ციფრული რეკლამირების კურსდამთავრებულების კარიერული განვითარება

blog-detail-img

ციფრული რეკლამირება კომპანიას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს სამიზნე აუდიტორიამდე და მათ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. ამას კი ციფრული არხების გამოყენებით ახერხებს, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს. შესაბამისად, ბიზნესებისთვის სწორი და ეფექტური ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ კარიერის მარკეტინგის სფეროში გაგრძელება გსურს, Commschool-ში Digital Advertising-ის საინტერესო პრაქტიკულ კურსს აღმოაჩენ. ამ ბლოგში პროგრამის სწორედ იმ კურსდამთავრებულებს გაგაცნობ, რომლებიც სწავლის დასრულებიდანვე მალევე დასაქმდნენ და უკვე ყოველდღიურად იყენებენ შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას.

ნიკოლოზ თოდაძე - Junior Digital Advertiser at Starcom

ციფრული რეკლამირება ნიკოლოზ თოდაძე დასაქმება

ნიკოლოზი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია. მართალია, ძირითად ფაკულტეტად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია, თუმცა ყოველთვის აინტერესებდა და იზიდავდა ციფრული მარკეტინგის სფერო და მასთან დაკავშირებული პროფესიები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, შეესწავლა ციფრული რეკლამირების საფუძვლები. ბევრი ძიებისა და შეფასების შემდგომ, არჩევანი სწორედ Commschool-ზე შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალრეიტინგული საგანმანათლებლო პლატფორმაა საქართველოში.

Digital advertising-ის პროგრამამ დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. კურსი საკმაოდ საინტერესოდ არის აგებული. თეორიული ლექციების გარდა, ბევრი აქტივობა, დისკუსია და ქვიზი გვქონდა, რაც კიდევ უფრო ამყარებდა პრაქტიკულ ცოდნას.

ნიკოლოზისთვის განსაკუთრებით გამორჩეული საკითხი Meta Ads აღმოჩნდა, რომელიც ციფრულ რეკლამირებაში ერთგვარ საფუძველს წარმოადგენს. მისი კარგად შესწავლა კი ნებისმიერი ციფრული მარკეტერისთვის აუცილებელია. სწავლა განსაკუთრებულ და სასიამოვნო გამოცდილებად კურსის ლექტორმა, ტატიანამ აქცია, რომელმაც სტუდენტების მიმართ დიდი მოტივაცია, ყურადღება და ინტერესი გამოიჩინა.

Commschool-ის რეკომენდაციით ნიკოლოზმა მალევე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო მარკეტინგულ სააგენტო Starcom-ში. ახალ პოზიციაზე მას ურთიერთობა ექნება ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Procter & Gamble, Visa, Modelez, Lexus და სხვა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერულ გზაზე, რომელიც გამოწვევებითა და მრავალფეროვნებით იქნება აღსავსე. ამაში Commschool-ს დიდი წვლილი მიუძღვის. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ყველასთვის, ვინც თავის კარიერას ციფრულ მარკეტინგში იწყებს.

ლუკა გელაშვილი - Junior Digital Advertiser at Starcom

ლუკა გელაშვილი ციფრული რეკლამირება დასაქმება

ლუკამ ციფრული რეკლამირების შესწავლა კარიურული განვითარების მიზნით გადაწყვიტა. თავდაპირველად საკუთარი ძალისხმევით, დახმარების გარეშე სწავლობდა. შემდგომ კი სხვების რეკომენდაციით Commschool-ის Digital Advertising-ის კურსზე დარეგისტრირდა და ტატიანას მენტორობის ქვეშ ცოდნის შეძენასა და გამყარებას შეუდგა.

პროგრამაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ თავდაჯერებულობა მომიმატა. დავხვეწე და გავაუმჯობესე ციფრულ პლატფორმებთან (Meta, Google Ads) მუშაობის უნარ-ჩვევები. ასევე, კურსის განმავლობაში გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც, დიდი იმედი მაქვს, მომავალში სამსახურებრივი კუთხით კვლავ გადავიკვეთები.

კურსის დასრულების შემდეგ, ერთ კვირაში Commschool-მა ლუკას Alumni Club-ის ფარგლებში ვაკანსია შესთავაზა პარტნიორ სარეკლამო სააგენტო Starcom Georgia-ში Junior Digital Advertiser-ის პოზიციაზე. გასაუბრების წარმატებით გავლაში კურსში მიღებულმა ცოდნა დაეხმარა და შედეგად, ლუკა უკვე თავისი პროფესიით არის დასაქმებული. ამგვარად, მისთვის Commschool-ში მიღებული გამოცდილება ნამდვილად ღირებული აღმოჩნდა.

ციფრული რეკლამირება

14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა

ანი ბრეგვაძე - Intern Digital Advertiser at Maverik

აციფრული რეკლამირება ანი ბრეგვაძის დასაქმეა

ანიმ 27 წლის ასაკში გადაწყვიტა ახალი პროფესიის შესწავლა და საინტერესო გამოწვევებთან შეჭიდება. ბევრი ფიქრისა და გარშემომყოფების აზრის გათვალისწინებით, არჩევანი Digital advertising-ზე შეაჩერა. მისი აზრით, ციფრული ინდუსტრიის განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, ეს ის პროფესიაა, რომელიც ფეხს უწყობს დღევანდელ რეალობას და მუდმივად ვითარდება.

საერთოდ 0 ცოდნით და გამოცდილებით ვიწყებდი. ამიტომ მჭირდებოდა ის გარემო და სწავლის მეთოდი, სადაც ეს ფაქტორი იქნებოდა გათვალისწინებული. მეგობრების რჩევით აღმოვაჩინე Commschool და ტატიანა. მან ეტაპობრივად შეგვასწავლა ციფრული რეკლამირება ყველაზე დიდ პლათფორმებზე - Meta, Google, LinkedIn და ყველა ის დეტალი, რომელიც წარმატებული რეკლამირებისთვის გვჭირდება.

ანის მოლოდინები გამართლდა და კურსზე მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. ეს კი დაეხმარა, კურსის დასრულებიდან მალევე გაეგრძელებინა კარიერა ახლად შესწავლილი პროფესიით.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, Digital Advertising-ის საუკეთესო კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას გადის Commschool-ის ერთ-ერთ პარტნიორ კრეატიული სააგენტოში. სწორედ ამ კარიერული მხარდაჭერის შედეგად, ანიმ სტაჟირება Maverik-ში განაგრძო Digital Advertiser-ის პოზიციაზე.

კურსის დამთავრების და ფინალური გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ, ერთ კვირაში, Commschool-ის მიერ გაწეული რეკომენდაციით სტაჟირება დავიწყე. ვფიქრობ, წინ ბევრი სირთულე თუ გამოწვევა მექნება, რაც კიდევ უფრო განმავითარებს.

ასეთია კურსდამთავრებულების წარმატებული კარიერული გზა, რომელიც Commschool-ში დაიწყო. თუ შენც გსურს, ციფრული რეკლამირების სამყაროში შენი თავის გამოცდა და საჭირო უნარების შეძენა, გაეცანი კურსის სილაბუსს. გამოიყენე ეს შესაძლებლობა და დაეუფლე ერთ-ერთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას Commschool-ში!

კურსები მარკეტინგის მიმართულებით:

ციფრული რეკლამირება

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება