"მთავარია მაქსიმუმი გააკეთო და ყველაფერი გამოვა”- ეკატერინე ჯავახიშვილის კარიერული განვითარება

blog-detail-img

სოციალურ ქსელში საინტერესო შესაძლებლობები უეცრად ჩნდება. ასე მაგალითად, ფეისბუქზე მორიგი სქროლვის დროს, შესაძლოა მეგობრის გაზიარებული პოსტი შეგხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ჩვენი კურსდამთავრებულის ეკატერინე ჯავახიშვილის ისტორია მსგავსია. გრაფიკული დიზაინის სწავლა დიდხანს უნდოდა. კომუნიკაციის სკოლაზე არჩევანი 3 მიზეზის გამო გააკეთა: კარიერული განვითარების საშუალება, ლექტორი და ონლაინ კურსი.

“პოლონეთში ვცხოვრობ და დისტანციური სწავლების რეჟიმი ჩემთვის ძალიან კომფორტულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია შენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლო. თან, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ლექტორის გამოცდილება – როდესაც გავიგე ვანო საგინაშვილზე, მივხვდი, რომ ეს კურსი აუცილებლად უნდა გამევლო. მასზე ხშირად მსმენია ჩემი მეგობრებისგანაც, ერთად მუშაობდნენ და ვიცოდი, რომ ვანოსგან ბევრს ვისწავლიდი.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი კარიერული განვითარების შესაძლებლობაა. მთავარია მაქსიმუმი გააკეთო და ყველაფერი გამოვა”

ალბათ უკვე იცით, თუ არადა გეტყვით, რომ კომუნიკაციის სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხებიან Alumni Club-ში, რომლის ფარგლებშიც მათ კარიერულ წინსვლაში მაქსიმალურად ვეხმარებით. ეკატერინე საქართველოში არ ცხოვრობს და მისი სტაჟირება შედარებით რთულ საკითხს წარმოადგენდა, რადგან სტაჟირებები ძირითადად ფიზიკურად მიმდინარეობს. თუმცა, სარეკლამო სააგენტო Redberry-სთან მოლაპარაკებების შედეგად, მას ონლაინ სტაჟირების შესაძლებლობა მივეცით.   

“კომუნიკაციის სკოლა ბევრი მიზეზის გამო გამოირჩევა. ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონალის მხრიდან მხარდაჭერაა – გრძნობ, რომ შენს დახმარებას მაქსიმალურად ცდილობენ სტაჟირებასა და სხვა საკითხებში. კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო სარეკლამო სააგენტოში დავსაქმდი. Redberry-ს გუნდის წევრებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ჩემს ინტერესებს ითვალისწინებენ და მეხმარებიან. სტაჟირება მაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაო განსხვავებულ ბრენდებზე და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა კარიერული განვითარებისკენ”

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატიულ სააგენტოებში მოხვედრა ჩვენს ნებისმიერ კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ მონდომებაა საჭირო- კურსის დასრულების შემდეგ, ტოპ 3 კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას კრეატიულ სააგენტოებში  გაივლის: Windfor’s, Holmes & Watson, JWT Metro

“კურსის განმალობაში ვსწავლობდით ილუსტრატორს და ფოტოშოპს და ამ პროგრამების ხელსაწყოებთან მუშაობას ასევე გრაფიკული დიზაინის როლს კომუნიკაციაში, ტრენდებს, მიმართულებებს, ტიპოგრაფიას, ფერთა თეორიას და ა.შ. ყოველივე ლექციის შემდეგ გვქონდა დავალებები, რითიც გაკვეთილზე გავლილ მასალის განმტკიცება შეგვეძლო. განსაკუთრებით საინტერესო იყო რეალური პროდუქტის შეფუთვაზე მუშაობა, ასევე სხვადასხვა ბრენდების ვიზუალური იდენტობის რედიზაინი” –  იხსენებს ეკატერინე

ქვევით შეგიძლია თვალი გადავავლოთ ეკატერინეს პორტფოლიოს, რომელიც კურსის განმავლობაში შესრულებული დავალებების მიხედვით არის შექმნილი

თუ შენც ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლას და გინდა, გქონდეს პორტფოლიო უნდა იცოდე, რომ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დავიწყეთ. გაითვალისწინე, კურსზე მოსახვედრად სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

ავტორი: მარიამ კერესელიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება