Motion Design: მარიამ მამულაშვილი კურსისა და სტაჟირების შესახებ

blog-detail-img

იმისთვის, რომ მომხმარებლებს სასურველი ქმედებებისკენ უბიძგონ, ბიზნეს კომპანიები არაერთ ხერხს მიმართავენ. მათ შორის, მოძრავ გრაფიკას, რომელიც ანიმაციის, ფილმის, მუსიკალური კლიპების, სარეკლამო რგოლებისა თუ სხვა ციფრული პროდუქტების განუყოფელი ნაწილია. Motion Design დინამიკური ვიზუალური ელემენტების გამოყენებით იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, ახდენს მასზე ემოციურ ზეგავლენას და ზრდის მის ინტერესს და ჩართულობას კონტენტში.

გაინტერესებს, როგორ მოჰყვე ამბავი, დაამყარო ემოციური კავშირი სამიზნე აუდიტორიასთან და შეიძინო ერთგული მომხმარებლები ანიმაციის გამოყენებით? მაშინ ამ ბლოგს გაეცანი, სადაც მოძრავი გრაფიკის კურსდამთავრებულს, მარიამ მამულაშვილს გაგაცნობ. ის საუბრობს მიღებული ცოდნის, გამოცდილებასა და კარიერული განვითარების შესახებ.

motion design მარიამ მამაულაშვილი

მარიამი სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდა, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა, რომ ჰუმანიტარი არ იყო. მისთვის ყველაზე კომფორტული და საყვარელი აქტივობა ანიმაციების ყურებაა. სწორედ მისმა სიყვარულმა უბიძგა, ციფრულ სფეროში გადასულიყო. პირველ რიგში, დიზაინი შეისწავლა და ამავე მიმართულებით მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონდა ეს საქმე, ვიცოდი, ჩემთვის მაინც რაღაც აკლდა სრულყოფილებამდე - მოძრაობა. ამიტომ, ციფრულ სამყაროში ჩემი მოგზაურობის ლოგიკური გაგრძელება Motion დიზაინი იყო.

ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ მარიამმა არჩევანი commschool-ზე შეაჩერა. მიზეზი კი ლექტორის პროფესიონალიზმი და კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე იყო. კურსზე 0 ცოდნით მოვიდა, არ ჰქონდა შეხება After Effects პროგრამასთან და დაახლოებით თვე-ნახევარში შეძლო, ფინალური პროექტისთვის დამოუკიდებლად შეექმნა მოძრავი კლიპი.

რას მოიცავს Motion Design კურსი?

კურსის განმავლობაში მარიამმა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. როგორც აღნიშნავს, პროგრამა არის ამომწურავი და ყველაფერი ძალიან თანმიმდევრულია. 14 ლექციის მანძილზე Motion დიზაინში არსებულ ყველა არსებით საკითხს ეცნობი. ითვისებ როგორც ყველა აუცილებელ ხელსაწყოს, ასევე მოძრაობის პრინციპებსა და ამ სფეროში მუშაობის ეთიკას. კურსის ბოლოს კი შეგიძლია ისეთი კომპლექსური დავალების შესრულება, როგორიცაა, მაგალითად, პერსონაჟის ანიმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ვთვლი, რომ კურსმა მომცა საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ სხვადასხვა სირთულის პროექტზე წარმატებით ვიმუშაო. მინდა ამ სფეროს ბოლომდე გავყვე, ეს გამოცდილება გავიმდიდრო და განვვითარდე.​

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effects-ში, დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას, პროექტის სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შედეგად კი შეუძლიათ სარეკლამო რგოლების, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, მობილური აპლიკაციის UI ანიმაციისა და სხვა გრაფიკული ელემენტების შექმნა.

რაც შეეხება სწავლის პროცესს, მარიამის თქმით, სალექციო 3 საათი არასდროს ყოფილა დამღლელი და ყოველთვის საინტერესო იყო. ეს კი ლექტორის დამსახურებაა. მარიამი კარგად იცნობდა მის ნამუშევრებს კურსის გავლამდე, ამიტომ, მასთან სწავლის შესაძლებლობა გამოიყენა. მისი აზრით, ის არა მხოლოდ პროფესიონალი ანიმატორი, არამედ ძალიან კარგი ლექტორიცაა. მან კარგად იცის თავისი საქმე, აქვს გადმოცემის კარგი უნარი და ყოველთვის მზად არის, პრობლემატურ საკითხებს დამატებითი დრო დაუთმოს.

ფინალური პროექტი

ფინალური პროექტი კურსის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია. მის ფარგლებში სტუდენტები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას და მიღებულ ცოდნას საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევენ. მარიამმა მის სრულფასოვნად შესასრულებლად ყველა ის ხელსაწყო გამოიყენა, რომელიც კურსის განმავლობაში შეისწავლა. პროექტის ფარგლებში იმუშავა ბრიფის სწორ ანალიზსა და სთორი ბორდის გაკეთებაზე, რის მიხედვითაც შემდგომ 20 წამიანი კლიპი ააწყო. სტუდენტები ლექტორისგან უკუკავშირსაც იღებდნენ, რაც დაეხმარათ, ფინალური დავალება კიდევ უფრო ხარისხიანად შეესრულებინათ. ასე აღწერს მარიამი მასზე მუშაობის პროცესს:

ალბათ, ჩემთვის ყველაზე რთული თავდაჯერებულობის პოვნა აღმოჩნდა, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებდი, რადგან თავიდან ბრიფი რთული მომეჩვენა. თუმცა, როგორც ვთქვი, კურსიც და ფინალური პროექტიც ძალიან კარგად არის შედგენილი. პროცესში ნათლად დავინახე, რომ ამ დავალების შესასრულებლად საკმარისი ცოდნა მქონდა.

ახლა უკვე როგორც დამწყები Motion დიზაინერი,მარიამი აპირებს, რომ ამ სფეროს ბოლომდე გაყვეს და განვითარდეს. ამ ეტაპზე გამოცდილებას აგროვებს და კურსზე მიღებულ უნარებს აუმჯობესებს:

ჯერ დიდი ხანი არაა რაც დავიწყე მუშაობა. თუმცა ყველა დავალებას კარგად გავართვი თავი და მიმაჩნია, რომ ეს დიდწილად commschool-ის დამსახურებაა. 3 თვის წინ ამ სფეროში არანაირი ცოდნა არ მქონდა და დღეს უკვე დამწყები Motion დიზაინერი ვარ. სწორედ ამ კურსის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ მომცა ამის საშუალება და მომამზადა იმისთვის რომ ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამომეყენებინა.

მათ კი, ვისაც Motion დიზაინის სწავლა სურს, ურჩევს, რომ პროცესს ენდონ. დასვან მაქსიმალურად ბევრი კითხვა და ორიენტირდნენ დეტალებზე. ყოველდღიურობაში დააკვირდნენ, რა როგორ მოძრაობს და როგორ დინამიკაშია ობიექტები ერთმანეთთან. ყოველი მოძრაობა შეიძლება ინსპირაციის წყაროდ იქცეს. აუცილებელია, კურსის დასრულების შემდეგაც განაგრძონ სწავლა და ვარჯიში იმავე ინტენსივობით, რათა არ დაკარგონ ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც ეს კურსი აძლევს მათ.

ასე რომ, თუ Motion დიზაინის მიმართულებით გსურს განვითარება, სწორ ადგილას ხარ. დეტალურად გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება