რატომ უნდა აირჩიო Angular ტექნოლოგია?

blog-detail-img

თუ ცდილობ, აირჩიო, ვებ-დეველოპმენტის რომელი მიმართულებით წახვიდე და თან HTML, CSS და JavaScript-საც უკვე კარგად იცნობ, Angular ტექნოლოგია შენთვის შესაძლოა საინტერესო იყოს: ის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა, რომლის პროფესიონალებზეც მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.   

Angular თანამედროვე front-end დეველოპმენტის ტექნოლოგიაა, რომელიც Google-ის მიერაა შექმნილი. შესაბამისად, დიდი მხარდაჭერაც აქვს –  კორპორაცია Angular-ის განახლებასა და მისი ეკოსისტემის გაზრდაზე ძალიან დიდ ძალისხმევას დებს.  აქვე პატარა ფაქტებსაც შემოგაშველებ:

GitHub-ის გამოკითხვის მიხედვით,  Angular ყველაზე მოთხოვნადი N3 მიმართულებაა front-end-ში და საშუალო ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი აქვს: საქართველოში Angular-ის დეველოპერების საშუალო ხელფასი 4300 ლარია, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე – კიდევ უფრო მაღალი. Statista-ს მონაცემების თანახმად, 2020 წელს დეველოპერების  25.1% ვებ-აპლიკაციების შესაქმნელად სწორედ Angular-ს იყენებდა, ხოლო W3Tech-ის მონაცემების მიხედვით,  Angular-ზე არჩევანს ყველაზე მაღალი სწორედ traffic-ის მქონე საიტები აჩერებენ. მაგალითად, Angular არის გამოყენებული ისეთი საიტების შესაქმნელად, როგორიცაა: Google, Upwork, TBC, Adjarabet, PayPal, Bank Of Georgia, Forbes, Europebet, The Guardian.. ამჟამად Angular-ით 3 600 000 საიტია შექმნილი. 

საინტერესო მონაცემებია არა?! მგონი ნამდვილად ღირს რესურსის ჩადება  Angular-ის შესასწავლად – თუ ამ აზრმა შენც დაგაფიქრა, გაეცანი თბილისის კომუნიკაციის სკოლის Angular-ის  კურსს, სადაც 60 საათის განმავლობაში ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. კურსის ბოლოს კი TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ კოდის წერას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS).

კურსს ელენე კვარაცხელია წაიყვანს, რომელიც ამჟამად TBC-ში Chapter Lead-ის პოზიციას იკავებს რითეილ ინტერნეტ ბანკის გუნდში. ელენეს სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო და რთულ enterprise დონის აპლიკაციებს, ასევე სხვადასხვა Start-up-სა და უცხოურ კომპანიებს. ის ასევე წარმოადგენს Women Tech Makers-ის ელჩს საქართველოში.

თუ უკვე არ იცი გეტყვი, რომ Angular-ის კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 3 კურსდამთავრებულიდან ერთ-ერთი გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას ფინტექ კომპანია Optio.ai-ში.

ისღა დაგვრჩენია, გითხრათ, რომ Commschool-ის Angular-ის კურსზე რეგისტრაცია  დაწყებულია, ადგილები კი – ლიმიტირებული. შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება