თათა კაპანაძის ფინალური პროექტი - Content Management

blog-detail-img

“ჩემთვის “ქომსქულელობა” ნიშნავს comms”cool”-ელობას! ყველას, ვისაც ციფრულ სამყაროში სწორი პოზიციონირება სურს ან ვისაც უბრალოდ აინტერესებს ეს სფერო, დიიიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს და ზოგადად ქომსქულს! – ამბობს თათა კაპანაძე, რომელიც Content Management-ის კურსდამთავრებულია Commschool-ში. მან ფინალურ პროექტის ფარგლებში შექმნა კონტენტ-კამპანია, რომელიც  ასახავს სიტყვებს: “სილამაზეს არ აქვს ასაკი”.

თათა თავად გვიამბობს თემის შერჩევის შესახებ:

“კურსმა და ფინალურმა დავალებამ მომცა საშუალება, განმეხორციელებინა დიდი ხნის სურვილი და გადამეღო ასაკოვანი ქალი “კალეისის” აქსესუარებით. ამ გადაწყვეტილების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის იდეა, რომ “სილამაზეს არ აქვს ასაკი” და ეს მართლაც ასეა. ყველა ასაკი თავისებურად ლამაზია და ჩვენი აქსესუარები კიდევ უფრო განსაკუთრებულად და დახვეწილად წარმოაჩენს მათ”.

“ფინალურ პროექტზე მუშაობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დატვირთულ პერიოდში მომიხდა. თუმცა, გარკვეული გარემოებებისა და ადამიანების დახმარების წყალობით, შევძელი, რომ მოკლე დროში შემესხა ფრთები ჩემი იდეისთვის. ძალიან მინდოდა, ყველა ის ნაბიჯი გამევლო, რაც გადაღების დაგეგმვას უკავშირდება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემი ფოტოგრაფი მეგობარი, რომელსაც ასევე ძალიან უნდოდა ასაკოვანი ქალის გადაღება და შევუდექი კონტენტის შექმნასაც. აქამდე ვერ წარმომედგინა, თუ ფაქტობრივად ერთ დღეში შევძლებდი გადაღების დაგეგმვას (მთელი თავისი ქვეპუნქტებით) და განხორციელებას, თუმცა, ამ პროექტზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ მე ეს შემიძლია! იმდენად დიდი მოტივაცია მქონდა, რომ ვერცერთმა წინაღობამ ვერ შემიშალა იდეის განხორციელებაში ხელი”.

რადგანაც Content Management-ის ფინალურმა პროექტმა სტუდენტებს ხელი შეუწყო თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცებაში. თათა ამბობს:

“დიდი ხანია, მინდოდა მსგავსი ტიპის კამპანიის ჩაშვება “კალეისზე” და რადგან კურსის ფარგლებში რეალურ პროექტზე უნდა მემუშავა, სწორედ ეს თემა ავირჩიე. პროექტისთვის მზადებისას ყველა ის ცოდნა, რაც კურსის განმავლობაში დავაგროვე, გამოვიყენე და უფრო გამიმარტივდა ისეთი კამპანიიის აწყობა, რომელსაც რეალურად ერთი კლიკი სჭირდება ჩასაშვებად. მადლობა Commschool-ს, რომ მომცა შესაძლებლობა, საკუთარი იდეებისთვის ფრთა შემესხა და განმეხორციელებინა“.

თათა კურსის ლექტორისა და მენტორის ყურადღებას დადებითად აფასებს და საერთო ჯამში ამბობს, რომ კმაყოფილია Commschool-ის პროფესიონალურ გარემოში მიღებული გამოცდილებით:

გვყავდა პროგრამის კოორდინატორი, რომელიც მუდმივად ინტერაქციული და მზრუნველი იყო ჩვენ მიმართ; ლექტორი, რომელიც ვფიქრობ, რომ თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანია, რადგან მუდმივად მზად იყო გაეზიარებინა თავისი გამოცდილება და დაგვხმარებოდა ნებისმიერ საკითხში. ჩემი ჯგუფელები – თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი და საინტერესოა! მიხარია, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი და მქონდა შესაძლებლობა, მათთან ერთად მემუშავა. ვსწავლობდი, როგორც ლექტორისგან, ისე ჩემი კურსელებისგან. კურსის ბოლოს მომენტალურად გამოგზავნილმა დახვეწილმა სერტიფიკატმა და საჩუქარმა ჰო, საერთოდ, ფურორი მოახდინა. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ კურსით!”

თათასთვის Commschool-ში მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინს გადააჭარბა:

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა! ჩაბარების მომენტიდან დასრულებამდე, სისტემა იყო ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებული.

Commschool-ში Content Management-ის კურსზე სწავლისთვის შენგან მხოლოდ სურვილი და მოტივაციაა საჭირო. კურსი მოიცავს 14 ლექციას და 7 კვირიანი პროგრამაა. კურსზე სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ, თუ როგორ დაგეგმონ და აღასრულონ კონტენტ-კამპანია, როგორ შექმნან ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა დამოუკიდებლად. განსაზღვრონ, რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო. როგორ დაგეგმონ გადაღებები ასევე დამოუკიდებლად და სხვა.

რაც მთავარია, Commschool-ში არსებობს Alumni Club, რომლის წევრი წარმატებული კურსდამთავრებულები იღებენ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს სკოლის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro, ლიბერთი ბანკი. აქვე, შეგიძლია Content Management-ის კურდამთავრებულის ანანო ჭელიძის კარიერული განვითარების ისტორია იხილო, რომელიც კურსის დასრულებისთანავე Redberry-ის გუნდს შეუერთდა.

ამგვარად, თუ შენც გაინტერესებს Content Management, შეგიძლია, დარეგისტრირდე კურსზე და გახდე წარმატებული  “comms”cool”-ელი!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება