"ლექტორის დახმარებით, თავში მუდმივად გიტრიალებს "მე ამისგან გავაკეთებ!" - გვანცა რაზმაძე

blog-detail-img

კითხვაზე, „რა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესი გავხადო?“ ალბათ, რამდენ ადამიანსაც მიმართავ, იმდენ განსხვავებულ პასუხს მიიღებ. კურსდამთავრებული, რომელზეც ამ ბლოგში მოგიყვები, არ ართულებს, მისი პასუხი ღია და პირდაპირია:

გვანცა რაზმაძე Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომლის ფინალურ პროექტსაც სწორედ ზემოთ მოცემული იდეა დაედო საფუძვლად. იგი ქმნის ადგილს სხვადასხვა ოთახით, რომლებსაც სრულიად სხვადასხვა დანიშნულება, თუმცა ერთი მიზანი აქვს: არ მოიწყინო.

და, იცი, კიდევ რა?

„მთავარია სურვილი, მონდომება და ჯადოსნური ჯოხი, რომ დედამიწაზე მოწყენილობა აღარ არსებობდეს!“

ჯადოსნური ჯოხით თუ მის გარეშე, გვანცა ფინალური ნაშრომის მომზადებისასაც ერთობოდა და არც მოუწყენია. მისივე თქმით, მისთვის ეს პროცესი უდიდესი სიამოვნება იყო.

„ზიხარ და არსაიდან მოგდის უამრავი აზრი… გეღიმება უზომოდ და იწყებ ამ ფიქრებთან ერთად დიდ მოგზაურობას. იწყებ სტრატეგიის აწყობას და თან თავში მუდმივად გიტრიალებს ,,მე ამისგან გავაკეთებ“!“

„ამისგან“ „იმის“ გასაკეთებლად უნარები კი მან ჩვენთან, Commschool-ში გამოიმუშავა Content Management-ის კურსის გავლისას.

 Content Management ეს არის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია მომავალი, ან ამჟამინდელი შემოქმედი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ გამოიმუშავონ ისეთი უნარები, როგორიც არის:

  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო აუდიტორიისთვის
  • დაგეგმო და აღსრულო სხვადასხვა კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად და მათი ჩაშლა სხვადასხვა სოციალურ მედია არხში
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგის, ფოტოს და ვიდეო მასალის ბრენდისთვის

Content Management-ის დასრულების შემდეგ ყოველი კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში. ეს არის კლუბი, რომელიც მათ დაეხმარებათ მათთვის მისაღებ სამუშაო პირობებით დასაქმებასა და სტაჟირების გავლაში სხვადასხვა, პარტნიორ კომპანიებთან.

გვანცა, რომელიც უკვე არის Alumni Club-ის წევრი, კურსის პირველ დღეს იხსენებს, როდესაც სხვადასხვა პროფესიის ჯგუფელებთან ერთად იწყებდა კონტენტის შესწავლას. ამბობს, რომ ბევრს ნერვიულობდნენ, არ იცოდნენ რამდენად გაართმევდნენ თავს. თუმცაღა, მისი თქმით, ლექტორთან პირველივე კომუნიკაციამ, მალევე დაარწმუნა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვიდოდა და მთავარი:

„...მივხვდით რომ ჩვეულებრივ ადგილას არ მოვხვედრილვართ. ყველაზე სასიამოვნო იყო დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, ყურადღება და ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა გაზიარებულიყო.“

Commschool არ არის გვანცასთვის ჩვეულებრივი ადგილი და ამიტომ მასში ჩაბარებას ურჩევს,

„ყველას, ვისაც კი ერთხელ მაინც უფიქრია, რომ არაფრისგან უნდა შექმნას დიდებული რამ, სწორედ ეს ადგილია ამისთვის. დაგხვდებათ გარემო, სადაც ერთი სული კი არ გექნებათ როდის დამთავრდება ლექციები, პირიქით 3 საათიანი ლექციის მერე შეიძლება გეწყინოთ კიდეც უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელდა.“

თუკი შენც დაინტერესდები Content Management-ით, გადაწყვეტ მეტი გაიგო მასზე, ან სულაც თავადაც გაიარო, მაშინ, აღარ დააყოვნო.. „წამო!“ 

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება