გურული ჩაი "პლანტაციის" კონტენტ კამპანია - რომა კალანდაძის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

ნება მომეცი, ხელოვნების ახალ ფორმას გაგაცნო. მას კონტენტ მენეჯმენტი ჰქვია და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, როგორც კრეატიულ, ასევე ბიზნეს სამყაროში. კონტენტ კრეატორის პოზიციამ ჩვენი ყურადღება ერთი უბრალო მიზეზის გამო მიიპყრო: იგი შთაგონებას მომგებიანს ხდის.

ეს გასაკვირი არცაა, რადგან კონტენტ კამპანიები ნებისმიერი ბრენდის წარმატების უკან დგას. ის, თუ რა გვიზიდავს ბრენდში, რა იკვეთება მის მესიჯში, რა არის მასში განსაკუთრებული, რაც არ აქვთ სხვებს – ამაზე კონტენტ კამპანია და მისი შემქმნელი გვიყვება. ხშირად მომხმარებლის გულის მოსაგებად, ერთმანეთზე მიწყობილი, სწორად გათვლილი დეტალების ნაკადიც საკმარისია. მთავარია, არ უღალატო შენს უნიკალურ ხედვას (სტრატეგია, რომელსაც კონტენტ კრეატორი ყველაზე უკეთ იყენებს).

რომა კალანდაძე, Content Management-ის კურსდამთავრებული, ამ ბლოგში თავისი გამოცდილების საინტერესო თუ გამომწვევ მხარეებს გაგვიზიარებს. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა Content Management-ის შესწავლა და როგორ მოხვდა ჩვენთან, რომა პასუხს Commschool-ის სასწავლო კურსის აღწერაში ამოკითხული წარწერით იწყებს: „კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან“.

ციფრული მარკეტინგის მენეჯერებისთვის კარგი კონტენტი და მაღალი "ინგეიჯმენტი", სამიზნე აუდიტორიასთან წვდომა დიდი აზარტი, ვნება და წარმატებაა. სასიამოვნოა განცდა, რომ შეგიძლია კარგი და გრძელვადიანი კონტენტ კამპანიით ადამიანების განწყობების, შეხედულებების სასიკეთოდ შეცვლა. ჩემმა სამმა მეგობარმა გაიარა Commschool-ში იგივე კურსი, სამივემ უდიდესი რეკომენდაცია გაუწია, სამივეს ვენდობი და მათი პროფესიული აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა კურსის გავლა.

პანდემიის პირობებში Commschool-ის საკლასო ოთახებმაც ონლაინ გადაინაცვლა. რომამ, თავდაპირველი შიშების მიუხედავად, აღმოაჩინა, რომ ამ სიტუაციაშიც კი, შესაძლებელი იყო ძლიერი კავშირის დამყარება არა მხოლოდ სფეროს შიდასამზარეულოსთან, არამედ პროცესსში ჩართულ ადამიანებთანაც. 

შემიძლია ყველა ჯგუფელი სათითაოდ ჩამოვთვალო და ვთქვა, თუ როგორი ჭკვიანები და კარგები იყვნენ, რამდენი რამ ვისწავლე მათგან და კურსის ლექტორი, უკარგესი ლიანა - ზოგჯერ მიკვირდა როგორ შეეძლო მილიონჯერ გაეწყვიტა საუბარი და ჩვენს კითხვებზე პასუხი გაეცა. ნამდვილად დასაფასებელი იყო მისი დამოკიდებულება, მონდომება და ენერგია, რომელიც მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ჩანდა. ეს ადამიანები და ურთიერთობები იყო ჩემთვის ყველაზე დიდი და სასიამოვნო გამოცდილება, იმ პრაქტიკულ, მნიშვნელოვან დავალებებთან ერთად, რომელსაც ყოველი დღის შემდეგ ვაკეთებდით.

კურსის ბოლოს დაგიგროვდება საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ კონტენტ კამპანია შექმნა ნებისმიერ იდეაზე, სასურველ ბრენდზე/კომპანიაზე/სტარტაპზე, რომელსაც აქვს მთავარი მესიჯი, ბექგრაუნდი, tone of voice და ინსაითი. რაც მთავარია, ისწავლი, როგორ ჩაუშვა იგი სხვადასხვა სოციალურ მედია არხში, გაეცნობი თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მიდგომას.

ამ ყველაფერში კი დაგეხმარება ფინალური პროექტი, რომლის შექმნის გარეშეც არცერთი კურსდამთავრებული არ ტოვებს პროგრამას. ფინალური პროექტი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული რეალურ პროექტს და საშუალებას გაძლევს, მოსინჯო შენი თავი და შესაძლებლობები. მასზე მუშაობის პროცესი რომასთვის განსაკუთრებით ინფორმატიული და შემოქმედებითად დატვირთული აღმოჩნდა. პროექტის თემა და სტრუქტურა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: პირველ რიგში, უნდოდა ყოფილიყო რეალური და არა აბსტრაქტული. მეორე – უნდოდა, კონტენტი თავად შეექმნა, გადაეღო და ამისთვის მომზადებულიყო. მესამე – უნდოდა ამბავი მოეყოლა საინტერესო ადამიანების შესახებ, რომლებიც ქმნიან და შრომობენ და მეოთხე – ეძებდა თავგადასავალს.

მე გურიიდან ვარ, ამიტომ ავარჩიე გურული ჩაი და ჩემი ძვირფასი მეგობრის საწარმო ,,პლანტაცია’’. ჩემთვის მთავარი გამოწვევა იყო ისეთი ინსაითის მოფიქრება, რომელიც რეალურ განწყობებს და შეგრძნებებს გადმოსცემდა, რაც ჩაის კრეფის დროს ვიგრძენი, უკარგეს, უშრომისმოყვარულეს, იუმორით და ღიმილით სავსე გურულ მეჩაიე ქალებთან ერთად. ამიტომ დავწერე ის, რაც დავწერე, მათი ხელებით, ენერგეტიკით, სისხარტით.

პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ჩემი საქმიანობა ნაკლებად ქაოსური გახდა, ვისწავლე ბევრი რამის წინასწარ გათვალისწინება და დაგეგმვა, ისეთი დეტალების, რომელსაც ალბათ სხვა დროს დიდ ყურადღებას არ დავუთმობდი.

ადმინისტრაციასთან ურთიერთობას რომა ერთი სიტყვით ახასიათებს:„უკარგესი!“. როგორც ამბობს, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ კურსი ცხოვრების ამ ეტაპზე სჭირდებოდა და შესაფერისი დრო გააჩნდა, მაგრამ Commschool-ის გუნდთან კომუნიკაციამ, მათმა დამოკიდებულება და მომსახურებამ დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ამიტომ, იგი ყველას ურჩევს, გადადგან პირველი ნაბიჯი და შემოუერთდნენ ამ გარემოს. 

ძალიან დიდი გამოცდილების, დადებითი ენერგეტიკის, ახალი და საინტერესო ურთიერთობების მისაღებად, ქომსქული იდეალური ადგილია. ამიტომ ყველას ვურჩევ, ვისაც უნდა განვითარება, სწავლა და თავგადასავლები.

ვისთვისაა ეს კურსი? ყველასთვის, ვინც არის ან უნდა რომ იყოს შემოქმედი. ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს. ამ გაკვეთილების შემდეგ შეგეძლება:

თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ზემოთ წაიკითხე, შენი მოწოდებაა, ან უბრალოდ დაინტერესდი ამ სფეროთი და მეტის გაგება გსურს, ბევრი არ დააყოვნო, შემოგვიერთდი, Content Management-ის კურსზე! ქვემოთ ლინკს დაგიტოვებ, დანარჩენს კი Commschool-ში მოგიყვებით. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება