'მომავალი წლიდან შემეძლება...' - სოფო ლეკიშვილი და ანანო ღირსიაშვილი

blog-detail-img

წლის დასასრულს ისევე როგორც სხვებმა, ალბათ შენც შეაჯამე საკუთარი წელი, გაანალიზე ის, თუ რა შეძელი და დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა გინდა რომ შეძლო მომავალი წლიდან. 

ამ ბლოგში კი მინდა, Commschool-ის კურსდამთავრებულები, სოფო ლეკიშვილი და ანანო ღირსიაშვილი გაგაცნო, რომლებმაც 2022-ში კარიერული განვითარებისთვის ნაბიჯები გადადგეს, ახლა კი ჩვენთან ერთად აჯამებენ წელს და გვიზიარებენ იმას, თუ რა უნდათ, რომ შეძლონ მომავალი წლიდან.

გრაფიკული დიზაინი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, შესაბამისად ის, რაც Commschool-მა მომცა მუდმივად აქტუალურია ჩემთვის.‘ – სოფო ლეკიშვილი. სოფო გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ მალევე Space-ში დასაქმდა, რაზეც ამბობს, რომ ‘ქომსქულმა მომცა საშუალება, ვყოფილიყავი იმ გარემოში, რომელიც ჩემთვის ყოველთვის სასურველი იყო – ეს არის გარემო, სადაც კრეატივის გარეშე სუნთქვაც შეუძლებელია.

როგორც ხედავ, სოფოსთვის 2022 წელი კარიერული თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა. მომავალი წლის გეგმებზე, კი ამბობს, რომ:

მომავალი წლიდან შემეძლება კიდევ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენო დრო და ჩემი შესაძლებლობები.

ანანო 2022 წელს აჯამებს და ამბობს, რომ ქომსქულში მიღებული გამოცდილება მას პირველი ნაბიჯების გადადგმასა და განვითარებაში დაეხმარა, რადგან მან სწორედ Alumni Club-ის ფარგლებში შეძლო დასაქმებულიყო Redberry-ში: ‘ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ პროფესია მაქვს, რომელიც მიყვარს, მივყვები და ვვითარდები. ასევე ძალიან გამიმართლა პირველ სამსახურში, საოცრად კარგი გარემო დამხვდა, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს ცხოვრებაში.’

შენ კი თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, გრაფიკული დიზაინის სფეროში განვითარებაზე, ანანო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევს, რომ:

ამ სფეროთი დაინტერესებულ, ყველა დამწყებს მინდა რჩევის სახით გავუზიარო, რომ არ გაჩერდნენ, რადგან ეს სფერო ცხოვრებაში ბევრ დახურულ კარს გაგიხსნით.

ანანო ფიქრობს, რომ უკვე  ის კონკრეტული გზა აქვს არჩეული, რომელსაც შეუძლია თავდაჯერებულად მიჰყვეს, სამომავლოდ მიზნებისთვის კი ნაბიჯები უკვე გადადგა და Digital ხატვის სწავლა დაიწყო.  2023 წელს კი სჯერა, რომ: 

მომავალი წლიდან შემეძლება, ვიყო უფრო მეტად თავდაჯერებული და შევეჭიდო ახალ გამოწვევებს დიზაინის სფეროში

ასე რომ, თუ შენც გინდა, რომ მომავალი წლიდან შეძლო, პირველ რიგში აირჩიე რა შეგეძლება ✨

ავტორი: ნინი ფუტკარაძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება