ქეთევან ბარბაქაძის ფინალური პროექტი - Content Management

blog-detail-img

კონტენტ მენეჯმენტის კურსი ზუსტად იმ გარემოს და განწყობას ქმნიდა, როგორსაც იდეალურ შემთხვევაში წარმოვიდგენდი.” – ასე აფასებს ქეთევან ბარბაქაძე Commschool-ში მიღებულ  გამოცდილებას. თუმცა გარემოსა და ცოდნასთან ერთად, ქეთევანსაც და Commschool-ის ყველა კურსდამთავრებულსაც კარიერული წინსვლის განსაკუთრებული შესაძლებლობაც ეძლევათ. 

შესაძლოა, უკვე გსმენია კიდეც Commschool-ის Alumni Club-ის შესახებ. ჩვენი ნებისმიერი კურსდამთავრებული ავტომატურად ხდება მისი წევრი, რაც ნიშნავს, რომ Commschool-ის პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე უჩნდება წვდომა. ჩვენს პარტნიორებს შორის კი ისეთი კომპანიებია, როგორიც Holmes & Watson, Adjarabet, Redberry და JWT Metro არიან.
სწორედ Alumni Club-ის ფარგლებში Content Management-ის კურსდამთავრებულმა ანანო ჭელიძემ თავისი კარიერა Redberry-ში დაიწყო  და ამ ამბის შესახებ მეტის გაგება ჩვენი სხვა ბლოგიდან შეგიძლია.

ბრენდი, რომლის კონტენტ-კამპანიაც ქეთევანმა თავისი ფინალური ნაშრომით დაგეგმა, მისი დიდი ხნის იდეაა:

“შემოქმედებითი პროცესი ბავშვობიდან მხიბლავდა, მივედ-მოვედებოდი ყველაფერს. თემა, რომელიც შევარჩიე, ასევე ხელოვნების სხვადასხვა განხრას გააერთიანებდა. Freaky Frau იდეა და სურვილია, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ და რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში ვაპირებ.”

ქეთევანის წარმოდგენით, Freaky Frau – Design Studio & Shop იქნება სივრცე, რომელიც ძირითადად ნაქსოვ ნაწარმზე კონცენტრირდება და ხალიჩებსა და საინტერესო კონცეპტუალურ ნივთებს შექმნის.

“Freaky Frau-ს პირველი ნაბიჯი ქსოვილებთან ურთიერთობით დაიწყება და ბევრ ისტორიასა და ამბავს დაიტევს. სხვადასხვა ფორმით დაიწყებს ინტერაქციას, რაც შემდეგ გაფართოვდება და მრავალმხრივ განვითარდება.“ – ფინალურ ნაშრომში ქეთევანმა Freaky Frau-ს კონტენტ-კამპანია სოციალური მედიის სხვადასხვა არხებისთვის დაგეგმა. მის იდეებს ამ ვიდეო-სლაიდით კიდევ უფრო უკეთ გაეცნობი:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ქეთევან ბარბაქაძეს თავისი ცოდნისა და იდეების გამორკვევაში დაეხმარა:

პროექტის მზადებისას მივხვდი, რომ გაფანტულმა აზრებმა ერთად მოიყარა თავი, პრიორიტეტებად დალაგდა და საწყისი და შემდგომი ნაბიჯები უფრო სიღრმისეულად გამააზრებინა.

მეტიც, მისი თქმით, Content Management-ის კურსის დასკვნით ეტაპზე მის მიერ მიღებული ცოდნა ინტუიციურად მოქმედების თავდაჯერებულობას აძლევდა:

“პროცესს რაღაც მომენტიდან ინტუიციურად ვმართავდი, არ ვიცოდი საბოლოოდ რა გამოვიდოდა, თუმცა ყველაზე დიდი აზარტი ეს იყო. სწორედ ამ დროს აღმოაჩენ, რომ, თურმე, შენი იდეები ბევრად ხელშესახებია, ვიდრე წარმოგიდგენია. ამ ყველაფერმა ბევრად უკეთ დამანახა ჩემი შესაძლებლობები.”

ქეთევანის თქმით, გარემომ, რომელიც Commschool-ში დახვდა, მოლოდინი გაუმართლა და კიდევ უფრო მეტიც:

პროდუქტიულობისა და შთაგონების მისაღებად გარემო ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონტენტ მენეჯმენტის კურსი კი ზუსტად იმ გარემოს და განწყობას ქმნიდა, როგორსაც იდეალურ შემთხვევაში წარმოვიდგენდი. ეს საინტერესო ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის, Commschool-ის ყველაზე ყურადღებიანი კოორდინატორისა და კურსის მთავარი გმირის, ლექტორის, ერთობლივი დამსახურებაა.

კონტენტის კურსი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, რომელსაც შემოქმედებითი პროცესი და სოციალური არხები აინტერესებს. ბრენდისა და მისი აუდიტორიის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი კონტენტ კამპანიისთვის კრეატიული იდეების მოფიქრება და დამოუკიდებლად დაგეგმვა, კამპანიის ელემენტების (ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა) მომზადება და რაც მთავარია, კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება – ყველა ამ უნარის შეძენა კონტენტ მენეჯმენტის კურსის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაშია შესაძლებელი.

ამდენად, თუ მზად ხარ, რომ ასეთ ქომსქულელად იქცე და კონტენტ მენეჯმენტის კურსმაც გაგიღვიძა ინტერესი, კურსზე დარეგისტრირება უკვე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება