Motion Design-ის კურსიდან Redberry-ში - ვაჟა დესპოტაშვილის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა Commschool-ის კურსებზე შევაჩერე არჩევანი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში” – ამბობს ვაჟა დესპოტაშვილი, Motion Design-ის კურსდამთავრებული, რომელიც კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში Redberry-ის გუნდს შეუერთდა.

კურსდამთავრებულთა კლუბზე რომ მოგიყვე, კლუბის ფარგლებში სტუდენტები დასაქმებისა და სტაჟირების სხვადასხვა შესაძლებლობებს იღებენ ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro და სხვა.

ვაჟამ, კურსის დასრულებისთანავე, Commschool-ისგან სამუშაო შეთავაზებები მიიღო:

Motion Design-ის კურსის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ Commschool-ის წარმომადგენლები და ჩემთვის საინტერესო სამი წინადადება შემომთავაზეს, რამაც კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამაოცა და მიმახვედრა ის რომ, მივიღე სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არჩევანი შევაჩერე Commschool-ის კურსებზე“.

ვაჟა კი საბოლოოდ Redberry-ს გუნდს შეუერთდა:

შემოთავაზებული წინადადებების გაცნობის დროს, დავინახე Redberry, მაშინვე გავიფიქრე – “Wubba-Lubba, Dub-Dub! შევუერთდი სწორედ იმ ჯგუფს, რომელიც ორიენტირებულია გუნდურობაზე, განვითარებაზე, წინსვლაზე და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საქმისა და ერთმანეთისადმი სწორი დამოკიდებულება.”

ვაჟას კურსის გავლა კარიერულ განვითარებასთან ერთად სხვადასხვა უნარის დახვეწაში დაეხმარა, მიღებულმა გამოცდილებამ კი რთულ პროექტებზე მუშაობა გაუმარტივა:

ამ კურსის გავლის შემდეგ მიღებულმა ცოდნამ უფრო თავდაჯერებული გამხადა, უკვე დამოუკიდებლად შემიძლია ავაწყო თიმფლეითი, რაც კურსის გავლამდე ჩემთვის დიდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა და სწორედ ამ მიზეზით, უარი მითქვამს გარკვეულ პრეოქტებზე. ახლა კი ნებისმიერი სახის სირთულეები ჩემთვის წინაღობას აღარ წარმოადგენს“.

რაც შეეხება Motion Design-ის პროგრამას, Commschool-ში ამ კურსის ფარგლებში სტუდენტებს რეალურ ბრიფებზე მუშაობა უწევთ, რაც დამკვეთებისგან მიღებული პროექტების შესრულებას გაუმარტივებთ. 
ასევე, Motion Design-ის პროგრამის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობაც სულ 2 თვეა და მაქსიმალურად პრაქტიკაზეა ორიენტირებული, კურსდამთავრებულები საბოლოოდ შეძლებენ სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას, სარეკლამო რგოლების შექმნას, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effects-ში და სხვა მრავალს. 

თუკი შენც გაინტერესებს Motion Design და გინდა მიიღო რეალური დასაქმების შესაძლებლობა, შემოგვიერთდი და თავადაც გახდი წარმატებული Commschool-ელი!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება