ნატა ჯანეზაშვილის კარიერული განვითარების ისტორია - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

blog-detail-img

ალბათ, შენთვისაც წარმოუდგენელი შეიძლება იყოს 14-ლექციანი პროგრამის გავლის შემდეგ გრაფიკულ დიზაინერად დასაქმება, მაგრამ… ნატა ჯანეზაშვილმა გრაფიკული დიზაინის შესწავლა Commschool-ში ნულიდან დაიწყო, აქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი კომპანია REDMED-ში იყენებს, სადაც გრაფიკული დიზაინერის პოზიციას იკავებს.  ამ ბლოგშიც მისი წარმატების ამბავს მოგიყვებით.

ნატას თქმით, როცა ყველაფერი იწყებოდა, სასწავლებლის შერჩევას საკმაო დრო დაახარჯა, შედეგების აწონ-დაწონვის შემდეგ კი არჩევანი Commschool-ზე შეაჩერა:

გრაფიკული დიზაინის სწავლა ნულიდან დავიწყე. დიდხანს ვარჩევდი, რომელი სკოლა სჯობდა და ბოლოს გადავწყვიტე, Commschool-ში ჩამებარებინა. პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.” 

მიზეზი, რის გამოც Commschool-მა ნატას მოლოდინები გაამართლა, პირველ რიგში, კურსის შინაარსობრივი გამართულობა იყო. საერთაშორისო დიზაინერული პრაქტიკის გაცნობა და გარჩევა ნატასთვის სწავლის პროცესის განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი იყო:

“ტექნიკური ცოდნის მიღების პარალელურად ყოველ ლექციაზე ვეცნობოდით მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების შემოქმედებასა და თანამედროვე ტრენდებს დიზაინში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.”

აქვე, გაეცანი ნატას ფინალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მან Art Design-ის რედიზაინზე იმუშავა.

ესეც არ იყოს, ნატასთვის კურსი საკუთარ პროფესიულ მიმართულებაში გადარკვევადაც დამხმარე აღმოჩნდა:

კურსი ძალიან დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ძალიან მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ამ პროფესიით შემიძლია, სიამოვნება მივიღო.”

საერთო ჯამში კი, რაც მთავარია, ინტენსიური კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამოუკიდებული პროფესიული მუშაობის დასაწყებად საკმარისი აღმოჩნდა: 

კურსზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა. მოკლე დროში საკმაოდ დიდი მასალა შევისწავლე – საკმარისი იმისათვის, რომ სხვადასხვა პროექტზე დამოუკიდებლად მემუშავა.

ამდენად, ნატამ აღარც დააყოვნა და თავისი უნარების რეალიზებისთვის ძალები კომპანია REDMED-ის გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მოსინჯა. მისმა მცდელობამ წარმატებული შედეგი გამოიღო:

კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვიმუშავე ფრილანსერად. ამ ეტაპზე კი კომპანია REDMED-ში ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად.” 

საბოლოოდ, კიდევ ერთი რამ, რაც ნატასთვის შესამჩნევი აღმოჩნდა, ერთმანეთის დახმარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებაა, რომელიც კურსის დამთავრების შემდეგაც კი უცვლელად შენარჩუნდა:

ძალიან კარგი ისაა, რომ, კურსის დასრულების მიუხედავად, თუ რამე კითხვა გაგვიჩნდება, გვაქვს ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია შეკითხვის დასმა და როგორც ლექტორი, ასევე ჯგუფელებიც ვეხმარებით ერთმანეთს.” 

ამ ყველაფრის ფონზე, Commschool ნატასთვის იმ ადგილად იქცა, რომლსაც არამხოლოდ რეკომენდაციას უწევს, არამედ მასთან სამომავლო ურთიერთობასაც აპირებს:

ვინც დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით აუცილებლად Commschool-ში ჩაბარებას ვურჩევ. ვფიქრობ, საუკეთესო სკოლაა და აუცილებლად ვაპირებ სხვა კურსების შესწავლასაც.”

ნატა  ჯანეზაშვილმა გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში ყველა საჭირო ცოდნა და უნარი მოაგროვა, რაც მას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე დასასაქმებლად შეიძლება, დასჭირვებოდა. კურსის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალ უნარს შეძენა შეგიძლია: კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ აუცილებელ ცოდნას არ საჭიროებს.

ნატამ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის გავლით თავისი პირველი პროფესილი ნაბიჯი გადადგა გრაფიკულ დიზაინში. იმავეს მიღწევა შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება