ამბები Intro to Programming-ის კურსიდან - მიხეილ ელეიშვილი

blog-detail-img

Introduction to Programming-ის კურსის განმავლობაში შეძენილი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, მე მჯერა, რომ ახლა უკეთესად ვარ პოზიციონირებული პროგრამირების სფეროში კარიერული წინსვლისთვის

ტექნოლოგიურ საუკუნეში  ყველა სფეროს დიჯიტალიზაცია ხდება. პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია სასერვერო მხარის პროგრამირება.

თუ დაინტერესებული ხარ პროგრამირებით და გსურს საკუთარ თავში აღმოაჩინო ახალი უნარ-ჩვევები, ეს ბლოგი შენთვისაა, რადგან გაგაცნობ Introduction to Programming-ის კურსდამთავრებულს – მიხეილ ელეიშვილს.

მიხეილმა თავისი მომავალი პროფესია პროგრამირებას დაუკავშირა და უნივერსიტეტის პარალელურად გადაწყვიტა ამ სფეროსთვის საჭირო სფეციფიური უნარები კურსის საშუალებით გაეღრმავებინა.

მაინტერესებს პროგრამირება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, მომწონს სამუშაო გარემო რომელიც უშუალოდ კომპიუტერთანაა დაკავშირებულის. ვაპირებ ამ სფეროში უფრო მეტი ენერგიისა და შრომის ჩადებას, რადგან საკუთარ თავს მომავალში სწორედ ამ სფეროში ვხედავ

კურსის მსვლველობა მიხეილისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში არამარტო სასწავლო გამოცდილება მიიღო, არამედ იყო ისეთი მომენტები, როდესაც უწევდა საკუთარ თავთან ბრძოლა, რადგან კოდის წერა საკმაოდ რთული პროცესია და ამ დროს მნიშვნელოვანია გაიაზრო, თუ რა არის გაღებული შრომის საპირწონე შედეგი.

კურსი საკმაოდ გამართულია იმ მხრივ, რომ შენ შეგიძლია ნულოვანი ცოდნით დაიწყო სწავლა, გაქვს იმის შანსი, რომ გამოიყენო ზღვა მასალა, დაიხმარო ლექტორი და მიიღო სასურველი ცოდნა.

programming

ფინალური პროექტი

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, დავალება მოიაზრებდა იმას, რომ სტუდენტებს შესწავლილი პროგრამის დახამრებით უნდა შეექმნათ Loan Api, რასაც საკმაოდ დატვირთული დეტალები მოყვებოდა, მაგრამ მიხეილისთვის სწორედ ეს პროცესი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო და მნიშვენლოვანი, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად შეასრულა პროექტი.

ჩემთვის ღირებული სწორედ ის ნაწილია, სადაც გვასწავლიან სირთულების დროს როგორ მოვიქცეთ; სადაც გვიზიარებნ თავიანთ გამოცდილებებს და გვაძლევენ დავალებებს, რომლის ამოხსნის მერეც თამამად შეგიძლია თქვა რომ შენ რაღაც ახალი შეძელი.

პროგრამირების კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილის თქმით, უფრო ნათლად მიიღო თავისი კარიერული პროგრესი ამ სფეროში. გაუმჯობესებული უნარებისა და ცოდნის საფუძველზე კი, საშუალება მიეცა კიდევ უფრო წინ წაიწიოს საკუთარ კარიერაში.

მე მივიღე ცოდნა კოდირებაში, გამართვასა და პრობლემების გადაჭრაში. ტექნიკური უნარების ამ გაუმჯობესებამ უდავოდ გაზარდა ჩემი ნდობა პროგრამირების რთული გამოწვევების დაძლევაში.

თუ შენც გაიტერესებს პროგრამირება

მიხეილი გვიზიარებს, რომ ამ სფეროსთვის აუცილებელია მისდამი ინტერესი, შრომისმოყვარეობა, სირთულებისკენ სწრაფვა, კონცენტრაცია და მიზანდასახულობა. ეს უნარები კი სწორედ კურსის განმავლობაში განავითარა და გამოიყენა, მათ კი ვინც დაინტერესებულია პროგრამირებით, მიხეილი ურჩევს:

ვეტყოდი რომ უბრალოდ არ გაჩერდნენ და არ გადადონ ხვალისთვის, რადგან Intro to Programming-ის კურსი სრულიად მზად არის რომ მომავლისკენ გზა გაგიხსნათ, თავიანთი პროფესიონალი ლექტორებით და გამოცდილი ჯგუფით.

ასე, რომ თუ მზად ხარ პროგრამირების მაგიურ სამყაროში შეაბიჯო, აითვისო ახალი უნარ-ჩვევები და პროფესია, Commschool-ი მზადაა ამაში დაგეხმაროს, შემოგვიერთდი კურზე!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება