Teatret-ის რებრენდინგი - ანუკა ფირცხალავას ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსზე მიღებული ცოდნა პირდაპირ არის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული.

შენთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყარო სავსეა გრაფიკული ნამუშევრებით. ქუჩაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ბანერებს, სოციალურ მედიაში კი პოსტებს –  ლამაზი ტექსტებითა და ვიზუალით, რომელზეც გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ.  

სწორედ ამიტომ, თუ ეს სფერო შენი ინტერესის ნაწილია და უკეთ გსურს  მასში გაერკვე, მაშინ მინდა ამ ბლოგში ანუკა ფირცხალავა გაგაცნო, რომელიც საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და Alumi Club-ის ფარგლებში სტაჟირების შეთავაზებაც მიიღო.

ანუკა გვიზიარებს, რომ მას ძალიან უყვარს სიახლეებთან შეჭიდება და ახალ-ახალი გამოწვევები ცხოვრებაში, ამიტომ გადაწყვიტა გრაფიკული დიზაინი ესწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ ანუკას აქამდე მხოლოდ ფოტოშოპთან ჰქონია შეხება თვლის, რომ კურსის გავლის შემდეგ სრულყოფილ ცოდნას ფლობს კარიერის ამ მიმართულებით გასაგრძელებლად.

ვთვლი საკმარისი ცოდნა მოგვცა ლექტორმა იმისათვის, რომ ამ სფეროში ფეხი შევდგა და დავიწყო მუღვაწეობა. ყველაფერს სჭირდება განვითარება, მათ შორის მიღებულ ცოდნასაც რომ პრაქტიკაში უფრო სრულყოფილი გახდეს

როგორც იცი, გრაფიკული დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია კრეატიული კონტენტის შექმნა, რისთვისაც აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამიტომ, კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მათთვის სასურველი ბრენდის რებრენდინგზე მუშაობენ.  

ანუკამ გადაწყვიტა დეიდამისის ძველი კაფის,”Teatret”-ის ლოგო შეექმნა, რომელიც ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდებოდა მისთვის.

ძალიან ბევრი იდეა მაწუხებდა, ბოლოს კი იდეა რომელიც ჩამომიყალიბდა ეხებოდა ერთ ძალიან ზღაპრულ კაფეს, რომელიც სამწუხაროდ ახლა აღარ არსებობს

რაცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუკა გვიზიარებს, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესში ხალი უნარები შეიძინა და მოტივაცია უფრო მეტად აუმაღლდა.

ფინალური პროექტი ნამდვილად ძალიან ღირებული პროცესი იყო, რადგან ყველაფერს უფრო სერიოზულად ვუყურებდი.

ანუკა ასევე სასიამოვნოდ იხსნებს სწავლის პროცესსაც და ამბობს, რომ:

“ძალიან მომეწონა სწავლის პროცესი. გარდა ამისა, მე საქართველოში არ ვცხოვრობ და ონლაინ ლექციები ჩემთვის კომფორტული იყო.”

ასე რომ თუ ფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინი სწორედ ის სფეროა, რომელშიც შებობიჯება გსურს, ანუკა გირჩევს, რომ “ყველას ვურჩევდი Commschool -ში ჩაბარებას, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა, სწავლის მანძილზე მუდმივი ყურადღება სკოლის პერსონალისგან. ასევე აღსანიშნავია, სკოლის სწავლის დონე და პროფესიონალიზმი. ლექციები არის ძალიან დალაგებული და ამომწურავი.”

ასე და ამგვარად, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კიდევ მეტად დარწმუნდი, რომ გრაფიკული დიზაინი შენი საოცნებო პროფესიაა, მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება