"კურსი ჩემი მომავალი სტარტაპის კონტენტის უკეთ დაგეგმვაში დამეხმარა" - ქეთევან გაგოშიძე

blog-detail-img

თუ ბრენდების სახელით საინტერესო კონტენტის შექმნა და სოციალურ არხებში გაშლა შენთვის საინტერესო პროცესია და შენს პროფესიადაც სიამოვნებით აქცევდი, მაშინ შეგიძლია, კონტენტ მენეჯმენტის შესწავლაზეც დაფიქრდე;

Commschool-ის კონტენტ მენეჯმენტის კურსის ფარგლებში უამრავი პრაქტიკული დავალების დახმარებით კონტენტის შექმნისა და მართვის სრულ პროცესს შეგიძლია, გაეცნო. ამჯერად სწორედ ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ქეთი გაგოშიძის ფინალურ ნაშრომს გიზიარებთ.

კურსდამთავრებულები
კონტენტ მენეჯმენტის კურსის გავლა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოცდილება იყო, თანაც, ეს კურსი ჩემი და ჩემი მეგობრის მომავალი სტარტაპის კონტენტის უკეთ დაგეგმვაში დამეხმარა.”

ქეთისთვის კონტენტ მენეჯმენტის კურსი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიღებული უნარები საკუთარი სტარტაპის კონტენტის სამართავად უნდა გამოიყენოს.

ქეთიმ ფინალურ პროექტად ქართული ტანსაცმლის ბრენდისთვის დაგეგმილი Facebook/Instagram/Tiktok კამპანია შექმნა. ტანსაცმლის ბრენდი “ჰოდა” იაპონური პრინტების გამოყენებით თანამედროვე, ფერად სამოსს შექმნის. მისი კამპანიის მთავარი მიზანი კი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს ისევე, როგორც ამას ბრენდის სახელი აკეთებს. ჰოდა, ჩაცმასაც მოგვანდომებს.

ქეთისთვის განსაკუთრებით საინტერესო ის ტექნიკური ცოდნა აღმოჩნდა, რაც კურსის განმავლობაში ლექტორისგან მიიღო:

ლექტორმა საკუთარი ცოდნა და ძალიან ღირებული გამოცდილება გაგვიზიარა იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის პლატფორმა სწორად, რომელს როგორი კონტენტი შეეფერება და რა სად უკეთ მუშაობს. საერთო ჯამში, გავეცანი ყველა არსებულ პლატფორმას, რასაც დღეს მარკეტინგში ვიყენებთ.”

პრაქტიკული დავალებები ქეთისთვის კურსის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყო:

ძალიან ღირებული იყო პრაქტიკული სამუშაოები, რომლებსაც თითქმის ყოველ ლექციაზე ვასრულებდით – თავად ვქმნიდით კონტენტს და ერთად განვიხილავდით.”

საერთო ჯამში, ქეთის შეფასებით, კურსმა თავისი სახელი გაამართლა და რეალური ცოდნა მისცა:

რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლე კონტენტის შექმნის პროცესის უკეთ დამენეჯმენტება და დღეს უფრო კრეატიულად ვუდგები ამ ყველაფერს.”

კონტენტის კურსი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, რომელსაც შემოქმედებითი პროცესი და სოციალური არხები აინტერესებს. ბრენდისა და მისი აუდიტორიის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი კონტენტ კამპანიისთვის კრეატიული იდეების მოფიქრება და დამოუკიდებლად დაგეგმვა, კამპანიის ელემენტების (ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა) მომზადება და რაც მთავარია, კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება – ყველა ამ უნარს კონტენტ მენეჯმენტის კურსის 14 ლექციის განმავლობაში შეიძენ, საბოლოოდ კი, ქეთის მსგავსად, შენც შეგეძლება კონტენტის დამოუკიდებლად მართვა. შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება