თენგიზ ბეგოიძის ფინალური პროექტი - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

თენგიზ ბეგოიძე Motion Design-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც ფინალურ პროექტად, რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით, 30 წამიანი Explainer ვიდეო მოამზადა: 

“ჩვენგან, ნებისმიერი მოცემულობა მოითხოვდა მაქსიმალური შედეგის რეალიზებას და, საბოლოო ჯამში, ტანსაცმლის ონლაინ პლატფორმაზე შევჯერდი. პირველ რიგში, მოცემულობის ჩამოყალიბებით დავიწყე მასზე მუშაობა. სთორი-ბორდის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა სცენების გაცოცხლება და საბოლოო შედეგიც სახეზეა”.

აქვე, იხილე ბეგოს მიერ შესრულებული ფინალური პროექტი: 

ბეგოს შემოქმედებითი უნარები ფინალურ პროექტზე მუშაობისას უფრო მეტად დაიხვეწა:

"შევეცადე, პროექტზე მაქსიმალურად დამოუკიდებლად მემუშავა. განვლილი სასწავლო პროგრამა მხოლოდ მახსოვრობის ხარჯზე გამომეყენებინა და სწორედ, ფინალურზე მივხვდი, რომ პროგრამას მე ვმართავდი და არა პირიქით, როგორც სწავლის დასაწყისში. ჩემთვის აუცილებელი იყო პროექტს ისე მივდგომოდი, როგორც რეალურ ბრიფს (სამომავლო მოცემულობებისთვის), ამიტომაც შევეცადე, მისი ანიმირება მინიმალური ექსმერიმენტებით გამეკეთებინა"

 

საბოლოო ჯამში, ბეგო განვლილი კურსის შედეგებით კმაყოფილია და როგორც ამბობს, დეტალებზე ორიენტირებულობაც შეითვისა, რაც, ზოგადად, Motion Design-ის სფეროში მნიშვნელოვანი უნარია.

პირველივე ლექციიდან შევამჩნიე, როგორ გაორმაგდა პირადი მოტივაცია კოლექტივის დახმარებით. საკმაოდ დატვირთულმა სასწავლო პროცესმა წვრილმან დეტალებზე ხედვა გამიფართოვა, რომელსაც ადრე ვერ ვამჩნევდი და რომელიც დღეს დიზაინ ინდუსტრიაში უსათუოდ მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი მხოლოდ მოძრაობაშია”.

მისი აზრით, “Commschool” ის ადგილია, სადაც მოკლე ხანში საკმაოდ ეფექტიანი ცოდნის მიღებაა შესაძლებელი.

"სიამაყით ვამბობ, რომ მიღებული გამოცდილებით თამამად შემიძლია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა სამომავლო შემოქმედებაში და, რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირებსაც ვურჩევ ამ ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი პროგრამის გავლა"

“ცხრა წელი იწურება, რაც გრაფიკული დიზაინით ვარ დაკავებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ვცდილობდი, ყველა მოცემული შესაძლებლობა გამომეყენებინა მაქსიმალურად, რადგან მჯერა, რომ კეთების პროცესში სწავლას, არაფერი არ შეედრება.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემი თავი სხვადასხვა მიმართულებით აღვზარდო მომავალშიც. ეს პროცესი მოიცავს მოქმედებას და ექსპერიმენტებს. მაგრამ ახლა, უკვე შეძენილი გამოცდილებით, გადაფასების დროც დგება და საჭიროა არჩევანის გაკეთება სასურველი მიმართულებისკენ” – ამბობს ბეგო.

დღეს, Motion Design საკმაოდ პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. ამ მხრივ, საქართველოში საშუალო ხელფასი 2000-4000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო  ფრილანს პლატფორმებზე, მაგალითად Upwork-ზე motion დიზაინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 24-52$-ს შორისაა

თუ შენც გაქვს სურვილი, რომ რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით motion ვიდეო შექმნა, ამისთვის მხოლოდ დიზაინის სფეროში საბაზისო გამოცდილება და მონდომებაც საკმარისია. სწავლების პროცესი პრაქტიკაზე ორიენტირებულია, რაც მსმენელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

Commschool-ში 3 საათიანი 16 ლექციის გავლის შემდეგ შენ შეგეძლება: 

აქ სწავლის შემთხვევაში კი კარიერულ შესაძლებლობებსაც უნდა ელოდე. იცოდი, რომ ყოველი წარმატებული კურსდამთავრებული Alumni Club-ის წევრი ხდება, რომლებსაც სკოლა კარიერულ განვითარებაში ეხმარება? ეს გულისხმობს, Commschool-ის პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს პარტნიორ კომპანიებში: JWT Metro, Redberry, Adjarabet და სხვა.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ Motion Design-ის პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია! შემოგვიერთდი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება