თამარ კაპანაძის ფინალური პროექტი: კონტენტ კამპანია "კატა კოტე"

blog-detail-img

რატომ არის კონტენტის შექმნა ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის? მარტივი მიზეზების გამო – იგი ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, ზრდის მის ავტორიტეტს და ნდობას, ეფექტურად გამოიყენება სოციალური მედიის სტრატეგიებში. ასევე, იგი უფრო ეფექტიანია და ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით იაფი ხელსაწყოა. ამიტომ, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კომპანიას ჰქონდეს კონტენტ კამპანია და კონტენტ სტრატეგია.

თუ კონტენტის შექმნა სიამოვნებას განიჭებს და გსურს, მეტი გაიგო მისი ეფექტურად მართვის სტრატეგიების შესახებ, ამ ბლოგს გაეცანი. ჩვენი კურსდამთავრებული თამარ კაპანაძე მოგიყვება, რა გამოცდილება დააგროვა პროგრამის ფარგლებში და როგორ აქცია დაუდევარი კატა კოტე კონტენტ კრეატორად.

content management თამარ კაპანაძე

თამარი ქოფირაითერია და ყოველდღიურ საქმიანობაში კონტენტთან ხშირი შეხება აქვს. ამიტომ, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ამ მიმართულებით უფრო სიღრმისეული ცოდნა მიეღო და საკუთარი თავი პრაქტიკულადაც გამოეცადა. 

commschool-ს თვალს ყოველთვის შორიდან ვადევნებდი და ბლოგებსაც ვკითხულობდი. მახსოვს, ვფიქრობდი, ნეტავ, ოდესმე ჩემზეც თუ დაწერენ ასეთ ბლოგს-მეთქი. ვათვალიერებდი სილაბუსებსა და ლექტორებს, რომლებიც ყოველთვის მამახსოვრდებოდნენ საინტერესო პორტფოლიოებითა და გამოცდილებებით.

content management თამარ კაპანაძე

როგორც თამარი აღნიშნავს, კურსი იმაზე მეტად კომპლექსური და ინფორმატიული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინა. მთავარ გამოწვევად სწორი და ზუსტი რეფერენსის პოვნას მიიჩნევს, რა დროსაც დაუსრულებლად გიწევს სხვადასხვა პლატფორმაზე ქექვა. თუმცა ამ პროცესს ბევრად ამარტივებდა და სასიამოვნოს ხდიდა ლექტორის მიერ გაზიარებული აპლიკაციები, პლატფორმები და პატარა ხრიკები. თამარისთვის ყველაზე ღირებული სწორედ დავალებებზე მუშაობა აღმოჩნდა. თითოეული კვირის სავარჯიშოს გაკეთებისას ახალ უნარებს იძენდა. ამ გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებას კი აუცილებლად აპირებს სამომავლო პერსპექტივაში კონტენტზე მუშაობის პროცესში.

Content Management - რას ისწავლი კურსზე?

კურსის განმავლობაში სტუდენტები მრავალ ციფრულ პლატფორმასა და მასზე ონტენტის განთავსების სტრატეგიებს ეცნობიან. მათგან თამარისთვის განსაკუთრებით საინტერესო Instagram, Facebook და TikTok პლატფორმებისთვის კონტენტზე მუშაობის პროცესი აღმოჩნდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები ყველასათვის კარგად ნაცნობია, მან ბევრი საინტერესო ფუნქცია აღმოაჩინა და მათი კრეატიულად გამოყენების გზა მონახა.

კურსის გავლამდე კონტენტის შესახებ უფრო მეტად ჩარჩოებში მოქცეული წარმოდგენა მქონდა. ვიაზრებდი, ყველაფერი ჩვენ გარშემო კონტენტი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი ინსაითისთვის აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია.

კონტენტ მარკეტინგის პროგრამა

დაიწყე სწავლა 15 მაისიდან

ასევე გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო YouTube-ის პრეროლების განხილვა. კურსის გავლამდე თამარს მიაჩნდა, რომ ამ პლატფორმაზე არსებული პრეროლები ძალიან გამაღიზიანებელი და მოსაბეზრებელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა უბრალოდ სასურველი ვიდეოს ჩართვა გინდა და რეკლამას დასასრული არ უჩანს. ამიტომ, ჰქონდა კითხვა, თუ რატომ იყო ბრენდის მიმართ მომხმარებლებში ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულება მომგებიანი. პასუხს კი ერთ-ერთ ლექციაზე მიაგნო, როდესაც ლექტორმა რამდენიმე საინტერესო პრეროლი აჩვენა. მათი დამსახურებით კი მიხვდა, თუ როგორ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ფუნქცია შენს სასიკეთოდ, ნებისმიერ პლატფორმაზე, თუ საკმარის კრეატიულობას მოუხმობ.

commschool-ის კურსები პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. პრაქტიკული დავალებებით არც ეს პროგრამაა გამონაკლისი. მათ შორის თამარისთვის ყველაზე მეტად გამორჩეული იყო დავალება, როცა უნდა მოეფიქრებინა მინი კამპანია ნებისმიერი ბრენდისთვის და კონტენტისთვისს თავად გადაეღო ფოტოები. მისი თქმით, როცა თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას თავად იღებ, მესიჯსაც იფიქრებ და კონტენტის შექმნაშიც უშუალოდ ხარ ჩართული, დიდ გამოცდილებას იღებ. ეს კი მეტ თავდაჯერებას გმატებს.

კონტენტ კამპანია - კატა კოტე

პროგრამის ბოლოს სტუდენტები ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც კონტენტ კამპანიის შექმნას შეეხება. სტუდენტები ირჩევენ სამ პლატფორმას და თითოეულისთვის მასზე მორგებულ კონტენტს ქმნიან, ზუსტი რეფერენსებით, მესიჯით, Tone of voice-ითა და ინსაითით. თამარი ამბობს, რომ მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.

კონტენტ კამპანია კატა კოტე
კონტენტ კამპანია კატა კოტე ინსაითი

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, დასრულების შემდეგ გამბედაობა და ძალა მომემატა, უფრო მეტი თავდაჯერებულობა ვიგრძენი და თითქოს ისევ მზად ვიყავი ახალ კამპანიებზე სამუშაოდ.

ფინალური დავალებისთვის არჩევანი “ირაოს” დაზღვევაზე შეაჩერა, რომელიც მომხმარებლებს კატების დაზღვევას სთავაზობს. თამარის მთავარი შთაგონება ცნობილი ანიმაციის პერსონაჟი, გარფილდი იყო. ამიტომ კამპანიის ცენტრალურ პერსონაჟად მისი ქართული ვარიანტი, დაუდევარი კატა კოტე შეარჩია. სწორედ კოტე აქცია კამპანიის მთავარ კონტენტ კრეატორად. ძირითადი ინსაითი კი შემდეგი იყო: სულ რომ დავუჯეროთ ცრურწმენას და ჩავთვალოთ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ, ამ 9 სიცოცხლესაც დაზღვევა სჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ინსაითის მიგნებაა. როგორც ანიმაციებშია ხოლმე, თავზე რომ ნათურა უნათდებათ, ზუსტად ეგ პროცესია. ფიქრობ, ფიქრობ, უამრავ რეფერენსსა და კამპანიას ათვალიერებ, შენს საყვარელ წიგნებს, ფილმებს, სიმღერებს იხსენებ და ფილტრავ. მოულოდნელად კი იდეა შემოიჭრება და ნათურას გაანათებს. წკაპ - აი, ამ სიტყვით შემიძლია ავხსნა ეს მომენტი. ზუსტად ერთი 'წკაპ' გჭირდება, რომ დაიწყო და სანამ ბოლომდე არ მიიყვან, უბრალოდ არ უნდა გაჩერდე.

თამარისთვის მნიშვნელოვანი იყო ლექტორის მხარდაჭერა. იგი დამეხმარა, რომ სწორი მიმართულებით წასულიყო და იდეების მოფიქრებისას თავდაჯერებულობა შეენარჩუნებინა. თამარი აზრით, კამპანიის იდეებზე მუშაობისას გამბედაობა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ მხრივ კი, ლექტორის კომენტარებმა და შეფასებებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მის თავდაჯერებულობაზე. ფიქრობდა, რომ, ინსაითის სიმარტივიდან გამომდინარე, კამპანია შესაძლოა ბანალური გამოსულიყო. თუმცა საბოლოოდ სხვადასხვა კრეატიული გაშლა მოიფიქრა და კამპანიაც ეფექტური გამოვიდა.

ამ სფეროთი დაინტერესებულებს კი ურჩევს, რომ პირველ რიგში, თავად უნდა ენდობოდნენ მათ იდეას, რათა სხვების კეთილგანწყობაც მოიპოვონ. რადგანაც კონტენტის იდეაზე მუშაობა და შემდგომ მისი რეალიზება ძალიან შრომატევადია, პრაქტიკული რჩევა იქნებოდა კალენდრის წარმოებაც. მომავალ სტუდენტებს კი თამარი დავალებების შესრულებას გირჩევთ.

არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა თავიდან გეგონა, არ გამოგივიდოდა, ბოლოს კი საკუთარი შესრულებული დავალებით სიამაყის ნაპერწკალი გაგიკრთება თვალებში.

თამარი უკვე ბევრ პლატფორმასა და აპლიკაციას იყენებს სამსახურის ყოველდღიური დავალებების შესრულებისას. ამან მეტად მისცა ბიძგი, აეღო სრული პასუხისმგებლობა პროექტებზე და არ შეშინებოდა მისი იდეების გაჟღერების. თუ შენც გსურს, რომ კრეატიულ სამყაროში გადაეშვა და მეტი გაიგო კონტენტის შექმნის შესახებ, commschool-ში გელოდებით!

კურსები მარკეტინგის მიმართულებით:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება