ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდნენ!

blog-detail-img

ალბათ, შენთვისაც დახარჯული დრო და ენერგია ყველაზე ძვირფასია, ნებისმიერი კურსი კი იმდენად შეიძლება იყოს ღირებული, რამდენადაც თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს. ამდენად, თუ ტექნოლოგიური კურსებით ხარ დაინტერესებული, მაშინ, ამ მხრივ, შენთვის საინტერესო სიახლე შეიძლება გვქონდეს.

ჩვენი ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, Commschool-ის  პარტნიორის, Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდნენ.
აქვე გეტყვი, რომ ანა ლეჟავა React-ის კურსდამთავრებულია, რომელიც კურსის დასრულებისთანავე Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდა:

 

“ახლა Sweeft Digital-ის გუნდის წევრი ვარ. ეს ამბავი და მთელი ჩემი React-ის ცოდნა კი სრულიად Commschool-ის დამსახურებაა“


ანა კარიერული განვითარების პროცესზე გვიყვება:

“როცა Sweeft Digital-თან გავაგზავნე რეზიუმე, დილითვე მომივიდა მათგან მეილი, პატარა დავალება უნდა შემესრულებინა ორ დღეში. რა თქმა უნდა, ჯერ დედლაინზეც ვინერვიულე, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და შევასრულე მიღებული დავალება. შემდეგ დილას კი უკვე მივიღე მეილი, ონლაინ ტესტის შესასრულებელი ლინკით. ასე მივედი გასაუბრების მესამე ეტაპამდე და მოვხვდი მათ ოფისშიც”. შეგიძლია, გადახედო ანას ბლოგს, სადაც იგი თავის კარიერულ განვითარებაზე მეტს მოგიყვება, გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარება.

შეგახსენებ, რომ Commschool-ში ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის წევრი წარმატებული კურსდამთავრებულები სკოლის პარტნიორი კომპანიებისგან – ლიბერთი ბანკი,  adjara sport, Sweeft Digital, Omedia და სხვა – იღებენ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს,  სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. გადახედე სხვა კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებსაც.

Sweeft Digital კი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც  აქტიურად მუშაობს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მომხმარებლებს კი მრავალი მიმართულებით სთავაზობს მომსახურებას. 

ამდენად, სამომავლო პატნიორობის ფარგლებში ჩვენს კურსდამთავრებულებს Alumni Club-ის ფარგლებში Sweeft Digital-დან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები შეუძლიათ მიიღონ. 

საბოლოოდ, მეორე კარგ ამბავსაც შეგახსენებ – Commschool-ში ტექნოლოგიური მიმართულების კურსების
 N1 კურსდამთავრებულებს სწავლის საფასური უკან უბრუნდებათ.

ამდენად, თუ ვებ-დეველოპმენტის სფერო გაინტერესებს და თეორიული ცოდნის მიღების გარდა მისი შემდეგ პრაქტიკაში გამოყენება გინდა, შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება