მონაცემთა ინჟინერია: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img

 

მონაცემების უზღვავი რაოდენობა ცვლის ბიზნესის კეთების პრინციპებს და ასევე, აჩენს მოთხოვნას მონაცემთა ინჟინრებზე, რომელთაც მათი შეგროვება, შენახვა და დახარისხება შეუძლიათ. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის ყოველდღიურად 463 ეგზაბიტი მოცულობის მონაცემს ვაწარმოებთ. ამ მასშტაბის ინფორმაციის გადამუშავება კი დარგის სპეციალისტების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამიტომ, მონაცემთა ინჟინერია მომავალში მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

 

თუ პროგრამირების განხრით მუშაობ და გსურს, გამოწვევებით სავსე პროცესის მონაწილე გახდე, წაიკითხე ბლოგი და გაიგე, რა შესაძლებლობებს გთავაზობს მონაცემთა ინჟინერია.

რას მოიცავს მონაცემთა ინჟინერია?

 

მონაცემთა ინჟინრები მუშაობენ იმგვარი სისტემების დაპროექტებასა და შექმნაზე, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და გარდაქმნიან პირველად მონაცემებს გამოყენებისთვის მოსახერხებელ ინფორმაციად მონაცემთა მეცნიერებისა და ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის. მათი მთავარი მიზანია, გახადონ მონაცემები ხელმისაწვდომი იმგვარად, რომ ორგანიზაციამ შეძლოს მისი გამოყენება ბიზნესის შესაფასებლად და ოპტიმიზაციისთვის.

ეს იმ მოვალეობათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც შესაძლოა მოგიწიოს მონაცემებთან მუშაობის დროს:

მონაცემთა ბაზების შეგროვება, რომლებიც ბიზნეს საჭიროებებს შეეხება 

ალგორითმების შემუშავება, რომლებიც მონაცემებს პრაქტიკაში გამოსაყენებელ ინფორმაციად გარდაქმნის

მონაცემთა ბაზების სისტემური არქიტექტურის აშენება, დატესტვა და შენახვა

 მენეჯერებთან თანამშრომლობა კომპანიის მიზნების გასაცნობად

მონაცემთა ვალიდაციისა და ანალიზისთვის ახალი მეთოდებისა და ხელსაწყოების შექმნა

მონაცემთა მართვისა და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობისების უზრუნველყოფა

რატომ უნდა აირჩიო მონაცემთა ინჟინერია?

ამ სფეროში მუშაობა ერთდროულად არის სასიამოვნო და გამოწვევებით სავსე. შენ ითამაშებ მნიშვნელოვან როლს კომპანიის წარმატებაში. ამას აღწევ იმით, რომ მონაცემებს მარტივად ხელმისაწვდომს ხდი მონაცემთა მეცნიერების, ანალიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. მათ ეს ინფორმაცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ. ამისთვის კი დაგჭირდება პროგრამირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

მანამ, სანამ მონაცემები არსებობს, იარსებებს მოთხოვნაც მონაცემთა ინჟინრებზე. უფრო მეტიც, 2019 წლის კვლევის მიხედვით, მონაცემთა ინჟინერია ყველაზე ტრენდული სამსახურია ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ის უკან იტოვებს კომპიუტერულ მეცნიერებს, ვებ-დიზაინერებსა და მონაცემთა ბაზების არქიტექტორებს.

 გარდა ამისა, მონაცემთა ინჟინერია მაღალანაზღაურებადი პროფესიაა – 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში საშუალო შემოსავალი $115,176-ის ტოლია.

იმისთვის, რომ გახდე წარმატებული მონაცემთა ინჟინერი, სასურველია, რომ გქონდეს შესაბამისი ცოდნა და უნარები კომპიუტერული მეცნიერებების დარგში. ამით შექმნი იმ საფუძველს, რომელიც საჭიროა ამ სწრაფად განვითარებად სფეროში. თუ მინიჭებული გაქვს ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, მაშინ შეგიძლია მონაცემთა ინჟინერია მაგისტრატურაზე შეისწავლო. თუმცა უმაღლესი სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების გარეშეც შესაძლებელია, რომ დაეუფლო ამ პროფესიას. ამისთვის 4 ეტაპის გავლა არის საჭირო:

1. განივითარე მონაცემთა ინჟინერიისთვის საჭირო უნარები

მონაცემთა მეცნიერებაში კარიერის საწყის ეტაპზე ისწავლე ღრუბლოვანი გამოთვლების, კოდირებისა და მონაცემთა ბაზების დიზაინის საფუძვლები. კერძოდ:

კოდირება: მონაცემთა ინჟინერიისთვის პროგრამირების ენებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, აუცილებლად ისწავლე და განივითარე კოდის წერის უნარები. ამ სფეროში გამოსადეგი პროგრამირების ენებია SQL, NoSQL, Python, Java R და Scala. მონაცემთა ბაზები: მათ ყველაზე ხშირად იყენებენ მონაცემთა შენახვის პრობლემის გადაწყვეტის დროს. შესაბამისად, კარგად უნდა იცნობდე მისი მუშაობის პრინციპებს. ETL (Extract, Transform, Load) სისტემები: ეს არის პროცესი, როდესაც მონაცემები ბაზებიდან და სხვა წყაროებიდან გადაგაქვს ერთ სათავსოში, მაგალითად, Data Warehouse-ში. ამისთვის გამოიყენება შემდეგი ხელსაწყოები: Xplenty, Stitch, Alooma, Talend. მონაცემთა შენახვა: ყველა ტიპის მონაცემი მსგავსი წესით არ ინახება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დიდი რაოდენობის მონაცემს. როდესაც ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობ რომელიმე კომპანიისთვის, კარგად უნდა გესმოდეს, მაგალითად, როდის უნდა გამოიყენო Data Lake და როდის Data Warehouse. ავტომატიზაცია და დაგეგმვა: ავტომატიზაცია აუცილებელი ნაწილია დიდ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის დროს, რისთვისაც უნდა შეგეძლოს გეგმის გაწერა განმეორებადი დავალებების ავტომატურ რეჟიმში შესასრულებლად. მანქანური სწავლება: ეს საკითხი მონაცემთა მეცნიერების ინტერესის საგანია, მაგრამ იგი დაგეხმარება საბაზისო პრინციპებში გარკვევაში. ასევე, დაგანახებს გუნდში ამ დარგის სპეციალისტების საჭიროებას. დიდი მონაცემების ხელსაწყოები: მონაცემთა ინჟინრებს უმეტესად სწორედ დიდი რაოდენობის მონაცემთან უწევთ მუშაობა. ხელსაწყოები და ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. მათ შორის ყველაზე პოპულარულია Hadoop, MongoDB, Kafka. ღრუბლოვანი გამოთვლები: დღეს კომპანიები ფიზიკურ სერვერებს ღრუბლოვან სერვისებში ცვლიან. ამიტომ, ამ საკითხის კარგად შესწავლა აუცილებლად გამოგადგება. მონაცემთა უსაფრთხოება: მონაცემთა ინჟინრებს ხშირად უწევთ მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე და მათ დაცვაზე მუშაობა. შესაბამისად, ეს უნარი ყოველდღიურ საქმიანობაში დაგჭირდება.

2. გაიარე მონაცემთა ინჟინერიის კურსი

სერტიფიკატის აღება დამსაქმებლებთან შენი უნარების დამამტკიცებელი საბუთი იქნება. ამიტომ, შეისწავლე მონაცემთა ინჟინერია სასერტიფიკატო კურსზე და მიიღე შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ეს დაგეხმარება საჭირო უნარების დახვეწასა და გაუმჯობესებაში. აქვე ახალ ამბავსაც გეტყვი – მონაცემთა ინჟინერია უკვე Commschool-ში შეგიძლია ისწავლო! თუ ფლობ პროგრამირების ენა Python-ს, მაშინ ეს პროგრამა დაგაინტერესებს. სფეროს პროფესიონალ ლექტორთან ერთად შეისწავლი მონაცემთა ინჟინერიისთვის საკვანძო ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების გამოყენებას, მონაცემებისთვის ვებ-სერვისების დაპროექტებასა და სხვადასხვა Python-ის ბიბლიოთეკებს. ასე რომ, აუცილებლად გაეცანი კურსის სილაბუსს.

Data Engineering

33 ლექცია / 99 საათი / 17 კვირა

3. შექმენი პორტფოლიო

სამსახურის ძიების პროცესში პორტფოლიო ხშირად გადამწყვეტი კომპონენტია, რადგან იგი საუკეთესოდ აჩვენებს შენს შესაძლებლობებს. ამიტომ, შექმენი შენ მიერ დამოუკიდებლად ან კურსის ფინალური დავალების სახით შესრულებული მონაცემთა ინჟინერიის პროექტების პორტფოლიოს ვებ-გვერდი. განათავსე ისინი LinkedIn-ის პროფილზე ან GitHub-ზე.

ამგვარად, თუკი შენს თავს ამ სფეროში ხედავ, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და დაიწყე მონაცემთა ინჟინერიის სწავლა Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება