანიებს იპოვი. რაც მთავარია, შესაძლებლობების მიღებისთვის საკმარისია, ჩვენი ნებისმიერი კურსი, მაგალითად, UX Research & Design, წარმატებით დაამთავრო. 

ალბათ, გაინტერესებს, ვის შეუძლია გაიაროს Commschool-ის UX Research & Design-ის კურსი. თუკი შენ UI ან დამწყები UX დიზაინერი ხარ, ანდა უშუალოდ მონაწილეობ ციფრული პროდუქტის შექმნაში (Product owner ან Product manager თუ ხარ) პროგრამამ შესაძლოა დაგაინტერესოს.

UX Research & Design-ის კურსზე კი სრულ UX პროცესს გაივლი, შესაბამისად, 24 სამსაათიანი ლექციის ბოლოს შეძლებ:

ასე, რომ თუ UX-ის მიმართულებით გინდა განვითარდე, პრაქტიკული ცოდნა მიიღო და კარიერული შესაძლებლობებიც მიიღო, შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება