'ქეთო და კოტეს' რებრენდინგი - ანა ფირცხალაიშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსი ზუსტად იმ ცოდნას აძლევს სტუდენტებს, რომელსაც დამსაქმებლები ითხოვენ და ელიან

თუ გაქვს სურვილი ისწავლო გრაფიკული დიზაინი 0-დან და ამ გზით გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Graphic Design-ის კურსდამთავრებული, ანა ფირცხალაიშვილი გაგაცნო, რომელიც კურსისა და ფინალური პროექტის შესახებ გვესაუბრება.

აქვე გეტყვი, რომ Alumni Club-ის ფარგლებში კურსზე საუკეთესო კურსდამთავრებულებისთვის ჩვენს პარტნიორ კომპანიებში გარანტირებული სტაჟირება მოქმედებს. 

კურსის ბოლოს ანამ სხვა სტუდენტების მსგავსად ფინალური პროექტის ფარგლებში რებრენდინგზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც არჩევანი მის საყვარელ რესტორანზე, ‘ქეთო და კოტეზე’ შეაჩერა.

ანა გრაფიკული დიზაინით სტარტაპზე მუშაობის დროს დაინტერესდა, რამაც გრაფიკული დიზაინის შესწავლისკენ უბიძგა. კურსების ძიებისას კი არჩევანი Commschool-ზე გააკეთა:

ხშირად მესმოდა Commschool-ის ალუმნების წარმატების ისტორიები, რამაც დამარწმუნა, რომ კურსი ზუსტად იმ ცოდნას აძლევდა სტუდენტებს, რომელსაც დამსაქმებლები ითხოვენ და ელიან. შემდეგ მოვიძიე კურსზე და ლექტორზე ინფორმაცია, რის შემდეგაც ძალიან პოზიტიური მოლოდინები შემექმნა

ანა გვიზიარებს, რომ კურსის განმავლობაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესაბაში დაეხმარა:

თეორიულ ნაწილს ყოველთვის თან სდევდა პრაქტიკული დავალებები, რომლებსაც ლექტორი თითოეულ მოსწავლესთან სათითაოდ განიხილავდა და ზოგადი კომენტარების ნაცვლად, კონკრეტულად ჩვენი ნამუშევრის გაუმჯობესებაში გვეხმარებოდა

ანა ფინალურ პროექტზე მუშაობასაც სასიამოვნოდ იხსენებს და ამბობს, რომ:

მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ერთი მხრივ, სრული თავისუფლება და მეორე მხრივ, ლექტორის მუდმივი მხარდაჭერა მქონდა. შედეგით კმაყოფილი და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი. დავინახე, რომ მცირე დროში მიღებული ცოდნითაც შესაძლებელია რაღაც კარგის შექმნა.”

აქვე გეტყვი, რომ კურსზე ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი, რასაც თავად ანაც აღნიშნავს:

მე ხატვა არ ვიცი და ამიტომ სულ ვუფრთხოდი ამ პროფესიას, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სწორად მიღებული ცოდნით, რომელსაც Commschool-ში ნამდვილად გაძლევენ, საშიში არაფერია

ანა კურსის შესახებაც გვიზიარებს შთაბეჭდილებეს და ამბობს რომ:

“ხშირად ხდება, როცა პროფესიული კურსების გავლისას ბედის ანაბარა აღმოჩნდები ხოლმე. Commschool-ის შემთხვევაში კი ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ მოხდა. ადმინისტრაციას მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენთან. სულ გვეკითხებოდნენ აზრს და ნებისმიერ უკუკავშირზე უსწრაფესად რეაგირებდნენ.” 

ასე და ამგვარად, როგორც ხედავ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი სწორედ დამწყებთათვისაა და მის გასავლელად არანაირი წინაპირობა არაა საჭირო. 

ვფიქრობ ანას ისტორია შენთვის საინტერესო იყო. ამიტომ თუ ნამდვილად გინდა გრაფიკული დიზაინის სწავლა გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება