მაგდა ბობოხიძის ფინალური პროექტი - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

მაგდა ბობოხიძე Commschool-ში გრაფიკულ დიზაინზე სწავლობდა, ახლა კი Motion Design-ის კიდევ ერთი კურსდამთავრებული გახდა, რომელმაც რეალური ბრიფების შესაბამისად, 30 წამიანი explainer ვიდეო შექმნა. მან ფინალური დავალება ტურისტულ სააგენტოს მოარგო:

“ტურისტული სააგენტოს ანიმაციის გაკეთება იმიტომ ვარჩიე, რომ ვიზუალის დანახვისას ჩემთვის ანიმაციები წარმოვიდგინე, რომლის გაკეთებაც მომინდა”. 

მაგდას თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობამ დაანახა, რომ მას უკვე სრულყოფილი ანიმაციური ვიდეოს შექმნა შეუძლია:

“ის, რაც 2 თვის წინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, დღეს რეალური გახდა”.

მაგდა თვლის, რომ კურსისგან მიღებულმა შედეგებმა მის მოლოდინებს გადააჭარბა და motion-ში გარკვეული უნარებიც განუვითარა:

“ფინალურზე მუშაობისას რეალურად დავინახე, რომ სრული ანიმაციური რგოლის აწყობა შემიძლია, რომელსაც ცხადია, დროთა განმავლობაში დახვეწა სჭირდება. სამომავლოდ, Motion Design-ის სფეროში მიღებული პრაქტიკული უნარების გარეშე, რაიმე ახალ პროექტს ვერც დავიწყებდი. კურსისგან იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე მოლოდინი მქონდა”.

როგორც მაგდა ამბობს, Commschool ის ადგილია, სადაც ცოდნის მიღება სრულყოფილად შეიძლება და რეკომენდაციას უწევს მას:

“ძალიან ბევრს ვურჩიე და ორი ადამიანი უკვე სწავლობს Commschool-ში. ჩემთვის კომფორტის, ხარისხიანი ცოდნის მიღების სივრცეა, რომლის წევრობა სასიამოვნოა”.

Commschool-ში სწავლა საინტერესოა და, ამავდროულად, სასარგებლო შედეგების მომტანი. 

საინტერესოა, რადგან სწავლება ძირითადად პრაქტიკაზეა ორიენტირებული, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით კი უმოკლეს დროში, სულ 16 ლექციაში, ე.ი. 48 საათში შეძლებ: ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას; სარეკლამო რგოლების შექმნას; ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effects-ში, Motion-ის პროექტების სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას; შეეჩვევი ორგანიზებულად მუშაობას; დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას და სხვა მრავალს. კარგი ისაა, რომ თუ ნულიდან იწყებ, პრობლემა არ არის, წინაპირობა არ გჭირდება.

მნიშვნელოვანია ისიც, ყოველი წარმატებული კურსდამთავრებული ხდება სკოლის კლუბის წევრი, რომლებსაც Commschool ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში, რაც ითვალისწინებს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორიცაა: Holmes & Watson, ლიბერთი ბანკი, GPI ჰოლდინგი, Space, adjara sport, Omedia, Adjarabet, Aptos, JWT Metro, Redberry.

ასე რომ, თუ შენც გაინტერესებს Motion Design, შეგიძლია, ახლავე შემოგვიერთდე Commschool-ში! რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება